2022 წლის 2 მარტის, გაზეთ აჭარაში დაიბეჭდა პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილის ინტერვიუ. მოგეხსენებათ, გაზეთი „აჭარა“, ბეჭდური გამოცემაა და ფორმატის შესაბამისად ინტერვიუ რედაქციამ შეამცირა. იმის გათვალისწინებით, რომ წერილი ფრიად აქტუალურია, „აჭარა PS“ (ავტორის ნებართვით და მიწოდებული მასალის საფუძველზე) განმეორებით გთავაზობთ ამ რეზონანსული წერილის უკვე სრულ და ორიგინალურ ვერსიას.
„გთავაზობთ ინტერვიუს პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან, რომელიც აანალიზებს ომს და გვახსენებს კიევის რუსეთის შორეულ ისტორიას“.
–ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის ფრონტის წინა ხაზიდან, როგორ თვლით, ვის აქვს პრიორიტეტი?
რუსებს. თუმცაღა, სანამ ამაზე პასუხს დეტალურად გაგცემთ, ავღნიშნავ იმას რომ, უამრავი დაინტერსებული პირი, პარტიული ტელევიზია თუ ძალა, დღეს მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს საკუთარი, თვალთმაქცური, ან სულაც დილეტანტური ინტერპრეტაცია მისცეს უკრაინულ მოვლენებს. ობიექტურობა კი, რაზეც მე და თქვენს მხცოვან გაზეთს გააჩნია პრეტენზია, ნიშნავს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ არა კარგი და ცუდის ჭრილში და მიზნებიდან გამომდინარე, არამად სწორი და არასწორი კუთხიდან დავანახოთ მოვლენები მკითხველს. მეტიც, მოვლენების მიზეზებსა და ლოგიკას ჩავწვდეთ. მაგიტომაც, ოდნავ შორიდან დავიწყებდი; მიმდინარე რუსულ-უკრაინულ ამბებს ორი განზომილება აქვს, ერთი წმიდა ადამიანური, რომელშიც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და მეორე გეპოლიტიკური, სადაც ცივსისხლიანი გათვლები და მხოფლიოს ხელახალი გადანაწილებები მიმდინარეობს. პროცესი, რომელიც საქართველოსაც უქადის ტექტონიკურ ძვრებს, ასევე პოლიტიკურ-მედია ძალთა გადაფორმატირებას, და რომლის ანატომია ზედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ იგივე დღეში არ ავღმოჩნდეთ! საქმე რაშია; ახალი მეხსიერების კონსტრუირებამ უკრაინელი ხალხისთვის, მოიტანა ომი, გაუცხოება აღმოსავლეთსა და დასავლეთ უკრაინებს შორის. რითიც ვერაგულად ისარგებლა რუსმა და ეს ცალსახაა! მაგრამ, ვერ გავუგებთ მაგ კონფლიქტს და ფორმალიზმის ტყვეობაში დავრჩებით თუ დამატებით, ისტორილ ჭრილში არ განვიხილავთ მას. რაც მაგალითად, კომიქსებზე და 90-იანების „ბოეკივებზე“ აღზრდილებს, ენჯეო მსოფლაღქმის მქონე პირებსაც მეტადრე უჭირთ. შეჩვეულნი, მარტივ შავ-თეთრ სქემებსა და „ხუნვეიბინურ“ სლოგანებს, ეჭედებიან იქ, სადაც რთული აზროვნების, ფენომენოლოგიური სფერო იწყება. მაგიტომაც ხმაურობენ ხოლმე ყველაზე მეტს, უაზრობებში ეჯიბრებიან და როგორც წესი ვერ სცდებიან „მაიდანის კრიჩალკებს“. იქ სადაც სინამდვილეში ცოდნა, ღიაოობა და დისპუტებია გამოსავალი იყენებენ ტაბუებს, ნახევარსიმართლეს, ევფემიზმებს, სტერეოტიპებსა და დაზუთხულ, სააკაშვილის