მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VIII-ბ) / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი VIII-ბ) / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

2169
0

პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, და წინარე მერვე ეპიზოდში ისეთ სივრცეებს შევეხეთ, როგორიცაა, / “თუ რა ფსიქოტიპის და ბექგრაუნდის კონტიგენტზე დებენ ფსონს მემარცხენე ლიბერალური სწავლების გლობალური მესვეურნი აქ და თუ რატომ უწყობენ ხელს აშშ-ს საელჩოდან კოორდინირებული წრეები, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა-დეგრადაციის ფონზე „მიშისტების“ კონვეირული წესით გაწევრიანებას ჯერ თავად „ოცნებაში“, შემდეგ კი დანარჩენ სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მედიაში”. მივედით დასკვნამდე, რომ პირველ შემთხვევაში ეს „deep state”_ის პოზიციების გამაგრებისთვისაა საჭირო. რათა, მმართველ პარტიაში „აქციების საკონტროლო პაკეტის“ დაუფლების შესაძლებლობა თუ არა, „ოცნების“ გენერალურ ხაზზე მიბიძგვის თეორიის“ თანახმა (იხ.nudge theory”), გავლენის და ცალკეული დივერსიების განხორციელებისთვის შესაძლებლობა მიეცეთ.

 – მეორე შემთხვევაშიც, ნათელი და სემანტიკურად მსგავსი სურათი გამოიკვეთება ჯემალ. კერძოდ, – აქსიომაა რომ XXI საუკუნეში, იმის მიხედვით თუ ვის ხელშია მედია, ის ნარკოტიკად გვევლინება ანდა წამლად, რომლის საშუალებით მასობრივი გონის ფორმირება ხდება და ამიტომ, მედია_ველიც აქვთ ამოღებული მიზანში „მიშიზმის“ რეინკარაციაში დაინტერესებულ წრეებს.

 – როგორც ვხვდები, მაგიტომაც დაუსვი რიტორიკული კითხვა  მე-8 პირველ / ა)_ნაწილში იმათ, – მთელი ეს წლები რომ აფორმირებდაგოლემებადსაქართველოს რიგით მოქალაქეების ნაწილს და თუ რატომ ხდებოდა ასე, თავადვე უპასუხე კიდეც გაკვრით. სამწუხაროდ, სწორედ ამ მომენტზე შევწყვიტეთ საუბარი ტექნიკური მიზეზის გამო. რადგან “აჭარა – PS”_ის ბეჭდური ვერსია, რომელშიც პარალელურ რეჟიმში იბეჭდება ხოლმე ელექტრონულზე გამოქვეყნებულის კვალდაკვალ, ფიზიკურად არ ითვალისწინებს 5 _ზე მეტ გვერდის, A4_ის ფორმატით პუბლიკაციას. თუმცა, საინტერესო და კონცეპტუალური დიალოგი, ხარისხიან ლიტერატურაში როგორც წესი, ღია რჩება იმისათვის რომ, მკითხველმა თავად დააშენოს ავტორის მიერ ართქმულ-მინიშნებული. იქით მიმყავს დავით, რომ თუ რამის დამატება გინდოდა ამ კუთხით, დასძინე ბარემ ორიოდე აბზაცით. დანარჩენი კი, მკითხველს დაუტოვე ფიქრისთვის. ოღონდ ამის მერე, მყისვე მემარცხენე ლიბერალიზმის ისტორიაარქიტეკტონიკის მიმოხილვით გავაგრძელოთ დანაპირებისამებრ. არადა, მოგვიწევს კიდევ ერთი თავის დამატება. ან, ამ კონკრეტული ეპიზოდის გაყოფა-გაგრძელება მესამე ნაწილად. სიტყვაზე, თუ ვერ „ჩავეტიეთ“ დაგეგმილში, არც ესაა ტრაგედია. უბრალოდ მოგვიწევს კიდევ ერთი ფრაგმენტირება ტექსტის, რაც ცოტაოდენ გაუმრუდებს ციკლზე ახლად_შემოერთებულ მკითხველს აღქმა-გათავისებას და ეგაა. ვეცადოთ მაინც-თქო, და განა არ მესმის რომ უამრავი რამ დაგრჩება სათქმელი ასეთ შემთხვაში. მაგრამ, მეორე მხრივ რა დიდი პრობლმაა თუ, „მასობრივი ადამიანის“ ანატომიის დეტალური გაშლა მომდევნო, თუგინდ მაგ საკითხისადმი საგულდაგულოდ მიძღნილ სხვა ციკლის ერთ-ერთ სტატიაში გაგრძელდება?

