მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: „ნათლად დაინახა ხალხმა, ვინ ვის უკან დგას და ვის რა...

დავით ჩხარტიშვილი: „ნათლად დაინახა ხალხმა, ვინ ვის უკან დგას და ვის რა ამოძრავებს სინამდვილეში.“

1805
0

-მმართველი პარტიის მიერ, პარლამენტში ყბადაღებული კანონის გატანის მცდელობის გამო, ლამის სააკაშვილის მომხრეების რევოლუცია მოჰყვა თბილისში; მომიტინგეების მხარდამჭერი უამრავი განცხადება წამოვიდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-სგან. სიტყვაზე – კანონის, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ჩვეულებრივი წესით მოქმედებს და მართლაც რომ სიტყვა-სიტყვით კოპირებულია ამერიკული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის“ კანონიდან (FARA). მაგრამ, როდესაც ინიციატორებმა, „ხალხის ძალამ“ ხელი გაიშვირა ამერიკული კანონისაკენ, ეგზალტირებული პროტესტანტებისგან პასუხად მიიღეს რომ „ეს რუსული კანონია“_ო. რთული ვითარებაა გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, იმის გათვალისწინებითაც რომ, „ოცნების“ სხვადასხვა დონეს შორის, საქართველოს მთავრობისთვის ამ პრინციპული საკითხის ირგვლივ კონსენსუნსი არ არსებობს. რაც ვგონებ, ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რამაც საერთო ჯამში მმართველ პარტიას უკან დაახევინა არა?

ნამდვილად ასეა, და მარკერების მეშვეობით, ადვილად ამოსაცნობი იყო ის უამრავი მერყევი, ორ სკამზე მჯდომი მედროვე, თუგინგ მმართველი პარტიის კვოტით რომაა აღზევებული მუნიციპალურ წარმომადგენლობით და რეგიონალურ აღმასრულებელ დონეეზე. რაც არაა გასაკვირი, რადგან ოცნებას“, შლეიფად მოჰყვება კოალიციური პერიოდიდან ეკლექტიკა და სიტუაციურობა. ესაა პარტია, სადაც სხვადასხვა წარსულის, მიდრეკილებების, მსოფმხედველობის, ცენზისა და ცოდნის ხალხია გაერთიანებული. ამიტომაც, ღია და დემონსტრაციულად მხარდამჭერ ტექსტებს რომ გაანებო თავი, ამ ჩინოსნების სოციალურ გვერდებზე ზედაპირული გადაგეხედვის შემთხვევაშიც კი, უბრალოდ ვიზუალური თვალსაზრით-თქო, ნათლად დაინახვდა დაინტერესებული პირი თუ სინამდვილეში, ვისთან იყვნენ ისინი ამ კრიზისულ ვითარებაში და რა სოლიდარობის სიგნალებს უგზავნიდნენ პროტესტანტებს.

ვანო მერაბიშვილი არც მალავს და პირდაპირი ტექსტით აცხადებს რომ, „მთავარი მიზანიამთავრობის შეცვლა და საქართველოშიპროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო“. ყოველივე ამისშემხედვარე, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი შემდეგნაირად ეხმაურა მოვლენებს: „არეულობის დროს, როცა აგრესიული ბრბო „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და ქვებს ესროდა პოლიციას, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ახლა არის საჭირო რეჟიმის დამხობა, მათი სურვილი არის, რომ საქართველო ჩართონ ომში“. პარალელურ რეჟიმში კი, ევროკავშირი არეულობის ინიციატორებს, ანუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებას სთავაზობს საგრანტო კონკურს, რომლის ბიუჯეტი 9 200 000 ევროა. რაც, განვითარებული მოვლენების ფონზე ვგონებ მეტადრე გამომწვევი ჟესტია მთავრობის მისამართით. ხოდა, ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ახლა, რამდენად შეესაბამება როგორც ევროპარლამენტარების, ასევე პროტესტანტების ქცევა საერთოდ, ევროპულ ფასეულობებს?

