გერმანიაში, ბერლინის ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკე მდგომი ცილინდრული ფორმის აკვარიუმი AquaDom-ი აფეთქდა.
14 მეტრი სიმაღლის აკვარიუმში 1500 ტროპიკული სახეობის თევზი ცხოვრობდა დაცილიდრულ აკვარიუმში შესაძლებელი იყო ლიფტით გადაადგილებაც.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერ უცნობია. ამ დროისთვის ცნობილია ორიდაშავებულის შესახებს, რომლებმაც დაზიანებები შუშის ნამსხვევების გამო მიიღეს. პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ ჩამოიშალა სასტუმროს ფასადის ის ნაწილები, სადაცაკვარიუმი იყო განთავსებული. ბერლინის საგზაო სააგენტო აცხადებს, რომ ძალიან დიდი მოცულობის წყალი ქუჩაში მიედინება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ბოლო დღეებში ბერლინში ტემპერატურამ მკვეთრად იკლო, პარასკევს ქალაქში -7 ცელსიუსი დაფიქსირდა.