– ვცადოთ, რატომაც არა; თუმცა, ეჭვი მეპარება რომ შევძლებთ „ჩატევას“ და აქედანვე, წინარე ეპიზოდის კიდევ ერთ გაყოფას ვვარაუდობ (იცინის). მოკლედ, – ამ შენს მიერ „ევროპა-ამერიკის“ ხსენებაზე, გაიხსენოს პატივცემულმა მკითხველმა. მის გარშემო, თუ რამდენი ახამხამებს ხბოს აღტაცებით თვალებს ჯერ კიდევ. რაც, უცნარია უკრაინასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე ხრწნის და ცენტროდანული პროცესების ფონზე, ასევე „ოცნების“ მმართველობის 11 წლის თავზე. რადგან, „მიშიზმის“ ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომთაგანია ეს რეფლექსია და ამ პათოლოგიური მდგომარეობის თანმდევი, ყოფითი რუსოფობია. ესე იგი, აშკარაა რომ რაღაც ტიპის ჯადოსთან, ანუ ზემოქმედების ტექნოლოგიებთან გვაქვს საქმე. ამიტომ, თუ ჩვენი პატივცემული მკითხველი თან კარგი მოქალაქეცაა, უნდა ჩაეძიოს; ა) რათა, ჯერ გამოყენებული მაგიის ბუნებას ჩაწვდეს. ბ) რომ შემდეგ, იმ მოჯადოვებულ და კეთილსინდისიერ თანამოქალაქეებს დაეხმაროს განჯადოებაში, ვინც ვერა და ვერ გამოდის პირობითად „ევროპული“, არსობრივად კი „მიშიზმის“ ხიბლიდან. გ) რის გამოც, „ომის პარტიის“ მანიპულაციებისთვის ობიექტ-მარიონეტებად რჩებიან. დ) ანუ, ნებისმიერმა სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებულმა მოქალაქემ, ვისზეც კი ხელი მიუწვდება მაგ ზომბირებულ-მოწყვლადი კატეგორიიდან, ეცადოს და აზიაროს სერიოზულ ქართულ, რუსულ და წარმოიდგინე, აკადემიურ ევრო-ატლანტიკურ გამოცემებსაც კი, სადაც ჩვენი მეინსტრიმული მედიისგან განსხვავებით, კარგა ხანია რაც გაფართოვდა დაშვებული დისკურსის დერეფანი.

– თან ასწავლოს მათ, წყაროების ერთმანეთზე დადარება, რომ გზამკვლევის გარეშე, ავტონომიურ რეჟიმში შეეძლონ „საინფორმაციო ხმაურში“ ადეკვატური ორიენტაცია, არა?

– კი, და ასევე ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნა. აი ეს უკანასკნელი, იმისთვის რომ, ერთი ტიპის პროპაგანდა მეორეთი არ ჩანაცვლდეს დროთა განმავლობაში. რაც ბოლო-ბოლო გარდაუალია, თუ ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდები.  ამას ვუფრთხი, და იცი რატომ? გემახსოვრება მარკუს ავრელიუსის გამოთქმა, „საუკეთესო შურისძიება ისაა, როდესაც მტერს არ ემსგავსები“_ო. ხოდა, ჩვენც არ უნდა მივმართოთ მტრის მეთოდებს და მაგიტომაც, რომ მათ არ დავემსგავსოთ  …

– დავსძენ, რომ აუცილებელია ქართული მეინსტრიმული მედიის ისეთ ალტერნატივაზე ასმენინო მაგათ; როგორებიცაა „პოს_ტვ“, „ობიექტივი“ ან „ალტ_ინფო“, „tv_12” და ა.შ. რომლებიც, ადამიანური და ფინანსური რესურსის უკმარისობის გამო ძალზე შორსაა იდეალურისგან, მაგრამ ახერხებენ და ქართულ საქმეს წვეთი წყლის სიჯიუტით მაინც აკეთებენ.

– რა თქმა უნდა და ამის გამო პატივისცემა მათ მფლობელებს და პერსონალს. ისე კი, მაქით მიმყავდა ჯემალ, და დამასწარი. ხოდა რას ვამბობდი, – იქნებ ვინმეს დაებადა ამ წამს კითხვა, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგო მაგათ წესიერმა კაცმა. როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი უმაგრებთ ზურგს და მეინსტრიული ტელევიზიები, ფორმალურად „ოცნებისადმი“ ლოიალური „იმედი“, „რუსთავი“ და საზოგადოებრივიც კი დიდწილად „მიშისტების“ ხელთაა. მერედა, არანაკლები პრობლემაა მაქციები უმაღლეს თანამდებობებზე „ოცნების“ მანდატით, ხომ? მაგალითად ისინი, ვინც ყველაფრის მერე უკრაინის და ევროკავშირის დროშებს აფრიალებს უტიფრად, ან USAID_ის ორგანიზებულ „გენდერულ“ ღონისძიებებზე დარბის წარამარა და ა.შ., – საიდენტიფიკაციო მარკერები ბევრი აქვს „მიშიზმს“ და შორს წაგვიყვანს ყველა მათგანის ჩამოთვლა, ანდა სხვა დროს იყოს.