შეესაბამება, რადგან ევროპული ფასეულობები კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლით გაჟღენთილი ცივილიზაციის მეტა-ნარატივია, მრავალი ძალადობრივი კულტურის ნაზავია და შესაბამისად ბევრნაირი გამოხატულება აქ ძალადობრივი აქტების თვალსაზრისითა და ასევე, ცინიზმის ხარისხით; სიტყვაზე, განა მხოლოდ ევროპელებს ეხება ეს, თავად კულტურაა ძალადობრივი ფენომენი არსით, რადგან ჯერ ერთი არ აძლევს ინსტიქტებს თავისფლებას, მეორე მხრივ კი, კულტურის დასაცავად და მიზნებიდან გამომდინარე უშვებს ძალადობას უკიდეგანო დოზებით. ასე რომ, რაც უფრო კულტურული ხარ, მით უფრო მოძალადე გამოდიხარ და ევროპული ქვეყნები ამ სერიულ მანიაკთა სიაში, ყველაზე წარჩინებულად გამოიყურებიან. მათ იმპერიულ წარსულთან კი, საერთოდ რა მოსატანია თურქი, სპარსი თუ რუსის „საგმირო საქმეები“. სიმართლე, რომელიც ჩვენი „ენჯეო“_კლასტერისთვის შეიძლება კოგნიტიური დისონანსის შეტევის მიზეზი აღმოჩნდეს და ამიტომაც, ორიოდე სიტყვით დავსძენღა მაგ თემის ირგვლივ. და სწორად გამიგე რატომ არ ვშლი საკითხს უფრო ღრმად; არ მინდა ისე გავართულო, რომ მასობრივი მკითხველი დაიბნეს არაპროფილური გაზეთისთვის აკადემიური ხასიათის წიაღსვლებით კულტუროლოგიის არქიტექტონიკაში. რადგან ძირითადად გვაქვს საქმე აუდიტორიასთან, რომელსაც მაგალითად კულტურაზე ზრუნვის გამოხატულების მწვერვალად მიაჩნია, რომელიმე წერა-კითხვის უცოდინარ დუქნის მომღერალზე, პირობითად წარჩინებული ქალაქ N_ის კულტურის სფეროს მიბარება და ა.შ. მოკლედ, ცნობისთვის ვიტყვი მაინც, რომ მეტა-ნარატივები ყველა კულტურას და ერს გააჩნია, და სწორედ რომ ისინი ახდენენ ამა თუ იმ ქმედების ლეგიტიმაციას. რომ დავაზუსტო – მიმდინარე ნარატივებს აპირობებენ,დომინანტად ჰდიან. ანუ აქაც ესაა, „დამოკლეს მახვილივით“ ჩემოკიდებული, ერის ტრადიციონალისტულ-კონსერვატიულ ნაწილზე ის მოცემულობა, რომლის შესაცვლელად 9 წლის განმავლობაში „ოცნება“ იოტისეოდენა ვერ წაიწია წინ. აქვეა სხვათა შორის, ერთ-ერთი პასუხი იმაზე თუ რატომ ჩავარდა ეს კანონპროექტი. „ხალხის ძალამ“ ვერ ჩამოაყალიბა ის ნარატივი სათანადო დონეზე, რომელიც ნიველირებას გაუკეთებდა „ნაციონალების“ მითოლოგემებს და ა.შ. რაც ძნელია, როდესაც „პოს_ტვს“ გარდა შინაარსობრივად, შენი მედია არ გაგაჩნია და კიდევ, როდესაც მმართველ პარტიაში ასეთი ეკლექტიკა სუფევს, მაგრამ შეუძლებელი როდი!

-ვგონებ იმის გამოც რომ, ქართული კულტურის სპეციფიკიდან გამოდინარე, სადღეგრძელოების სუბკულტურა ერთ-ერთი წარმმართველია მეტა-ნარატივის ჩამოყალიბებაში, კონკრეტიკის ენის ნაკლებობა იგრძნობოდა-თქო, მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

კი ბატონო, და სადღეგრძელობით, ასეთი საქმეები არ კეთდება. მით უფრო, როდესაც ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები ეწინააღმდეგებიან ამ ენას კონკრეტული ქმედებებით, ლეგისტურად და შენივე კანონმდებლობის კონკრეტულ მუხლებზე დაყრდნობით. პირდაპირ ვთქვათ, ყაველაშვილის დონეზე არაა ეს საკითხი ასახსნელი და მთელ მაგ ჯგუფში კი, ყველაზე კომპეტენტური დავით ქართველიშვილი, როდი არის საკმარისი საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად იმ დონემდე რომ, ლოალისტმა პასიონარებმა აღიქვან ამ კანონის შემოღება ისეთივე „ბიფურკაციის წერტილად“, როგორც აღიქვა ეს კანონი მოწინააღმდეგე ბანაკის პასიონარულმა ნაწილმა. მაგრამ, ამის მიუხედავად მაინც მადლობაა სათქმელი იგივე ყაველაშვილზე და „ხალხის ძალის“ თითოეულ წევრზე. რადგან ყველა ამ ტექნიკური იაღლიშის მიუხედავად, რაც თან სდევდა პროცესს,მათ დრონ-კამიკაძეს ფუნქცია შეასრულეს და თემა გახსნეს მეინსტრიმულ დონეზე. თუნდაც ვერ ხვდებოდენ ისინი ბოლომდე, ინსტიქტურად მაინც ასახიერებენ იმ ძალებს რომლის საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში საქართველო არსებითად სხვა, თვითკმარი, ბევრად წარჩინებული და ღირსეული ქვეყანა გახდება.

-მანამდე კი, მოციქული პავლეს არ იყოს, „აქ ყველაფერს დაბურული შუშის მიღმა ვხედავთ“ და სანამდე?

მანამ არ ვისწავლით სიტუაციაზე უცხო ქვეყნის თვალებით ყურებას. რის მერე, ბევრ ისეთ რამეს დავინახავთ რასაც ახლა, ასე ვთქვათ პროცესში მოთავსებულნი და შიგნიდან ვერ ვხედავთ. მერედა, დრო სხვა სიუჟეტებს მოითხოვს; აინშტეინის ცნობილლი ფრაზის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, სადაც ის ამბობს, რომ „არ შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა იმავე დონეზე, რა დონეზეც ის იშვა. რომ უნდა დადგე სიმაღლეზე, ანუ ახვიდე სხვა დონეზე“,  ვიტყვი რომ, – კი არ უნდა დანებდე, არამედ თუ პრობლემა არ წყდება ერთ დონეზე, უნდა გადახვიდე მეორე, უფრო მაღალ სისტემურ დონეზე და ეცადო ახალ პარადიგმაში გადაწყვიტო ის. ანუ ჩვენს შემთხვევაში გამოხვიდე ახალი რეალობიდან, და არა ზვიადისტური 90_იანების და მით უფრო სააკაშვილის პარადიგმიდან. რომელიც სიტყვაზე, დღესაც დომინანტია და რისი ერთ-ერთი მარკერი თუნდაც ისიაა რომ, თავად „ოცნებაში“, ყოველი მესამე „მიშისტია“. ისეთ ინსტიტუციებს რომ თავი გავანებოთ, როგორიც განათლების სამინისტრო და საგარეო უწყებაა.

-ნუ-თუ, ვერ მოიძებნა საქართველოში ისეთი კვალიფიური „არამიშისტური“ და ფინანსურად ძლიერი ჯგუფი, ვინც ყოველივე ამის სისტემატიზაციას და შემდგმომ იმპლემენტაციას მოახდენს როგორც ერის, ასევე უცხოეთის მიმართულებით?

გამოჩენა ასეთი ჯგუფების, და თუნდაც „ოცნებიდან“ გამოყოფა, ანდა თავად მმაღთველი პარტიის ამ მიმართულებით გადაფორმატირება გარდაუვალია; ბოლო-ბოლო იცვლება თავად სტრუქტურა ცივილიზაციის და ხელიც რომ არ გაანძრიო, თავად ცხოვრება გიკარნახებს საჭირო მიმართულებას. დროს ვკარგავთ და ეგაა; ქვეყნები და ბლოკები სულ უფრო ავტონომიური ხდება, ასევე შიმშილის საშიშროება ერთ-ორად ზრდის ლტოლვილების ნაკადს, რომელნიც უახლოეს მომავალში საქართველოს მოაწყდება და ა.შ.

ამ დროს კი ჩვენ აქ რას ვაკეთებთ იმის მაგიერ რომ კვალიფიციურად ავუხსნათ მოსახლებას, თუ რა ხდება სინამდვილეში გარშემო? ველით „ურემის გადატრიალებას“, ანუ კონცეფტუალურ დონეზე არაფერს!..

ხოდა, ფორმალურ მხარეს რომ არ შევეხოთ, სინამდვილეში ეს კანონპროექტი ხომ, ერთ-ერთი საფეხური იყო სხვა „ლეველზე“ გადასასვლელად. იმის გამო კი, რომ სათანადოდ ვერ მომზადდა თანმდევი ღონისძიებები, დღეს ენის მოჩლექით ველაპარაკებით ცხვრის ქურქში შეფუთულ მგლური ზრახვებით დაგეშილ ანტისახელმწიფოერივ ძალას. რომელიც ყველა მსგავსი მოძრაობებისთვის დამახასიათებელ ხრიკს მიმართავს და ესოდენ ვერაგულად, წინა ფლანგზე ბავშვებს და ქალებს უშვებს. რომლებსაც თან, ყველა ხელმისაწვდომი მედიური საშუალებით და „მემებით“ არწმუნებენ, – „ჩვეული ცხოვრების წესის წართმევას გიპირებთ ვინმე ბნელი, ორთოდოქსი კოლექტიური „გრუზინი“, ივანიშვილის და პუტინის სახით“. ვითოცდა ელემენტარულია, მაგრამ ეს ანა-ბანა რომ იცოდე, მიტინგებზე და ნარკოტიკებით გაბრუებული, კლუბებში კი არ უნდა იცავდე ევროპული ცხოვრების წესს ტინგიცობითა და ვანდალიზმით. არამედ, ევროპის საუკეთესო მასწავლებლების შრომებს ეზიარებოდე. ამისათის კი, პროპაგანდისტული შტამპებისგან გონება უნდა გაათავისუფლონ და ცნობიერება გაიფართოვონ. რა თქმა უნდა, თუ ამ ინტერვიუს მკითხველთა შორის ეს კლესტერიც იქნება ვეტყოდი – დასაწყისისთვის, ჩაუჯდნენ მსოფლიო და ევროპის ისტორიას, ლიტერატურას, მხატვრობას და ა.შ., და არამც „TRASH”_ს, ანუ ევროპული ცხოვრების ბნელ ნაწილში ჩაიძირონ.

-ვიცი რომ ჩვეულებისამებრ, ანტიევროპეიზმს დაგწამებენ, თუნდაც იმის გამო,  რომ ტერმინ „ძალადობრივს“, ევროპასთან კონტექსტში ახსენებ. ალბათ აქ მეტი განმარტება იქნება საჭირო?

სიმართლე გითხრა, ნაკლებად მაღელვებს ჩემი სიტყვების „ენჯეო“-ინტერპრეტაციები. ისე კი, ეს ტერმინი ასევე ეხება აზიური ტიპის კულტურებს. რომლებსაც, წალენჯიხის მერი, ცივილიზირებული ადამიანისთვის ესოდენ სამარცხვინოდ, „აქოთებულს“ უწოდებს. რომ არაფერია, არც აზიურში და არც ტერმინ „ძალადობრივში“ სათაკილო; მაგალითად, მათი წრეების top=შიც კი შედარებით ტრენდულ (რადგან არ „ეგოიმებათ“ აშშ-სთან მოკავშირეობის გამო), იაპონურ კულტურას თუ ავიღებთ, „ძალადობა“ ნორმაა. აბა, შემთხვევით კი არ აირჩიეს იმათმა, ერის დევიზად „ხმალი და ქრიზანტემა“, ნატიფობის და ძალის სიმბოლოები. რეალობისადმი ადეკვატურად განწყობილი ხალხია,არც სადღეგრძელოები უყვართ და არც მემარცხენე ლიბერალურ მანტრების ჭრილში უყურებენ ცხოვრებას. ამიტომაც მშვენივრად იციან, – მუდმივ წონასწორაბაში უნდა იმყოფებოდნენ, რათა არ დაირღვეს ქვეყნის ქსოვილი.

-ჰმ, იმ ქართულ, ნეოლიბერალური სუბკულტურებისგან განსხვავებით, რომლებიც ერთი უკიდურესობიდან, მეორეში ვარდება ხოლმე და თან ამ უკიდურესობების მთელ ერზე განზოგადებას ცდილობს. მეც მხიბლავს ეს დიდებული კულტურა და რაღაც დოზით გარკვეულიც ვარ მასში; აი მაგალითად შენი მოსაზრების გასამყარებლად შეგეშველებოდი რომ, „ნო“_ს და „კაბუკი“_ს თეატრალურ წარმოდგენებში, ქრიზანტემებისგან გაკეთებული თოჯინები სისხლიან სცენებს ასახიერებენ იმიტომ რომ, სისასტიკე შეიძლება იყოს ლამაზი, ისევე როგორც სილამაზე სასტიკი. მთავარია მათ არაჩვეულებრივ კულტურაში – წონასწორობა და ზომიერების გრძნობა, რაც ქართველების ნაწილს აშკარად გვაკლია.

