მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ერთსვლიანი კომბინაციების ეპოქა უნდა დასრულდეს საქართველოში!

დავით ჩხარტიშვილი: ერთსვლიანი კომბინაციების ეპოქა უნდა დასრულდეს საქართველოში!

2350
0

-ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საქართველოს ერთიანი პოზიცია არ აქვს გამომუშავებული უკრაინასთან მიმართებაში, ამაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიციაც მოწმობს. რომელიც რბილად რომ ვთქვათ, მთლად უნისონში ვერაა მმართელ პარტიასთან და ეს ქვედა დონეებზე რომ აღარ წავიდეთ. სადაც „ოცნების“ ნახევარი პარტაქტივი უკრაინულ დროშებს აფრიალებს, მეორე კი შფოთს ვერ ფარავს ზელენსკის გუნდის არადიპლომატიური და პროტოკოლს აცდენილი ქცევის გამო. რა ხდება და საით მივექნებით?

უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, „ოცნების“ ბევრი წევრების იდეოლოგიური მოუმზადებლობა და ფასეულობათა სისტემის სიტუაციურობა. თვალშისაცემია; თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „მიშისტური“ მედია, ასევე ე.წ. „ლიბერალები“ ერთ ორგანიზმად, ერთი რეფლექსიით მოქმედებენ და ძალზე აგრესიულად. მმართველი პარტიის წევრები მასობრივად ამჟღავნებენ დისონანს და სიმორცხვეს, ღარიბაშვილის ხედვების დაცვაში. და რომ არა ივანიშვილ-ღარიბაშვილის მკაფიო პროქართული პოზიცია დღეს ძალიან ბევრი მოქალაქე, „ოცნების“ რიგებიდან,  იქნებოდა უკვე „ნაციონალების“ პარტიულ მიტინგებზე (რაც შეიმჩნეოდა პოზიციის დაფიქსირებამდე), სადაც უკრაინის თემატიკა მხოლოდ შირმაა როგორც წესი „მიშიზმის“ რეინკარნაციისთვის. ეს იმის ბრალიცაა, რომ 9 წლის განმავლობაში „ოცნებამ“ ვერა და ვერ მოახერხა საკუთარი ავთენტური დოქტრინის და ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება. დატოვა ან გადაამღერა ის მითოლოგემები, რაც სააკაშვილის პერიოდში იყო დომინანტი. ამას მისი, ობიექტური და სუბიექტური მიზეზები გააჩნია. როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ქართული და უბრალოდ შემთხვევითობა. რა თქმა უნდა, ბანალური ქართული ფეთხუმიც.  გრძელი ისტორია გამოვა, რომ ყველა ნიუანს შევეხო, ამიტომაც ორიოდე სიტყვითა და უტრირებულად გეტყვით; ჯერ იყო და კოალიციურ რეჟიმში მოგვევლინა მმართველი ძალა, სადაც დომინირებდა ე.წ. ნეოლიბერალური პარტიები. მათი ლიდერები მალევე მოიქნია „ისტორიულ სანაგვეზე“ ივანიშვილმა, მაგრამ მიმდევრები ხომ დარჩა „ოცნებაში“? დღეს კი, ეს მაქციები „ოცნების“ მანდატით გველაპარაკებიან და მოქმედებენ. არადა შეგნება, რეფლექსია, მანტრები, მიდრეკილებები „მიშისტური“ გააჩნიათ – რაა ეს თუ არა ოქსიუმორონი? შესაბამისად, ან ფორმალურად ასრულებენ მოვალეობებს, ანდა სულაც დივერსიებით არიან დაკავებულნი და კაცი არ ფიქრობს მათ გამოვლინება-მოკვეთაზე. ფარულად მიდის ის, რაც ამერიკაში მოხდა ტრამპის პერიოდში ე.