ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერმოწვეული დღევანდელი საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიხსნა. სხდომას არ დაესწრნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები, ხოლო„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრის, „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლიკუპრაძისა და „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის აკაკი გვიანიძის სხდომაზე გამოცხადებაკვორუმის შესადგენად და სხდომის გასახსნელად არასაკმარისი აღმოჩნდა. შესაბამისად, ბათუმის საკრებულო ვერ შეიკრიბა.