მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე – თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე – თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

568
0

გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია.

ის ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძეა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სირაბიძე განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

შეგახსენებთ, გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, გუშინ 19 დეკემბერს ტელეკომპანიაფორმულასპირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.

სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.