წ. „დიპ სთეიტის“ მეშვეობით. ანუ, ტრამპმაც ვერ შესთავაზა ავთენტური, მწყობრი იდეოლოგია და სერიოზული მედიაფლატფორმა მყისვე, რაც აუცილებელია როცა პრეტენზია საბაზისო ცვლილებებზე გაგაჩნია. მხოლოდ მონახაზები და სლოგანები პოსტმოდერნისტულ სტილშიღა შერჩა მის მიმდევრებს, რითაც იხელთეს ნეოლიბერალურმა ძალებმა. მეინსტრიმული მედიაც მისი არ იყო, სახელემწიფო დაწებეულებებში კი, მის დირექტივებს ძველი, გადაღებილი ადმინისტრაცია ფორმალურად ასრულებდა. როგორ დამთავრდა ეს კონსერვატიული რენესანსის მცდელობა შტატებში ყველამ ვიცით, თუმცაღა ვიმედოვნებ რომ ეს დროებითი შეფერხებაა მაინც. რადგანაც უმრავლესობას იქ – თუგინდ დეზორგანიზებულსაც, ტრადიცილი ამერიკა ურჩევნია. მოკლედ, აქაც – კრიტიკულ სიტუაციებში იქცევიან ისე, როგორც თავისი, საგულდაგულოდ დამალული „ზვიადისტურ-მიშისტური“ მსოფლმხედველობა და ყოფითი რუსოფობია კარნახობს. ადამიანი ყველგან ერთნაირია, შესაბამისად ხელისუფლების ჩაგდების მექანიზმები და ზემოქმედების ტექნოლოგიებიც იგივე ყველგან. აბა გადახედეთ ოპოზიციურ მიტინგებს, მედროშეებათ გვევლინება ლამის ის ხალხი ვინც ივანიშვილმა ბინძური წარსული დაუვიწყა, კიდევ ერთხელ მისცა შანსი, ყველასათვის უცნობი კლერკები, უმუშევრები და ეგზალტირებული აქტივისტები ცნობილ, პატივსაცემ ადამიანებად აქცია. ვერც გაამტყუნებ – ასეთი იყო ქართული პოლიტიკური და მედია ველი იმ მომენტისთვის. აიპების, სამსახურების უფროსებათ დანიშნა არარაობები, რომლებიც პირველივე ბიძგზე გარბოდნენ. ტალღებად მიდიოდნენ პრეზიდენტები, პრემიერები, მერები და მინისტრები – მათი მოყვანილი კადრები კი რჩებოდა ლექად, რომელიც დრო და დრო ამოტივტივდებოდა ხოლმე, თუ სათანადოდ გამოამჟღავნებდა ქვეწარმავლების ქცევის მოდელს. ზოგი კოალიციის დაშლისას გარბოდა, ზოგი „გავრილოვის ღამეს“ და ზოგიც ახლა ემზადება, ზოგი კი ახლაც „ოცნებაშია“. რჩება იმიტომ რომ, მეტი საქმე გაუფუჭოს „ოცნებას“ შიგნიდან. სულაც არაა აუცილებელი მასეთი ჩანერგილების ჰიპერაქტიობა ამისათვის, „ნაცებზე“ ღიად მუშაობა მაგალითად –  მიმიკრირებულია ხელოვნების დონეზე ეს კონტიგენტი. მასეთებეს, შეუძლია უბრალოდ იჯდნენ რომელიმე რეგიონალურ ოპისში პარტიულ ბონზებად და აქონ-ადიდონ „ოცნება“ სხვის დასანახად. საქმიანობის  იმიატაციითაც კი დაკავდნენ ნაცრის შესაყრელად და პარალელურად პროფშეუსაბამო, ანდა „მიშისტი“ სამეგობრო-სანათესაო ნიშნონ საკვანძო თანამდებობებზე. ჯგუფურად მოქმედებენ და ჯგუფურადაც ძირავენ ნებისმიერ კომკურენტსაც ვერტიკალში სხვა ჯგუფებიდან. მერწმუნედ, ეს საკმარისია იმისათვის რომ „ოცნებას“ ისეთი ზიანი მიაყენო, რასაც „ნაციონალების“ მიტინგების მთელი კასკადიც კი ვერ იზამდა. მერედა, საერთაშორისო ვითარებას თუ გადავხედავთ, მიხვდებით რომ მალე უფრო დიდი ბიძგები წამოვა და უფრო მეტი ხალხი შეუერთდება ოპოზიციას, შესაბამისად უფრო მეტი სპექტაკლი დაიდგმება და გაჩნდება ილუზია იმისა, ვითომცდა ე.წ. პასიონარები „ნაციონალებს“ უჭერს მხარს. ეს, რა თქმა უნდა თუ „ოცნების“ ლიდერშიპი თბილისში დროზე არ დაფიქრდა საკუთარი იდეოლოგიის და მკაფიო ფასეულაბათა სისტემის შექმნაზე. ასევე ლოიალური მედიაპლატფორმების გაძლიერება-დაარსებაზე. წესიერი და დამსახურებული ხალხის ამოყენებაზე სახეებად და ლექის მოშორებაზე, იქნება ეს მიმიკრირებული „ნაცი“ თუ ოდიოზური, ან კორუმპირებული „ასლანისტი“. ანდა სულაც ნეოლიბერალი, უსახური და უისტორიო მედროვე, კოალიციის დროინდელი ნალექი. დღეს, არსებული საერთაშორისო პირობებში „ნაციონალებსა“ და მათთან აფილირებული ძალებზე მეტად „ოცნებისთვის“ და შესაბამისად საქართველოსთვის, რომელიც შედის ტურბულენტობის ზონაში საშიშია თავად „ოცნებაში“ ჩაბუდებული კადრები, „მიშისტური“ რეფლექსიით-თქო.

