მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: „სუს – ერთადერთი ინსტიტუტია დღეის მდგომარეობით კომპეტენციისა, და მაღალი პასუხისმგებლობის...

დავით ჩხარტიშვილი: „სუს – ერთადერთი ინსტიტუტია დღეის მდგომარეობით კომპეტენციისა, და მაღალი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ვისაც ძალუძს რევოლუციის პრევენცია“.

2303
0

-საკითხი ზეაქტუალურია და ჩვეულებისამებრ, ვგონებ დეკოსტრუქციასაც მოითხოვს ჩვენი მხრიდან; სუს_ის მიერ დაანონსებული გადატრიალება მაქვს მხედველობაში. კერძოდ, ის რომ „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება საქართველოში გარე ძალების მეშვეობით. სუს მტკიცებით, დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ავტორებია – ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი გიორგი ლორთქიფანიძე და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. იმის გათვალისწინებით კი, თუ რა საერთაშორისო ვითარებაა გარშემო, საქმე მართლაც მძიმედაა და ეტყობა, ბრძოლა „მიშიზმთან“ გადამწყვეთ ფაზაში შედის. იქნებ იმაზე მძიმედაა, ვიდრე სუს_ის გაფრთხილებაზე დაყრდნობით, გვეუბნებიან პოლიტიკოსები. ასე მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ, „ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“. მშვენივრად მოგეხსენება რომ, ნახევრად_სიმართლე აპრობირებული მეთოდია „სოციალურ ინჟინერიაში“. მაგალითად, როდესაც არ უნდათ ზედმეტად დაძაბონ საზოგადოება, რათა არ გაუჩინონ ხალხს არასტაბილურობის შეგრძნება, გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებების გამო საკუთარ რიგებში გაუფრთხილდნენ მერყევ ელემენტებს და ა.შ. პირადად მე, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ზედმეტი „ალარმისტობა“, ასე თუ ისე მყისვე ისახება ნეგატიურად სოციალურ-პოლიტიკურ ამინდზე, შესაბამისად ეკონომიკაზეც. რომელიც სიტყვაზე, ისედაც სულს ღაფავს და დიდწილად ტურიზმით სულდგმულობს. ეტყობა ამის გამოცაა რომ, მთავარ სამიზნეს ამ დესტრუქციული ძალებისთვის, სწორედ რომ ტურიზმი წარმოადგენს. ყოფითი რუსოფობია კი, რომელსაც საკუთარ რიგებსა თუ სოციალურ ქსელებში, ასევე კუთვნილ მედიაში აღვივებენ, – არის უბრალოდ მაგ დარგის მორყევის ერთ-ერთი მექანიზმი. რათა ისედაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა გართულდეს, თუგინდ იმის გამო რომ, პოლიტიკურთან ერთად გამოყენებულ იქნას სოციალური პროტესტიც. დავამატებდი რომ, ეკონომიკურ ფაქტორს მე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან მჯერა რომ ხალხს უფრო იდეები ამოძრავებს ვიდრე ფული. მეორე მხრივ კი, რატომღაც მგონია რომ ისეთ ღატაკ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, პროფილური ფონდებიდან შემოსულ თანხებს მაინც შეუძლია გადამწყვეტი თუ არა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სააკაშვილის მომხრეების მობილიზაციის და ქვეყნის არევის საქმეში. ხოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენად რეალურად გეჩვენება ეს გეგმა, გადატრიალების თეორიული ნიადაგი რამდენად მომწიფეფულია კიდევ, და რამდენად მზადაა, თავად სუს აღკვეთოს დაგეგმილი „მეიდანი“?

პირველ ყოვლისა, გავაფართოვებდი შეთქმულთა წრეს და დავსვამდი საკითხს შემდეგნაირად; „რამდენად მზადაა, თავად სუს_ი, რომლის დიდ იმედზეცაა ახლა ქართული სახელმწიფო, აღკვეთოს ოკეანის გაღმიდან დაგეგმილი რევოლუცია. იმ პირობებში, როდესაც ყველა დანარჩენი ინსტიტუტი და თავად მმართველი პარტია გადატენილია „მიშისტებით“. ისიც უნდა გვახსოვდეს რომ, CIA_ი როდია სახუმარო მეტოქე, რაგინდ ძლიერი სპეცსამსახურები გვყავდეს. მით უფრო, ამდენი შიდა და გარე მტრის ხელში. ყველგან აქვთ საცეცები-თქო. მეტი თვალსაჩინობისთვის იმასაც გეტყვი რომ, ის ვინც „კონტრევოლუციონერი“ გვგონია და იქნებ, ყველაზე მეტად გაჰყივის რევოლუციის დაუშვებლობაზე, თან ივანიშვილ-ღარიბაშვილს ეფიცება ერთგულებას, ხვალ დიდი ალბათობით ბარიკადებზე აღმოჩნდება უკრაინულ-ევროპული დროშებით, „გენდერული“ ლოზუნგებითა თუ „მოლოტოვის კოკტეილით“ ხელში. პრევენცია-ამოცნობისთვის, საკმარისია გადახედო ასეთების წარსულს და სოც_ქსელებს. სულაც არაა ამისთვის საჭირო მაღალი კლასის „პროფაილინგის“ სპეციალისტობა, რადგან არაერთხელ გვინახავს ეს კინო, ერთი და იგივე სლოგანებით, სტატისტებითა და რეჟისორით. პირადად ვიცნობ უამრავ ასეთ „კონიუკტურშიკ“ მაქციას (იცინის), დღეს რომ ყოვლად უტიფრად, „ოცნების“ მანდატით ელაპარაკება ხალხს და „ნაცებს“ თან, ნიშან-მარკერებს უგზავნის, „თქვენიანი“ ვარო. გინდ ეს USAID_თან შეხმატკბილებული ღონისძიებებით, თუ „მიშისტების“ აღზევებით ხდებოდეს მათ ქვემდებარე უწყებებში და ა.შ. მრავლად არიან, განსაკუთრებით კი იმ დონეებზე, სადაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ფორმალურია. რაც რბილად რომ ვთქვა, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, წმიდა წყლის მიამიტობაა დედაქალაქის მხრიდან. თუგინდ, დემოკრატიის მაღალი სტანდარტის ეგიდით მომხდარიყო ესოდენ უპასუხისმგებლო „საკადრო“ მიშვება, მაინც გაუმართლებელია.

-ანდა, სულაც სუბსიდიარულობის პრინციპების დაცვის გამო, ამყოფებდე მე-5 კოლონას სასათბურე პირობებში, ნონსენსია აბა რაა. გეთანხმები-მეთქი, და მეტიც; ეს ისტორიული გაკვეთილების ელემანტარული უცოდინრობაა.

