ათეულობით ათასი დაღუპული, დაშავებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული – ასეთია თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველადი შედეგები, მიწისაგან პირისა აღგვილ ათამდე ქალაქში მაშველები მეხუთე დღეა ცოცხლადდამარხულ ადამიანებს ეძებენ, მეზობელი ქვეყნის ტრაგედიის ექო საქართველოში…
მომხარი ტრაგედიის გამო, მეზობელ ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, თურქეთის ათ ქალაქში დანგრეულია შენობები. ნანგრევებში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ყოველ წუთს იცვლება ცნობები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში თანადგომის გამოსახატავად ადგილობრივები ყვავილების თაიგულებით მიდიან…