დრონდელ მანტრებს. აგრესიული დილეტანტიზმის ბუნებრივი მახასიათებელია ეს ქცევის მოდელი ყველგან და ყოველთვის, დროისა და სივრცის მიუხედავად. საქართველოში კი ამან, საერთოდ უმახინჯესი ფორმები მიიღო. რადგანაც, ესენი ომში არიან ჯერ საკუთარ თავთან, მერე კი დანარჩენ კეთილგონიერ სამყაროსთან. მათი ეგზალტირებული და ესოდენ მარტივად პროგნოზრებადი რეფლექსია კი, გაწბილების ღიმილის მეტს აღარაფერს იწვევს მომზადებულ და ღრმა ჰუმანიტარულ საფუძვლებზე მდგარ მოქალაქეში. თუმცაღა, მასობრივ ადამიანში, დრო და დრო ამ გაცვეთილი მარკერების მეშვეობით მაინც ახერხებენ და მოტივაცია-ფანატიზმს ზრდიან. ერთგვარი ჯოგური ინსტინქტის გამოვლინებაა ვგონებ ესეთი ქცევა, რომ „ჩემი“ და „უცხო“, „ნაცი“ და „ქოცი“, „პრადვინუტი“ და „გრუზინი“ ამოიცნო სხვადასხვა გუნდსა თუ რეფერენტულ ჯგუფში და დაჯგუფთე რაღაცის წინააღმდეგ. მოკლედ, სოციალური ფსიქოლოგიის წიაღსვლებში რომ არ გადავარდეთ, ისტორიას დავუბრუნდები; აღმოსავლეთ-სლავური, უახლოესი, ფაქტობრივად ერთი ერის ტრაგედიაზე, დღეს ბევრი ითბობს ხელს. ჩემი აზრით, ეს ორივე, უკრაუნელი და რუსი ხალხის ტრაგედიაა, რომელიც ერთის მხრივ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და მეორეს მხრივ, ცივსისხლიანი სტრატეგების გამოისობით დატრიალდა. კიევი, ხომ რუსული ქალაქების დედაა, კიევო-პეჩორის ლავრა კი რუსეთისვის იგივეა რაც მაგალითად გელათის აკადემია ჩვენთვის. რომ უკეთ ჩაწვდეს „აჭარის“ მკითხველი, საქართველოს მაგალითზე ავხსნი; მე-15 საუკუნიდან ჩვენ, ქართველები არ ვცხოვრობდით ერთად მაგრამ ეს არ ნიშნვს რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილები აღარ იყო საქართველოები, ასევეა იქაც თუ ჩავუღრმავდებით და ექსტრაპოლაციას მოვახდენთ ნათლად დავინახავთ სრულ სურათს. ქართული და რუსული მიწების დაშორიშორება დროშიც კი ემთხვევა – მიზეზიც საერთოა, მონღოლების შემოსევა. ასე მაგალითად, ურდოს გაქცეული კიევის მიტროპოლიტი მაქსიმი 1299 წელს გადადის ვლადიმირში. მე-14 საუკუნეში კი მოსკოვის აღზევების გამო სრულიად რუსეთის (ანუ კიევის) ახალ მიტროპოლიტს იქ გადააქვს რეზიდენცია. 1442 წელს მსოფლიო პატრიარქი ხელს აწერს ფლორენციის უნიას კათოლიკურ ეკლესიასთან, მოსკოვში ამ გაერთიანებას არ აღიარებენ, მიტროპოლიტ ისიდორეს გარდა და ის, წარმოშობით ბერძენი, კიდეც ბრუნდება კიევში უნიის ხელმოწერის შემდეგ. სხვათა შორის ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა რომლებიც ესწრებოდნენ იმ კრებას შუაგულ ევროპაში, მყისვე მტკიცე უარი განუცხადეს პაპს და ბერძნებს. მაშინვე, 1448 წელს მოსკოვის რუსეთში აირჩიეს პირველი რუსი მიტროპოლიტი იონა, რაც პირველი განხეთქილების მიზეზი გახდა უკრაინელებსა, ანუ კიევის რუსეთსა და მოსკოვის რუსებს შორის. ამ დროისთვის, სხვათა შორის ჩვენთანაც ჩნდება 2 ავტოკეფალური ეკლესია – ცენტრით, ქართლში და აფხაზეთში – ასე