ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას სამომავლო ერთობლივი საქმიანობა და ახალგაზრდულმიმართულებებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
,,ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთსტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. დავგეგმეთ სამომავლო შეხვედრა სტუდენტური პარლამენტის ბათუმელ წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა მომეცემა აქტუალური ინფორმაცია მივაწოდო სტუდენტებსახალგაზრდული პოლიტიკისა და ხელშეწყობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მათთანურთიერთობა შედეგიანი იქნება და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ“-აცხადებს არჩილჩიქოვანი.