-რა ტიპის მსოფლმხედველობა და ფასეულობათა სისტემა უნდა ჩამოუყალიბდეს “ოცნებას”, რომ თამამად დავარქვათ ავტოქტონური და არა მიშიზმის გადმონაშთი, რაც თავის მხვრივ მისცემს მას საშუალებას გაწმინდოს რიგები და გადავიდეს ახალ „ლეველზე“, რომელსაც ახალი რეალობა მოითხოვს?

12 -ის მდგმოარეობით არსებული „მიშისტური“ ალგორითმით, რომელიც თავს მოხვეულია ძველი რეალობის მიერ; ინერციით მივექანებით ისეთი ქვეყნების გარემოცვაში სადაც პროსტიტუცია, გემბლინგი, სერვის-ხელის იმპორტი სამეზობლოში,  ჩვეული ყოფის ნაწილი არის და იქნება. გვენგრევა თავზე ქვეყანა ამ იდეოლოგიის ბატონობის პირობებში. იწამლება ახალგაზრდობაც, ეს ნეოლიბერალური სენი ოჯახებშიც შედის და ანგრევს საქართველოს შიგნიდან. მაგ იდეოლოგიის პირობებში, ჩვენ ვართ ახლა, დიდი და განვითარებული ქვეყნებისთვის იმავე ფუნქციის მატარებელნი, რაც კურტიზანი ქალები მდიდარი კლიენტებისთვის. ლიმიტროფები, ხურდა ვართ, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია სხვა, უფრო საჭირო „კლიენტელათი“ ჩაანაცვლო. შესაბამისად თუ მეტამორფოზა გვსურს, სხვა ალგორითმიც უნდა ავირჩიოთ. არ შეიძლებდა, იგივეს აკეთებდე და სხვა შედეგი დგებოდესო. დოქტრინის, რიტორიკის და საქმის დონეზე უნდა შევიცვალოთ. ამ ყველაფერის, რაც ზემორე ჩამოვთვალე, ანტიპოდ პოლუსზე უნდა დავდგეთ-მეთქი.  ამ ორიენტირთან კი ყველაზე ახლოს თვალსაჩინოებისთვის, ჩემი გათვლებით ისრაელი დგას და სულაც არაა აუცუილებელი, მაგ პატარა მაგრამ დიადი ქვეყნის ზუსტი ასლი ვაშენოთ. მაგალითად, შვეიცარიის ნეიტრალიტეტი შეგვიძლია ავირჩიოთ, ისრაელის ტიპის ჯარზე და სპეცსამსახურებზე შევჯერდეთ, ფინური ცხოვრების წესი დავნერგოთ, იაპონიის ეკონომიკურ მოდელს შევუწყოთ ხელი და ეს სინერგია, ქართულ საუკეთესო ტრადიციებს დავამყნოთ. პროექტი უნდა ამას ახალი და მოდერნისტული; ტელევიზიები, დისკუსია და კერძოდ, მორალური ავტორიტეტების კულტის აღორძინება. რაც თავის მხრივ მოსპობს ამ პარტიული თუ მედიური მეძავეების გნიასს ჩვენს ქვეყანაში სამუდამოდ, რადგანაც თინეიჯერებსაც შეეცვლებათ ორიენტაცია. განათლების სიტემის „დემიშიზაცია“მოვახდინოთ დამატებით, ჯანსაღი ცხოვების წესის პრიმატი ავირჩიოთ ჰიპსტერელი თუ კლუბურის ნაცვლად. ნებისმიერი ქსენოფობიური გამოხტომაც უმკაცრესად დასჯადი უნდა გავხდოთ. რაც მთავარია, იმ ტელევიზიებს უნდა მივხედოთ, რომლებსაც ლომის წილი მიუძღვის მაგ ნაგავის იმპლემენტაციაში ჩვენთან. ვიმეორებ, ახალი ზოგადქართული მოდერნისტული პროექტია-თქო