შენი არ იყოს, საბოლოო ჯამში მეც იმის თქმა მინდა რომ, საშიშროება იმაზე მეტია ვიდრე მავანს წარმოუდგენია და რისი დეტალური გათქმის უფლება, მმართველი გუნდის ცენტრალურ სახეებს როდი აქვთ. რადგან აქ, არა მხოლოდ შიშია, რომ რამენაირად არ დაზიანდეს ჩვენი ეკონომიკა. არამედ ის რომ, სინამდვილეში, არა ლორთქიფანიძე, მამულაშვილი, სალომე ან სააკაშვილი, თუ კვირიკაშვილ-ალასანია და ა.შ., – არამედ სახელმწიფო დეპარტამენტი დგას გეგმის უკან და მათ, – არა იმდენად ღია „მიშისტების“ მხარდაჭერის იმედი აქვთ (რომლებიც სიტყვაზე, გამარგინალიზირებულია და ისეთი პატივსაცემი ინსტიტუტები როგორებიცაა, ეკლესია და ჯარი ამრეზით უყურებენ – თუგინდ გამოცდილებიდან და მათივე მისწრაფებებიდან გამომდინარე), არამედ თავად „ოცნებაში“ ჩაბუდებული მე-5 კოლონის, – „კოალიციის“ დროიდან ადმინისტრაციულ, და დიდწილად შუალედურ პარტიულ პოზიციებზე მოკალათებული ფარული „მიშისტების“ ეიმედებათ. აი ვგონებ, თუ რაა ის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ბოლომდე არ ითქმება სათქმელი „ოფიციოზის“ მხრიდან. და თუ ამბობენ, იმიტომაც იფარგლებიან „ინსტრუმენტების“, და არა ნამდვილი ავტორების და პოტენციური შემსრულებლების დასახელებით. დანარჩენი კი, როგორც თავადვე ხვდები, სუს_ის დასაშენებელ-მოსაგვარებელია და შესაბამისად, მეტადრე დელიკატური სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. ამიტომაცაა რომ, ამჯერზე გავამახვილებდი ყურადღებას არა ისეთ გარეგნულ ნიშნებზე, როგორიცაა მოსალოდნელი მიტინგები, „ოცნების“ დემონსტრაციული მიტოვებები და პროტესტანტებთან მიერთება, „გირჩელების“ შარვლის ჩახდები, ტვინგამორეცხილი ბავშვების ვაშა_პატრიოტული ისტერია, ან საზოგადოებრივი ტელევიზიების თავზე უკრაინული დროშების ფრიალი, თუ რეგიონალური დონის „მოლაპარაკე თავების“ მიერ „ნაცური“ ნარატივების ტირაჟირება და ა.შ., არამედ სწორედ იმ სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტზე, რომელიც ერთადერთია დღეის მდგომარეობით კომპეტენციისა, და მაღალი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ვისაც ასე თუ ისე ძალუძს რევოლუციის რეალური პრევენცია, და ესაა სუს.

-მომავალი ჯერ არ დამდგარა, თუმცა კონტურები იკვეთება; პროცესები ირგვლივ ჩქარდება; სამეზობლო ტრანსფორმირდება, ომი უკრაინაში, ღაზას სექტორში, ტაივან-ჩინეთის ომი მომდგარია კარს და ა.შ. გუშინდელი მოკავშირეები მტრებად გვევლინებიან, მტრები მოკავშირეებად. სამყარო ორად, სამად, ოთხადაც იყოფა და რთულდება. მომავალი ბუნდოვანია მთელი ცივილიზაციისთვის და საერთოდ, ჩვენს ხელშია კი, თუ როგორი იქნება ის საქართველოში?

გარდაული, – აქ არაფერია; თუ „ერის მამები“ სწორად განსაზღვრავენ რისკებს, შესაძლებლობებს, პრინციპულ პერსონებზე და არა მეძავებზე დადებენ ფსონს! ქართული ჰარი-ჰარალე მიდგომების გათალისწინებით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებში, შენი შფოთის კარგად მესმის, და ნაწილობრივ ვიზიარებ კიდეც; მაღალი დოზით, კომპეტენციის, ქარიზმის, ასკეტურობის და პატრიოტიზმის გარდა ელიტაში, საერთაშორისო ვითარებაც უნდა გიწყობდეს ხელს ქვეყნის დალაგებაში, რადგან ე.წ. „შავი გედი“ თუ გამოჩნდა, რაგინდ კარგად არ უნდა გეგმავდე კონტრ_ღონისძიებებს, სულერთი თუ არა, ფუნდამენტურ დონეებზე ბევრის ამრევია. ქვეყნის განვითარების ისტორიული ხაზი წარიმართება ისე, როგორც „ბედისწერითაა“ გაწერილი-თქო, თუმცაღა დათქმებით. რადგან, რა სიმძლავრის ნაკადში არ უნდა მოხვდე, მაინც გრჩება ნაკადის შიგნით თავისუფალი სივრცე და შესაბამისად მანევრის საშუალებაც. აი თურქეთი რომ ავიღოთ ნიმუშად, – 20 წლის „სევრის“ ხელშეკრულების თანახმად, ზესახელმწიფოები თურქეთს ფაქტობრივად აუქმედნენ როგორც ქვეყანას. მაგრამ გამოჩნდა ათათურქი და გადაარჩინა ის დანაწევრებას. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პოლონეთზე, მარშალ პილსუდკითურთ სათავეში და ა.შ. საით მიმყავს და, ვცდილობ რომ უკეთ ჩაწვდეს მკითხველი, თუ რა როლი ენიჭება ქარტეხილების დროს ორგანულ იდეოლოგიას, ცალკეულ ძლიერ ლიდერებს და მათ გვერდში მდგომ ძალოვნებს.

-არ იქნებოდა ურიგო რომ მკითხველმა, ეს 2 ლეგენდარული ლიდერი ჩვენს მენშევიკურ მთავრობას დაადაროს და თუ არ აქვთ წაკითხული, იხილონ მაზნიაშვილის ან კვინიტაძის დღიურები. მანდ ნათლად ჩანს, ჩვენი საამაყო გენერლების დამოკიდებულება იმჟამინდელ მთავრობის მიმართ და მეტიც, დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური მიზეზები.

მადლობა შეხსენებისთვის, – აუციელებელიცაა; რათა უკეთ ჩაწვდნენ, თუ რამდენს ნიშნავს პიროვნული ფაქტორი ისტორიაში და ჯანსაღი რეფლექსიით გამორჩეული ძალოვნები. ასევე, თუ რა კატასტროფული შედეგების მომტანია, როდესაც ტვინნაღრძობი, კვაზი_იდეოლოგიზირებული ელემენტები ბატონობენ პატარა, ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე განლაგებულ ქვეყანაში. მარტივად, – ექსტრაპოლაცია რომ მოვახდინო, ნათლად დაინახავდა მოქალაქე, რომ არათუ მხოლოდ „მიშისტებია“ მაშინდელი სოციალ-დემოკრატიული აქტივის კლონები, არამედ, ლამის ისტორიული დისპოზიციაც კი იგივე გვაქვს დღეს, რაც XX საუკუნის დასაწყისში მენშევიკურ მთავრობას.

-არადა, მენშევიკი „მედუქნეებისგან“ განსხვავებით, თურქეთ-პოლონეთში მებრძოლი ოფიცრები იყო სათავეში, რეალ_პოლიტიკის მიმდევრები, რომლებმაც გუშინდელი მტრები მეგობრად აქციეს, მეგობრები კი მტრად და ა.შ., როდესაც ეს მათი ქვეყნების ინტერსებს დასჭირდათ. იმათგან განსხვავებით, მასე არ მომხდარა საქართველოში, მაგრამ საკუთარ შეცდომებზეც ხომ შეგვიძლია ვისწავლოთ არა?

