მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ივანიშვილი მიხედავს ხსენებულ პრობლემებს!

დავით ჩხარტიშვილი: ივანიშვილი მიხედავს ხსენებულ პრობლემებს!

1185
0

-ამას წინათ, სოციალ ქსელში შემდეგი სტატუსი დადეთ; „მიდი-მოდი წრეები, ორი კაცი ერთად რო არ მისცემდა ხმას, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი და “სტრაშილკა” ნაცების სახით… ორკაციანი პარტიები პარლამენტში, ამაზრზენი, ანტიქართული იდეოლოგიით… სააკაშვილ-პადოშაზე გადამღერებული დოქტრინა… ვარშალომიძის მიმიკრირებული ხელის ბიჭები… ტინგიცა, მიკროფონიანი კეკელკები ჟურნალისტის მანტიაში… მილიტარი_სტაილით მოკუნტრუშე ჯამბაზი და მისი ბრიგადა, რუსის რისვა… გემბლინგი, ნეპოტიზმი, ღრეობა, ნარკომანია, მეძავეობა ქვეყნის სავიზიტო ბარათი… ეს, და სხვა მრავალი “სიქველე”, რაც დომინირებს და წვეთი წყლის ეფექტით ალპობს ჩვენს სახელმწიფოს. რომლის გაბრწყინებას სულ ტყულა ელის თაობები ამ ალგორითმით, და კაცი არ აპირებს მის შეცვლას მოხილვად მომავალში… არადა, ისე მიდის საქმე (ისემც ამორფული საზღვრებს მიღმა), აუცილებლად შეგვაცვლევინებენ მიდგომებს ფუნდამენტურ დონეებზე. და მიშას აპოლოგეტი უნდა იყო, რომ ვერ აცნობიერებდე ამას… ესღაა, რომ ინიციატივა ჩვენს ხელთ აღარ იქნება_ ობიექტის, ბედოვლათი ხვედრი გველის. ამიტომაც, არ მგონია ჩვენს სასარგებლოთ მოხდეს მოსალოდნელი საბაზისო ცვლილება… არადა, ხომ შეგვიძლია სუბიექტობის შენარჩუნება; თუ რა თქმა უნდა, ბოლო დეკადებში დაშვებული შეცდომების კეთილსინდისიერ, საჯარო რევიზიას მოვახდენთ და გონს მისტიფიკაციებისგან, გარე ძალების მიერ მოხვეული ქცევის მოდელისგან გავითავისუფლებთ. ასევე დროზე თუ ვიმოქმედებთ, რადგანაც დრო როდი მუშაობს ჩვენზე“. გეთანხმებით, დრო ჩვენზე ნამდვილად არ მუშაობს, დანარჩენს რაც შეეხება ასეთი მკვეთრიც არ ვიქნებოდი, იდეალური მხოლოდ უტოპიაა, იდეულურის დამკვიდრების მცდელობები კი როგორც წესი ტირანიით მთავრდება. მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ეს პირად და არა ოფიციალურ გვერდზე დაიდო დასაშვებია ექსპრესიაც. თუმცაღა ისიც უნდა ვთქვათ რომ 3 000-ზე მეტი „ფოლოუერი“ და მეტადრე დიდი „ფრენდ-ლისტიც“ გაქნებათ შესაბამისად. ეს კი, თქვენს პირად გვერდს, წონიან რეგიონალურ მედიაპლატფორმას უთანაბრებს, რომელიც ამინდსაც ჰქმნის ბათუმში (რაც თავის მხრივ მუდამ ყურადღების ცენტრში ამყოფებს და ნებისმიერ სტატუს, თქვენი წარსულის, უნარების და ცნობადობის გათვალისწინებით ლამის მანიფესტად აქცევს). მოდით, ეს „თეგები“ გავშალოთ, იმის მიუხედავად რომ ნებისმიერი, თემაში ჩახედულისთვის ისედაც ნათელია ვისზე და რაზე საუბრობთ, რადგანაც პატარაა აჭარა. თუმცა, ამაზე ჯერ-ჯერობით მაინც არ საუბრობენ ღიად. იქნებ, კიდეც სახელმძღვანელო რეგიონალურ დოკუმენტადაც ვაქციოთ ამით ეს გზავნილი; მაამებლობა, კონიუკქტურშიკები, ანტიქართული იდეოლოგია, ნეპოტიზმი და შეცდომების რევიზია – რის არმოფხვრით უნდა დავიწყოთ? თუმცაღა, მანამდე ორიოდე სიტყვით უკრაინასაც შევეხოთ. როდესაც წინამდებარე სტატუსი დაიდო, ეს საბედისწერო მოვლენები ჯერ არ იყო განვითარებული იქ. რა ხდება, რატომ და რა პროგნოზი გექნებათ ამასთან მიმართებაში.