კარგად მქონდა ეს მომენტი გაცნობიერებული თავის დროზე და ამიტომ, როდესაც გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი ვიყავი, იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშე მესტუმრა რედაქციაში და ელჩის სახელით მადლობა გადმოსცა გაზეთის კოლექტივს იაპონური კულტურის პოპულარიზაციისთვის. მოკლედ, იდეალში, „ხმალი და ქრიზანტემა“ აწონასწორებენ ერთმანეთს და სამყარო მიჰყავთ არა სისასტიკისაკენ, არამედ სულის სიმტკიცისაკენ. მდგომარეობამდე – რომელმაც თავის მხრივ, ადეკვატურად უნდა უპასუხოს ბუნების სისასტიკეს. ესაა იქაური კარგი მოქალაქის საბაზისო პოსტულატი-თქო, რომელიც მთლიანობაშიც აპირობებს იაპონურ კულტურას. დავადაროთ ახლა ამას ის ალგორითმები, თუნდაც მხოლოდ ის მდაბიო ცხოვრების წესის ნიმუშების ტირაირება, ქართული ტელევიზიებით რომ ეწევიან და ადვილად ჩავწვდებით პირველმიზეზს, ჩვენი ასეთი არასახარბიელო მორალურ-ზნეობრივიდა ზოგადად, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურიმდგომარეობის.

-მდაა, ეს ორიენტალისტული პასაჟი, თუნდაც იმიტომ იყო საჭირო, რომ „ნაციონალების“ მიერ ორგანიზბეულ აქციებზე ხშირად ისმის სნობური და კნინობითი დამოკიდებულება აზიური კულტურების მიმართ.

ამ კონტიგენტს ვატყობ, ცივილიზაცია სადმე ევროპულ კლუბში ტინგიცობა, პოლონეთში მუშაობა, გერმანულ ბორდელებში საქმიანობა და იტალიურ მაღაზიებში ქურდობა ჰგონით. ვერ წარმოუდგენიათ ალბათ ისიც რომ, როდესაც სამარყანდი, ბუხარა და ბაღდადი მილიონიანი ქალაქები და კულტურის ცენტრები იყო, პარიზი და ლონდონი 20-30 ათასიან ბოსელს წარმოადგენდნენ და რომ კორდოველმა იბნ-რუშმა, გაველურებულ ევროპელებს ხელხლა შეასწავლა არისტოტეტლე და პლატონი. მოკლედ, „ликбез“_ის შეჯამებისას დავსძენდი გამოსავალი აქ ერთია, სერიული მანიაკი რომ დაიჭირო, მისნაირად უნდა დაიწყო ფიქრიო და მის ძალადობრივ აქტს, საკუთარი კულტურის ძალა დაუპირისპირო (იცინის). მაგრამ სანამ მათ გადაკოდირებას შეუდგები, ჯერ ყველაფერს მისი სახელი უნდა დაარქავა. კერძოდ; ჩვენს ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორებს მათი ეროვნული ინტერსები ამოძრავებს, მათ აქ გავლენის აგენტებად, ან სულაც „სასარგებლო იდიოტებად“ ჰყავთ არასამთავრობო და მედია სექტორის უდიდესი ნაწილი, რომლის მარკერებია რუსოფობია და ჰიპერვესტერნიზაცია. პედალირებაც ხდება მათზე, ამ ტიპისთვის სახასიათო ლოზუნგების და სპეციფიკურ-მიზნობრივი გრანტების მეშვეობით. რის შემდეგაც, ეს სეგმენტი სავსებით გულწრლფელად ატარაბს აქ, ე.წ. მეგობარი სახელმწიფოების ნებას – რაც, მათ წარმოსახვაში გათანაბრებულია ქართულ ეროვნულ ინტერესთან. შესაბამისად – მათივე კონტროლს ქვეშ მყოფ მედიაში ეს ვითოცდა ეროვნული და სინამდვილეში უცხო ქვეყნებზე მორგებული დისკურსი, საღდება  როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესი (რომლის მთავრ ლობისტად პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინება. მედიაში კი „მთავარი“ და „ფორმულა“, შასაბამისად რუსოფობიური ნარატივების ტირაჟირების მთავარი წყაროებიც ეს ინსტიტუციებია). რაც თავის მხრივ და დღეის მდგომარეობით არსებული საერთაშორისო კონფიგურაციის და გამოწვევების გათვალისწინებით, არათუ არ შეესაბამება ნამდვილ ეროვნულ ინტერსს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის და ეგზისტენციალური საფრთხის მომტანია ქართული სახელმწიფოსთვის.

