მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების წლისთავი აღნიშნეს…

ბათუმში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების წლისთავი აღნიშნეს…

184
0

დღეს, 27 სექტემბერს, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში, ყარაბაღის მეორე ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაგებად მოგონების წერემონია გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც თურქეთისა და ირანის გენერალური კონსულები, აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წუთიერი დუმილით დაიწყო, ასევე მოიგონეს 1993 წელს სოხუმის დაცემის დროს დაღუპული ადამიანები.ღონისძიების მონაწილეებმა სამშობლოსათვის დაცემულ გმირთა კუთხე ყვავილებით შეამკეს, შეკრებილმა საზოგადოებამ იხილა გმირულად დაღუპული მეომრების ფოტოებით შექმნილი კომპოზიცია.

ყარაბაღის მეორე ომი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდაან 10 ნოემბრამდე, მთელი 44 დღის მანძილზე გრძელდებოდა, აზერბაიჯანის გმირული გამარჯვებით დასრულდა. საომარი მოქმედებების დროს აზერბაიჯანის არმიის შემადგენლობიდან გმირულად დაიღუპა 2907 მეომარი, რომელთა შორის იყვნენ მაღალი რანგის ოფიცრები, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგულია, საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ასევე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებამაც.