დმანისში, კაზრეთის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები – მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი არიან.
,,ADJARA P.S” ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანაშეეჯახა.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.