მანდ ძალზე მარტივადაა საქმე და არც არაფერი ახალი ხდება. მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. მე-17 საუკუნის ვესტფალიის ზავის, ვენის, იალტის და 90-იანების ლიბერალური ჰეგემონიის რღვევა, გადაფორმატირება მიმდნიარეობს. ჩვენ კი მოუმზადებელი შევხვდით, აყოლილი რა ამ ნეოლიბერალურ მანტრებს, დაგვავავიწყდა კაცობრიობის რეალური ისტორია და მოტივაცია. რომელმაც მყისვე და ასე უხეშად შეგვახსენა თავი. დავყაბულდით ზრაპრებს, არადა დიდი სახელმწიფოების თანაცხოვრების წესები არასოდეს ყოფილა ალტრუისტთა კლუბის განაწესი, როგორც ამას ენჯეოშიკები გვასწავლიან ყველა ქართული პარტიული მედიაპლატფორმიდან. Homo homini lupus est, როგორც რომაელები იტყოდნენ და casus belli-ს აღმოაჩენდნენ ხოლმე (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), თუ ეს მათ ეროვნულ ინტერესებში შედიოდა. მასევე ხდება ახლა უკრაინასთან მიმართებაში-თქო და ვშიშობ საქართველოშიც მალევე დაიწყება ძალიან ცუდი პროცესები, თუ იმძლავრა მიშიზმმა. მის ჩახშობას კი, ჯერ პირი არ უჩანს, რადგანაც „ოცნება“ მათ, კონცეპტუალურ დონეებზე პაექრობას ვერ უწევს. მათი დისკურსიდანაც კი ვერ გამოდის. ცალკეული პირები, თუგინდ უმაღლესი შრეებიდან, ასეთ რთულ მისიას ვერ უმკლავდება.

-უკრაინის ამბებთან პარალელურად, ლუკაშენკომ გაიძახის, რომ საქართველო ოსეთს თავს არასდროს დასხმია. იქ იყო ამერიკის წაქეზებული შეშლილი და მის გვერდით მყოფები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს“. აქამდე, სოლოვიოვმა 2008 წლის აგვისტოს ომს ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის ძმათამკვლელი ომი და ტრაგედია უწოდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

სიგნალია, მით უფრო საყურადღებო როცა ასეთი ამბები ტრიალებს უკრაინაში.

ეს ვერსია, ჩვენი ხელჩასაჭიდია, ბილეთი, აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების გზაზე. სწორედ ამის გამო, სააკაშვილი უნდა ჩაალპო ციხეში და არა ფინანსური გადაცდომებისთვის. მის მრევლს კი აუხსნა თუ რა გაუგებრობაში იმყოფებიან ჯერ ისინი, მერე კი მთლიანად საქართველო, არაადეკვატური ბელადის გამო. შემდეგ კი, სხვის საცივილიზაციო დაპირისპერებაში პაიკის როლზეც უარი უნდა თქვა დოქტრინის დონეზე! დანარჩენს მშვიდობა, დრო და ჩვენი კულტურული ექსპანსია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზამს. მეტს ამ ეტაპზე, რუსი, ლუკაშენკოს პირით ვერაფერს გვეტყოდა. რაც შეეხება შინაურ საქმეებს და თქვენს კითხვას ჩემი, სოციალურ ქსელში დადებული სტატუსთან მიმართებაში; სწორად შენიშნეთ, მანიფესტის ხასიათისაა ეს სტატუსი, პროგრამულ დატვირთვასაც ატარებს. თუმცაღა ამ ეტაპზე ზედმეტი დეტალიზირებისგან მაინც შევიკავებდი თავს. არ მინდა უნებლიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაში, მით უფრო ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში რამენაირი როლი შევიტანო. არანაირი ფორმით არ მინდა მონაწილეობა მივიღო და მხოლოდ მაგიტომაც, თუმცაღა სათქმელი როგორც ხვდებით ძალზედ ბევრი მაქვს. ჯერ-ჯერობით მაინც თავს ვარიდებ რაღაცეების თქმისგან, იმ იმედით რომ ცენტრალური ხელისუფლება, ან სულაც ივანიშვილი მიხედავს ხსენებულ პრობლემებს. რადგანაც, ეს უშუალოდ ივანიშვილს და მის წამოწყებულ საქმეს ეხება. ღირსების საქმეს, რომელიც გარკვეულმა წრეებმა აქ, დაწყბული მურმან დუმბაძის ზეობიდან დღემდე; ჯერ ერთი შეაფრხეს, მომხვეჭელობისთვის გამოიყენეს, მერე კი მისი ავტორიტეტიც გახრეს პირდპირი მნიშვნელობით!

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე