არა გამოსახლებას! ამ ლოზუნგით დღეს აჭარის მთავრობის სახლთან ტურიზმის სფეროში დასაქმებული, გამოსახლების პრობლემის მქონე იპოთეკარები და მათი უფლებადამცველები შეიკრიბნენ. აქციაზე ითქვა, რომ მიმდინარე კვირის 3 და 9 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩანიშნულია გამოსახლებები, რაც არ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ. აღნიშნული ოჯახების წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და სესხების გამცემ ორგანიზაციებთან თუ კერძო მევახშეებთან მოლაპარაკებებში ჩართვა ითხოვეს.