-ცოტა არ იყოს და მეც დავიბენი ამ კაზუისტიკისგან.

ნამვილად არაა მარტივი სურათი. მაგრამ ყოველივე ამის შემხედვარე ერთი კი არის ზედმიწევნით გასაგები; მემარცხენე-ლიბერალური მიმართულების  ოპოზიციური პარტიების ისტერიული რეაქციებით და სპეციფიკური კლასტერის, ახალგაზრდული ჯგუფების ესოდენ აგრესიული ქცევა ნათლად აჩვენებს, რომ იკვებებებიან ისინი ძირითადად უცხოური ფონდებისგან და პატრონებიც იქაური ჰყავთ. მერედა, რაგინდ არ ემიჯნებოდეს დემონსტრანტთა ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ (და პირადად ვიცნობ ასეთ გულწრფელ „ბურატინოებს“), კოლექტიური წარმოდგენების დონეზე ისინი მაინც „მიშიზმის“ ნაწილია. ასე რომ, თუგინდ კატეგორიაულად უარყოფდნენ ამას დაწყებული „ლელოთი“, დამთავრებული რომელიმე „студент-недоучка“_თი, მაინც ბრმა იარაღად, ანუ „სასარგებლო იდიოტებად“ რჩებიან მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემისთვის. რომლებსაც თავის მხრივ, საკუთარი მზაკვრული გეგმების მისაღწევად და მაღალი ცნებების საფარქვეშ, უკვე ჩვენი ე.წ. „მეგობარი ქვეყნები“ იყენებენ ესოდენ ოსტატურად-თქო. ჯერ კიდევ ბისმარკს უთქვამს; თუ ქილაში 100 შავ და 100 წითელ ჭიანჭველას ჩავსვამთ არაფერი მოხდება იქამდე, სანამ ქილას არ შევაჯანჯღარებთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაერევიან ჭიანჭველები ერთმანეთს_ო. წითლები ჩათვლიან რომ, შავები მათი მტრებია და პირიქით. ასევეა საზოგადოებაშიც, რის გამო, სანამ დაესხმები თავს ერთმანეთს, იმაზე უნდა იფიქრო ადამიანმა, თუ ვინ შეანჯღრია ქილა. საით მიმყავს და, მტაცებელი სამეზობლოს, კაპიტოლიუმის ადმინისტრაციის წეს-ჩვეულებების და მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, რომელიც დამატებით ჩაძირულია მითებში და პროპაგანდისტულ შტამპებსაა აყოლილი ასეთი ტიპის დოკუმენტების მიღებას სანამ დააპირებდე, წინ უსერიოზულესი მოსამზადებელი მუშაობა უნდა უძღვოდეს. გინდ ეს, ჯერ თავად „ოცნებიდან“ ნეოლიბერალური კონტიგენტის განდევნა იყოს, თეორიული ნიადაგის შექმნა ზოგადეროვნულ აკადემიურ დონეზე და არამც როგორც გვჩვევია საშუალო სტატისტიკური თამადების დახმარებით. ასევე, ლოიალური ტელევიზიების მეშვეობით უკანასკნელ თინეიჯერამდე ისეთი ანბანური ჭეშმარიტებების მიტანა, როგორიცაა ის რომ ეროვნული ინტერესები და არა უცხო ქვეყნების სურვილების მომსახურებაა თვითკმარი და ღირსეული ქვეყნის საქმე. სიტყვაზე, ეს მიდგომა ზოგადად ყველაფერს – ეთნიკრი, რელიგიური, ანტიტერორისტული, საგარეო პოლიტიკური და მედია თუ სამოქალქო მიმართულებით აქტივობას უნდა ეხებოდეს. სადაც ხშირად ასეთივე მიამიტური, გაუთვლელი, ჰარი-ჰარალე მიდგომები გვხდება სადღეგრძელოების დონეზე; ამას იმიტომ ვამბობ და თანაც როგორც ხვდები მიზანმიმართულად არ ვშლი ბოლომდე თემას, რადგან კარგად მაქვს გაცნობიერებული რეალ_პოლიტიკის ის ანბანური ჭეშმარიტებები, რომ სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმაში გარდატეხილი და მასებისთვის ნაჩვენები პროცესი, ჩვეულებისამებრ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და ფარული საქმიანობის შედეგი. ჭეშმარიტება, რომლის უგულვებელყოფა მთელი ამ პოსტსაბჭოური დეკადების განმავლობაში, საქართველოს ძვირი დაუჯდა, – რაც ქვეყნის გაღატაკებაში, მაღალი ეროვნული კულტურის მდარე მასობრივით ჩანაცვლებაში, ეთნიკურ კონფლიქტებში და სამოქალაქო თუ რუსთან ომში აისახა.