– ამ ყველა მემარცხენე ლიბერალურ ქიმერასა და მონსტრს, იმის მიუხედავად რომ კარდინალურად და კონსერვატიული ძალების სასარგებლოდ იცვლება საქართველოს გარშემო დისპოზიცია, როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს ცალკეულმა კეთილსინდისიერმა და პროქართველმა მოქაქლაქემ?

 – მარტივად, გავუწიოთ წინააღმდეგობა თუგინდ სოციალური ქსელებით, უდრეკი პოზიციით ქუჩაში, სამსახურებში და ა.შ. მართალია, ანტილიბერალური დისკურსი განუზომლად უხვად დაფინანსებულ და დოქტრინალურ დონეზე ხელშეწყობილ მემარცხენე ლიბერალურ დისკურსს უპირისპირდება ჯერ-ჯერობით, მაგრამ მომავალი ჩვენია და იცი რატომ, – სიმართლე რაც არ უნდა მალო, გზას გაიკვლევს ნებისმიერ შემთხვევაში. მერედა, როდესაც იცი თუ რა მექანიზმებით ხდება „მიშიზმის“ იმპლემენტაცია ერში. ჩათვალე, რომ ისიც იცი, თუ როგორ დაამარცხო ის, და არაფერი უსაშველო არაა აქ, მთავარია ნება და ბერიც გვერდში. ბევრს არ გავაგრძელბ, რადგან მგონია რომ ისედაც ყველასათვის გასაგებია, თუ როგორია სინამდვილეში მასის შექმინის ალქიმია და თუ არა, ორიოდე წინადადებით და უტრირებულად შევაჯამებ მათთვის; მაგალითად, უმარტივესი მექანიმებით მოხდა „მიშიზმის“ ინდოქტრინაცია საქართველოში. შესაბამისად, ისეთივე ან მსგავსი, ანდა სულაც საგანმათლებლო პროექტით უნდა მოხდეს „მიშიზმის“ ამოძირკვაც. ჯერ კიდევ გუსტავ ლებონი წერდა რომ ინდივიდი, როცა ხდება ბრბოში კარგავს ინდივიდუალურობას და რომ წარმოიშვება ე.წ. „მასობრივი ფსიქიკა“. აბა გაიხსენე ჯემალ, 90_იანებიდან მოყოლებული მიტინგების კასკადი, ერთი და იგივე „ჯო-ჯო-ჯოს“ ძახილი და კრეტინული „სპიჩები“ (იცინის). ხოდა, ასეა ყოველთვის და ყველგან, – მოედანზე გაიძახიან უმარტივეს იდეებს, პრიმიტიულ მუსიკას აჟღერებენ და იბადება ბოლოს „საერთო ფსიქიკაც“. ანუ, „ერთი ორგანიზმი“ როცა ჩნდება, ამ დროს ვიღაც ფინაჩი ბელადი გამოხტება ხოლმე და  ელაპარაკება უკვე მხოლოდ „ერთ ადამიანს“, აი ამ ბრბოს სახით. მერე კი ეს ადამიანი ხან ოს, და ხან აფხაზს უვარდება სახლებში ყალბი ეროვნული პათოსით, ყველგან „პუტინის აგენტებს“ ხედავს და ა.შ. ეს დაგვემართა-თქო და ამის განმეორება სურთ „მიშისტებს“. მაგიტომაც გითხარი, – თუ იცი რა და როგორ დაგემართა, გადაკეთებასაც შეძლებ. თუმცაღა, ისევ შენი არ იყოს ჩემო ჯემალ, – ამაზე სხვა ციკლში, და ამ კონკრეტულ საკითხისადმი საგულდაგულოდ მიძღვნილ სტატიაში იყოს დეტალურად. ჰმ, მაინც მოგვიწია გაყოფა (იცინის), და რომ იგივე არ დაგვემართოს რაც ახლა, – მოდი, ნეოლიბერალიზმის ისტორია-არქიტექტონიკით დავიწყოთ შემდეგი დასკვნით ფრაგმენტი პროლოგშივე.  (გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე