მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი არასამთავროები ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ!

არასამთავროები ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ!

456
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გაბაიძეს

ამავე საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

ბატონო დავით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) გატეხა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული პირობა და ხელახლა დააინიცირა  რუსული კანონი. კანონი, რომელიც რუსეთის მსგავსად – მტრულ ძალად აცხადებს ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს, მათ შორის, ევროკავშირს.

მმართველი პარტია უმრავლესობას ფლობს უმაღლეს საბჭოში. ამასთანავე თვეებია მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის  აქტიური კამპანია. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვინახავს არცერთი რეალური ნიშანი, რომელიც მიუთითებდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა არ ეთანხმება საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს. ამ ქმედებებმა შესაძლოა საქართველოს  ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი დააკარგვინოს.

ღია მმართველობის საბჭო არის ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფორმატი. ამგვარი ფორმატისთვის თანმდევია განსხვავებული აზრი. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ მიზნის მიღწევის გზებზე, მაგრამ  უნდა გვაერთიანებდეს საერთო მიზანი – საქართველოს წინსვლა. სამწუხაროდ, თქვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის ღია მმართველობის საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ჩვენს ნებისმიერ თანამშრომლობას.

წარმოდგენილი მიზეზებიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვტოვებთ  ღია მმართველობის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს.

დემოკრატიის ინსტიტუტი

მწვანე სექტორი

ა(ა)იპ ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი’’

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“

ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ – ბათუმი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – აჭარის ფილიალი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)

ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)