მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

411
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„9 აპრილს, საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს და, ამავდრულად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმში, გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ.

მათივე ინფორმაციით, 1989 წლის სისხლიანი მოვლენებიდან 32 წელი გავიდა, თუმცა ეს დღე იქცა თავისუფლების სიმბოლოდ და 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

სოფიო პაქსაძე