-ლოგიკურია, ამოდენა დაფინანსების პირობებში რომ ანგარიშვალდებულნი მხოლოდ იმათ წინაშე არიან ვინც ქილას დრო და დრო აჯანჟღაებს. შესაბამისად მათ მიერვე მართვადი. დასტურად თუნდაც მხარდამჭერი განცხადებები ივარგებს, სხვა ირიბ თუ პირდაპირ მტკიცებულებებს რომ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მივანიჭოთ. ასე მაგალითად: „გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“_ო – ასეთი პათოსით, იმ მოვლენებს რაც კანონის მიღება-არმიღებას მოჰყვა, სოც_ქსელში და ქართულ ენაზე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი. აშშ-ს საელჩომაც მყისვე გამოაცხო განცხადება, რითაც ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა პროტესტანტებს; „ქართველმა ხალხმა კიდევერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოსერთადერთი არჩევანი უსაფრთხო დაწარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნებისგადაწყვეტილებასუცხოური გავლენისშესახებორივე კანონპროექტის გაწვევასთანდაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთმმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოსეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპისკანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელიაქართულ და ევროპულ ღირებულებებთან დაფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონევროკავშირის კანდიდატის სტატუსისმოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიოსურვილია“. ასევე „დაჟინებით მოუწოდა“ მმართველ პარტიას სამომავლოდ – ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები დააღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას“.  ეტყობა ელჩის რანგი ეპატარავთ მაგ ძალებს, ამიტომ ესეც არ იკმარეს და სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართეს ნედ პრაისის სახით; მან ჟურნალისტის კითხვაზე, თუ უშლის აშშ რამეხელს, სანქციები დააწესოს ბიძინა ივანიშვილისწინააღმდეგ, რომელიც დგას განვითარებულიმოვლენების უკან, მიუგო, რომჩვენ მოგვეპოვებამთელი რიგი საშუალებები, რომელთამეშვეობითაც შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ, ვინცპასუხისმგებლია ადამიანთა უნივერსალურიუფლებების შელახვაში“. პარალელურად და ჩვეულებისამებრ, საქართველოს პრეზიდენტმაც შეუტია მთავრობას; მინდა, საზოგადოებასმივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორგადაწყვეტილებას. მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა. ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ერთიანობა. ხალხის ნება არაჩვეულებრივად გამოჩნდა,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, ზელენსკიმაც არ დააყოვნა, და უსურვა „ქართველ ხალხს მიაღწიონ ისეთ წარმატებას, როგორც 2014-ში უკრაინელბმა მიაღწიეს კიევის მაიდანზე“_ო. მოკლედ, ასე და ამგვარად არნახული ზეწოლის ფონზე, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა მე-5 კოლონის თვალშისაცემი რყევების გამოისობით, მმართველმა პარტიამ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო; “მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი”. ვგონებ, საერთო სურათის უფრო მეტად გამარტივებული აღქმისთვის, მკითხველისთვის სასარგებლო იქნება ასევე „ოცნების“ ხელმძღვანელობის პერსონალური რეაქციებიც კანონის ჩაგდებასთან დაკავშირებით; ასე მაგალითად, კახა კალაძემ თქვა რომ, ის იზიარებს კანონის გარშემო შექმნილ გაურკვევლობას. რომ,ხელისუფლებისპასუხისმგებლობაა და მეტად უნდა გვეზრუნა, რომსიცრუის ნიაღვარის ფონზე, სიმართლე რიგითმოქალაქეებამდე უფრო გასაგებად მიგვეტანა“. ირაკლი კობახიძის განცხადებით კი,  როცადადგება სათანადო დრო, მიაწვდიანსაზოგადოებას ინფორმაციას იმაზე, თუ როგორგავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოსისინი დაადგენ რუსეთის გზას; „თუ ვინმესშეეშალა, ეს არის ის, ვინც ტყუილს ავრცელებდა ამკანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენსმხარეს, რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებიამხედველობაში. ის, რომ საზოგადოების ნაწილიშეცდომაში იყო შეყვანილი, ეს შეიძლება იყოსდიდწილად ჩვენი ბრალიც. ნებისმიერი ადამიანიშეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს არისჩვეულებრივი ამბავი. დღეს ამ თემაში ჩვენ არშევალთ, როცა ამის დრო იქნება, საზოგადოებასმივაწვდით ინფორმაციას ყალბ კამპანიასთანდაკავშირებით, თუმცა დღეს ამას არგანვიხილავთ. როცა იქნება სათანადო დრო, ჩვენვესაუბრებით საზოგადოებას იმაზე, თუ როგორგავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოს ჩვენდავადექით რუსეთის გზას“.

მოკლედ, სურათი ერთდროულად ნათელია დამაინც ბურუსით მოცული. კითხვები უფრო მეტია,ვიდრე პასუხები. თემა ავად თუ კარგად მიმოვიხილეთ და მოდი ბარემ შევაჯამოთ ამ განცხადებების გათვალისიწნებითაც.

-ვიზუალურადაც რომ შევადაროთ, ზელენსკის არ იყოს განვითარებული მოვლენები მართლაც ჰგავდა უკრაინულ მაიდანს, მაგრამ ამავე დროს დიდი განსხვავებაც იყო. უკრაინაში პროტესტი არა მარტო დედაქალაქში, არამედ სხვა რეგიონებშიც მძვინვარებდა და ბევრად მასობრივი, სხვადასხვა ფენაში ავთვისებიანი კიბოს დარი მეტასტაზებივით გასული იყო. ამის გარდა, ორივე „მაიდანი“ 2004 და 2013-2014 წლების დაკავშირებულია მმართველი ელიტების გახლეჩა-დაპირისპირებასთან. ამიტომაც, საბოლოო ჯამში ისინი წარმატებით დასრულდა. მაგრამ, ეს როდი აძლევს მმართველ ძალას, თავისუფლად ამოსუნთქვის უფლებას. ასეთი იპაონური ანდაზაა; „საშიშია ვეფხის კუდით დაჭერა, მაგრამ უფრო საშიშია მისი გაშვება“. მმართველმა პარტიამ, ზეწოლის გამო კი მოხსნა ნაჩაქარევად კანონპროექტი, მაგრამ იმედია ისინი ხვდებიან რომ ეს უკონტროლო ფინანსური ნაკადები ოპოზიციაში, მათთან აფილირებულ ტელევიზიებსა და „ენჯო“-სექტორში თუ არ შეფერხდა, ანდა ალტერნატივა საწინააღმდეგო ფონდების და ტელევიზიების სახით არ შეიქმნა, ერთ დღესაც ეს „გაშობილა“, მიშიზმის“ სრული რეინკარნაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. მეტიც, მიშიზმს და საკაშვილის დაბრუნებას რომ გავანებო თავი, ეს პრეცენდენტი უკვე იქცა ე.წ., „discriminated majority“ (დისკრიმინირებული უმრავლესობა) რეჟიმის დამყარების წინაპირობად, როგორც ეს უკვე იყო სააკაშვილის ეპოქაში. ცნობისთვის, ეს ისაა რაც ევრო-ატლანტიკურ სამყაროს მემარცხენე-ლიბერალური ქვეყნების ნაწილში მიმდინარეობს. სადაც სოციალური რასმიზმით შეპყრობილი უმცირესობა წნეხის ქვეშ ამყოფებს უმრავლესობას, რომელსაც მოიხსენიებს გონებრვად არასრულფასოვან და რეტროგრად ბრბოდ. თუმცა ამის მიუხედავად მაინც იმედიანად ვარ, რადგან კი ზეიმობენ ისინი დღეს ტაქტიკურ გამარჯვებას და რევანშის თეორიული საფრთხე არსებობს, მაგამ ეს მაინც „პიროსის გამარჯვებაა“. იმიტომ რომ, ნათლად დაინახა ხალხმა, ვინ ვის უკან დგას და ვის რა ამოძრავებს სინამდვილეში. რაც ბათუმელი ბლოგერის, ირაკლი ირემაძის მიგნების არ იყოს – უთუოდ გამოიწვევს ყველა ანტიამერიკული ძალის არნახულ კონსოლიდაციას და 2024 წელი,შინაარსობრივათ 2012 წელს გაუტოლდება.

ესაბრა ჯემალ მეგრელიძე