მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო...

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი წითელი ტიტებით შეამკო

474
0

1989 წლის 9 აპრილიდან 33 წელი გავიდა. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინითა და 9 აპრილის სიმბოლოწითელი ტიტებით შეამკო.

,,9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთერთი ყველაზეტრაგიკული დღე და დარჩება, როგორც გმირობის უდიდესი მაგალითი და თავგანწირვის სიმბოლო. ზუსტად 33 წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა თავისუფლებისა დადამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს უკეთესი ქვეყანა გვქონოდა. პატივს მივაგებ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. დიდება გმირებს. 33 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა“-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.