რა თქმა უნდა, და დღეს, მხოლოდღა ჩვენზე; ერის პასიონარულ, „ანტიმიშისტურ“ ნაწილზე და ძალოვნებზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვაქცევთ კრიზისს შესაძლებლობად, – ტრამპლინად სამშვიდობოზე გასვლისთვის. ვეცდები და, მაქსიმალურად მარტივად ავხსნი, რომ მეტმა მკითხველმა გაიგოს და გაითავისოს, თუ რასთან გვაქვს საქმე; მთელი ეს საუბრები 12_პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ და ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანების პესრპექტივა სინამდვილეში ყბედობაა და მეტი არც არაფერი. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი მსოფლიო, ბევრად მკაცრი წესებით – სადაც როდი მიესალმებიან კურტიზანი ქალის დარ ქცევებს და ფუტურისტ, რეალ_პოლიტიკას მოწყვეტილ მთავრობებს. კონკრეტულად ქართულ ჭრილში კი რასაც შეეხება, – აქ წავა ახალი პროექტებისთვის ღია ბრძოლა, – ანუ, თუ როგორი იქნება საქართველო უახლოეს მომავალში, გადაწყდება დღეს-ხვალ. უკვე ღია ფორმატში და არა ასე, როგორც აქამდე მინიშნებებით და სპეცსამსახურების დონეზე ხდებოდა. ბოლო-ბოლო, ერმა და ბერმა ხომ უნდა იცოდეს რა ხდება მის თავს სინამდვილეში და არა ამ ზეიდეოლოგიზიებულ, სააკაშვილის დროინდელ მანტრებს ჯერდებოდეს მომავალშიც. მოკლედ, არჩევანი არის 2 (!), ა) ვაშენებთ თუ აგვაშენებინეს რა თქმა უნდა, – ღატაკ, დოტაციურ, პროვინციულ_ფაშისტურ, აფხაზეთ-სამაჩაბლოს გარეშე, მუდმივი დაძაბულობის კერებით, შტატებზე ავადმყოფურად მიბმულ ლიმიტროფ წარმონაქმნს, მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიით. ბ) ვაშენებთ და აგვაშენებინებენ კიდეც, – მდიდარ, ერთიან „სუვერენული დემოკრატაის“, სამეზობლოსადმი კეთილგანწყობილ სახელმწიფოს, კლასიკურ ლიბერალური და ტრადიციონალისტ-კონსერვატორული იდეოლოგიის ნაზავით დოქტრინალურ დონეებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერის ჯანსაღი ნაწილი მეორე ვარიანტს აირჩევს ზედმეტი ყოყმანის გარეშე. აქ მთავარია მიწოდების ფორმა, სწორი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც მოდი და, პირდაპირ ვთქვათ მმართველ პარტიას „самиздат“_ის დონეზე აქვს. ერთადერთი კი, რაც შველის საინფორმაციო ველზე, ისაა რომ, ქართველი ხალხის უმეტესობა გამოცდილი, ბრძენია და კარგ მეხსიერებასთან ერთად, ითავისებს რაციონალურ არგუმენტებს უკეთ, ვიდრე „მიშისტური“ ტელევიზიების ისტერია-მანიპულაციებს და ფაქტების გაუპატიურებას. მოკლედ, დეიდელოგიზირებული, თამამი გარღვევების სერიებით უპრობლემოდ გავიართ-თქო ამ საშიშ მონაკვეთშაც „სცილასა და ქარიბდას“ შორის, თუ ღიად და რაციონალურად გადავაფასებთ ბევრ ისეთ რამეს საქართველოს უახლესი ისტორიიდან, რაც პირველქმნილ ტრავმად მოგვსდევს მთელი ეს წლები. თან, ზოგადეროვნულ დონეზე სატელევიზიო დისკურსაც თუ შევცვლით. სიტყვაზე, ბევრი სხვა რამეცაა პარალლურად გასაკეთბელი, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. მოკლედ, თუ მოვინდომეთ, შედარებით უმტკივნეულოდ გამოვალთ იმ მოჯადოვებული წრიდან, რომელშიც საქართველო ბოლო 30 წელია რაც მოათავსეს, კაპიტოლიუმიდან მართულმა ისტებლიშმენტმა, მედიამ და ა.შ.

-დამოუკიდებლობის ეს ხარისხი, იმის მიუხედავად რომ ღარიბაშვილი დემონსტრაციულად აღარ ემორჩილება სოროსისეულ-გლობალისტურ ინტერნაციონალს, და ნელ-ნელა კიდეც ათავისუფლებს პარტიას, „კოალიციის“ დროიდან შემორჩენილ მემარცხენე იდეოლოგიის და woke-კულტურის მატარებელ ნარჩენებს, მგონი ჯერ-ჯერობით მაინც არ გვაქვს იმ დოზით, რომ ასე – „თამამი გარღვევების გზას“ დავადგეთ, თეთრ სახლზე მოუხედავად …

ამ ეტაპისთვის საკმარისად გვაქვს და თუ გარშემო პროცესებს მიმოვიხილავთ სკრუპულოზურად, იმაზე მეტიც კი გაგვაჩნია რაც ათიოდე წლის წინ წარმოუდგენელი, ფანტასტიკის სფეროდან იყო. მერედა, საქართველოსთვის, ლამის ეგზისტენციალური არჩევანის ეს მიმდინარე ეპიზოდი, უშაოლოდაა გადაბმული უკრაინის ამბებზე. აქ, ორიოდე სიტყვით შემოვიფარგლებოდი; თუ ვინ იქნება სათავეებთან საქართველოში, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დამთავრდება ომი უკრაინა-რუსეთს შორის. მაგალითად, თუ ე.წ. ევრო-ატლანტიკური ძალების სასარგებლოთ დასრულდა კონფლიქტი, რაც ვთვლი რომ დინამიკის და მხარეთა პოტენციალის გათვალისწინებით გამორიცხულია, საქართველოში მაგ ამბების დამთავრებისთანავე, 2-3 თვის თავზე მორიგი „მიშისტური“ მთავრობა დაჯდება. თუკი რუსის, და ეს ალბათობა განუზომლად მაღალია, თავად „ოცნებას“ მოუწევს გადაფორმატირება, სახეების გადახალისება, სხვა „ანტიმიშისტურ“ ძალებთან კოოპერაციაში შესვლა და ბოლო-ბოლო გაშლა ისეთი ფორმატით, რომელიც ახალ რეალობას შეესაბამება. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამდე უკრაინაში არ დასრულდება ომი და გამარჯვებული მხარე გამოვლინდება, შესაბამისად დომინანტი აქსიოლოგია სიმკვეთრეს არ შეიძენს და ა.შ., აქ ნებისმიერი „რასკლადი“ შეგვიძლია ჩავთვალოთ დროებითად და მეტიც, გარდამავალ კონფიგურციად.

-სავარაუდოთ ეს, მშვენივრად იციან სახ. დეპში, „ნაცების“ და „ოცნების“ top_ში, ყველამ ვინც ასე თუ ისე თემაშია და მიკერძოების მიღმა ადევნებს თვალს საერთაშორისო მოვლენებს. იქნებ მაგიტომაც ეჩქარებათ რევოლუცია-გადატრიალება გარკვეულ ძალებს. მაგრამ ამჯერზე ავცდეთ ამ საკითხს, რადგან შორს წაგვიყვანს, ფორმატი კი დასრულებისკენ გვიბიძგებს. ამიტომაც, უშუალოდ დაანონსებულ შეთქმულებას დავუბრუნდეთ, რომ რიგით მოქალაქეებამდე მივიტანოთ მთავარი სათქმელი მარტივი სიტყვებით და ამით დავასრულოთ კიდეც, რომ არ გადავღალოთ მკითხველი.

კეთილი; ფაქტია რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს ეიმედება „მიშისტური“ რევანში. ვაღიარებ კიდეც, რომ მათ შორის ბევრი კეთილსინდისიერი პატრიოტი და პატივსაცემი, თუმცა პროპაგანდა-მანიპულაციას აყოლილი მოქალაქეა. რადგან, ასე თუ ისე ჩახედული ვარ მაგ თემაში და გამოცდილებაც შესაბამისი მაქვს, მშვენივრად მესმის მათიც. ასევე, თუ რა გზებით მოხერხდა სათანადო იდეოლოგემების იმპლემენტაცია მათში. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა მსოფლმხედველობაა – ტელევიზორზე მიჯაჭვულ ქართველების ამ ნაწილს კი, ის კარნახობს, რომ „მიშისტობა“ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების, მსუყე ცხოვრების და მაშასადამე, სწორი და უალტერნატივო გზაა. აქედან, მთელი ეს მათი ეგზალტაცია და თანმდევი, კრიტიკული აზროვნების ნიველირება. არადა, თავადვე რომ ამ „მიშისტურ“ ქიმერებს რაციონალურად მიდგომოდნენ, მარტივად აღმოაჩენდნენ ჯერ ინდოქტრინაციის წყაროს და იმასაც რომ, არანაირ ვარიანტში, არც ევროკავშირამდე, და არც მსუყე ცხოვრებამდე, ეს გზა მათ არ მიიყვანს. რადგან – მკაცრად კვოტირებული ბაზარი, არარსებული კონსენსუსი ევროკავშირის ქვეყნებს შორის გაფართოებაზე, რუსეთის და თურქეთის ფაქტორი, აგრესიული სეკულარიზაციის პოლიტიკა ორთოდქსული კონფესიების მიმართ ევროკავშირის ქვეყნებში და ა.შ., – არ იძლევა არანაირ რეალურ შანსსაც კი, ქართველთა მაგ ნაწილის გონებაში არსებული ევროინტეგრაციული მითოლოგემების განხორციელებისა.

-ხოდა, ჯერ ამაზე ეფიქრათ, და შემდეგ, თუკი შენმა არგუმენტაციამ არ დააკმაყოფილა და მაინც გადაწყვიტეს დაგეგმილ ანტისახელისუფლებო გამოსვლებზე მიერთება, ამ შემტხვევაში რაღას ეტყოდი?

უნდა იცოდნენ ისიც რომ, ნებისმიერ პოლიტიკურ შეთქმულებას გააჩნია მინიმუმ ორი ნაკლოვანება. ა) როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ორგანიზატორი, როგორი კეთილშობილური მიზნებითაც არ ხელმძღვანელობდეს, მისი იდეა რეალიზდება იმ ხალხის ხელით, რომელსაც ანტუან დე რივაროლი უწოდებდა “სისხლისმსმელ მხეცებს”. კეთილსსინდისიერი მოქალაქეები კი ამ მხეცების ჯგუფს, როგორც „მასოვკა“ ან „საზარბაზნე ხორცი“ ესაჭიროებათ. მეორე და მეტადრე მნიშვნელოვანი, – რევოლუციას დროსა და სივრცის მიუხედავად მიჰყავს საზოგადოება თავისუფლების თვისობრივი შემცირებისაკენ, რაც „ოცნების“ მმართველობის პირობებში, მის ოპოზიციას, იგივე სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით გარანტირებულად გააჩნია. თუ (!), რა თქმა უნდა ქმედება არ გადადის ბანალურ ექსტრემიძმში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით კვალიფიცირდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. რაც, ასევე „ოცნების“ და არამც სააკაშვილის რეჟიმის მონაპოვარია. ეს თავისფლება, უბრალოდ დაიკარგება-თქო დაგეგმილი რევოლუციის წარმატების შემთხვევაში. მერედა, შეთქმულთა ჯგუფი თავიდანვე შეკავშირებულია სისხლით და თავისი ბუნებით ანტისოციალურია, იმ გაგებით, რომ უპირისპირდება მათ, ვინც მასობრივ ცნობიერებაში სახელმწიფოს ასახიერებს. ასეთ შემთხვევაში კი, ზოგადეროვნული კონსენსუსი (ანუ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს მენტალური დაქსაქსულობის დასაძლევად), არათუ მიუღწევადი, – გაღვივებადია. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ეს რევოლუცია წარმატებითაც რომ დასრულდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თან არსებული სამეზობლოს პირობებში, უბრალოდ განწირულია. მისი ნებისმიერი თანამონაწილე კი, ვერსად გაექევა პასუხისმგებლობას და ნუღარ გამოაყენებინებენ მაშასადამე თავს რევანშისტებს. „მიშისტობის“ მიუხედვად, არ ჰყავს საქართველოს დასაკარგი შვილები / აი ასეთი მიმართვით დავასრულებდი, და თუ ერთი „ნაციც“ არის მკითხველთა შორის, იმედია დაფიქრდება სანამ დაგეგმილ არეულობაში მონაწილეობის მიღებას გადწყვიტავს.

პუბლიცისტ, დავით ჩხარტიშვილს ესაუბრა ჯემალ მეგრელიზე