საჭირო! ბევრი რამაა გასაკეთებელი, რეფორმების და კეთილგონიერი პოლიტიკის გრძელი გზა გველის თუ იქნება ამის ნება. და ნება მთავრობის, როგორც ვხდვები არის, არ ჰყავთ ქვედა დონეებზე პოლიტიკურად საკმაოდ განათლებული და ნებელობით გამორჩეული შემსრულებებლები. ადგილებზეა პრობლემა და ეგაა, რაც ამუხრუჭებს ცვლილებებს მთლიანობაში. მოგეხსენებათ, დოყლაპიობითა  და უვიცობით ასეთი საქმეები არ გამოდის, ყველას ყველაფერს ვერ დაუღეჭავ ცირკულარად, თავად უნდა ხვდებოდეს რა და როდისაა გასაკეთებელი და სათქმელი. არადა უნდა ვიჩქაროთ, საქმიაქნობის იმიტაციაც დამღუპველია, იმ დროს როდესაც ახალი საერთაშორისო წესრიგი მომდგარია კარს და დღეს თუ არა ხვალ ახალ სამყაროში და წესებით გავიღვიძებთ! ვიცი რაზეც ვსაუბრობ – არ დავიწყებთ „დემიშიზაციას“ ჯერ თავად „ოცნებაში“ და მერე დანარჩენ ინსტიტუტებში, ჩაგვითრევენ.  დავიწყებთ, იმდენი დაინტერესებული ძალაა საქართველოს არევაში შეიძლება აგვირიონ კიდეც. ამიტომაც ვამახმილებ ასეთ ყურადღებას საკადრო პოლიტიკაზე, როცა ფინალურ ბრძოლაში ხარ – მისია კი, არა „მიშიზმის“ ფორმალურ, არამედ ფუნდამენტურ დამარცხებაშია, ჯერ საკადრო პოლიტიკა და დოქტრინა უნდა გამოასწორო. ასეა წესი რეალპოლიტიკის და ეს ახლანდელი ქართული ფენომენი როდია, ერთ კაცს ან ძალას რომ დაბრალდეს. საქმე იმაშია რომ, 30 წელია ქართული ისტებლიშმენტი იდეალური სამყაროს ჩარჩოებში აზროვნებდა. მაგრამ სამყარო არასდროს ყოფილა და იქნება მასეთი, ჩვენ კი სიმულაციაში გვამყოფებდნენ. იყო იმიტაცია და დასრულდა, საქართველო კი მოუმზადებლები ხვდება, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია. ამიტომაც, ახლა ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ფილიგრანული, დეიდელოგიზირებული, ჰიპერპრაგმატული საგარეო პოლიტიკა და არა ეს „მიშიზმის“ თანმდევი შავ-თეთრი  მსოფლაღქმა და პრიმიტიული რეფლექსია ცხელზე და ცივზე. მაგრამ ვიმეორებ, სანამ გაღმა დავალაგებთ იგივე მიდგომით ეს შიდა სამზარეულოც უნდა მივალაგოთ-მეთქი ჯერ. ნაპოლეონმა უთხრა ერთხელ გენერალ დიუპონს; „ყველაზე დიდი უზნეობაა მოკიდო იმ საქმეს ხელი  რომელიც არ იცი“. ჰოდა იმის თქმა მინდა ამით, რომ ჯერ ტექნიკური საკითხი უნდა მოაგვარო, ის ხალხი მოაშორო ქართულ საქმეს, რომლებმაც არ იციან საქმე და მხოლოდ მერე მიხედონ  სერიოზულ საქმეს. ეს ერთსვლიანი კომბინაციების ეპოქა უნდა დასრულდეს ამით ბოლო-ბოლო საქართველოში თუ სახელმწიფოში და არა ბოშათა დარ ბალაგანში გვსურს ცხოვრება.

ესაუბრა ჯემალ მერგრელიძე