ქ. ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი.
ნებისმიერი ზემოაღნიშნული მარშრუტით ავტოსატრანსპორტო საშუალებები, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას დაუკავშირდებიან. მოძრაობის სქემა უცვლელი რჩება ბათუმში შემომსვლელი ავტოსანტანსპორტო საშუალებებისთვის.
გარდა ამისა, მოძრაობა ცალმხრივი გახდება გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით.
შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება.
ბოდიშს გიხდით აღნიშნული შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.