მაგალითად, 1290 წელს ქართული ერთიანი ეკლესიიდან გამოიყო აფხაზეთის საკათოლიკოსო, რომლის იურისდიქცია მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, ცენტრით ბიჭვინთაში. “საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა” ჰოდა, 1811 წელს გაუქმებული აღმოსავლეთ საქართველოს და 1814 წ. აფხაზეთის ეკლესიაები აღზდგნენ ერთიანი საეკლესიო სხეულის სახით 1917 წელს. ამ დროს, თანამდროვე უკრაინის ტერიტორიებზე, რომლიც მაშინ შედიოდა პოლონეთის შემადგენლობაში, მოვლენები ვითარდებოდა შემდეგნაირად; პოლონურ კოლონიზაციასთან ერთად დაიწყო კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიაც, რომლის მიზანიც იყო მართლმადიდებლების დათანხმება უნიაზე და 1596 წელს უკვე ბრესტში, ხელი მოეწერა ახალ უნიას რომელმაც კიევის მიტროპოლიის საერთოდ გაუქმება გამოიწვია. ასე და ამგვარად უკრაინაში გაჩნდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია (უნიატები), ფორმით მართლმადიდებლური და შიგთავსით კათოლიკური. ეს, რაც ერთმორწმუნეობას და ამით სპეკულაციებს შეეხება. მართლმადიდებლობა, ანუ როგორც იმჟამინდელ უკრაინელებში ეძახდნენ „რუსული რწმენა“, ხდება იდელოგიურ ფუნდამენტად პოლონეთის მოძალების წინააღმდეგ. ამ კონფლიქტის უმაღლეს წერტილად კი, იქცა ბოგდან ხმელნიცკის 1648 წლის აჯანყება, რის შედეგადაც 1654 წელს ქ. პერესლავში ხელი მოეწერა შეთანხმებას ზაპოროჟიელ კაზაკებსა და მოსკოვის მეფეს შორის. მისი შედეგების მიხედვით კაზაკების მიერ პოლონეთზე წართმეული ყველა ტერიტორია გადადიოდა მოსკოვის სამეფოს მფარველობის ქვეშ – მართლმადიდებლებითურთ! ხომ ხედავთ, როცა ისტორია და კონტექსტი იცით, სხვა ოპტიკით, მეტი დიჯიტალიზაციის ხარისხით ხედავთ და სხვაგვარდად გვესახება უკვე იქაური პრბლემების გადაჭრის მეთოდოლოგიაც. მაგრამ ამჟამინდელი სახელისუფლებო უკრაინული ელიტები და ქართული პარტიული ტელევიზიები ასეთ განმარტებებს არ იღებს. რადგანაც ისინი ერთის მხრივ არიან ხორცი ხარცთაგანნი სხვა, 39 წელს სტალინის მიერ ძირითად უკრაინაზე შემოერთებული, უნიატური, დასავლური უკრაინის მემკვიდრეები, მეორეს მხრივ კი უბრალოდ უვიცები. სწორედ რომ უკრაინის ამ სგემენტმა ჩაიგდო ხელთ 2014 წელს პოლიტიკური ძალაუფლება კიევში და სწორერ რომ მათ მიიპატიჟეს სააკაშვილი ამალითურთ, რასაც მოჰყვა მთელი რიგი კონფლიქტები და ყირიმის ოკუპაცია. სწორედ ამით ისარგებლა ვერაგულად რუსმა-თქო სისხლიესმიერ ძმებთან მიმართბაში და casus belli-თ (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი) გამოიყენა. რაც, რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო; განა ამბოდბა ვინმე რომ რუსეთი ჰოლანდიის დარი, მშვიდობიანი ლიბერალური ქვყეყანაა? რომ ალტრუისტთა კლუბია და არა მტაცებელი იმპერია? სახელმწიფოს მართვა, საბავშვო ბაღი არაა-თქო და არც ენჯეო სექტორია, არც უბნის ყოჩობა – უნდა იცოდე, როგორ და რა ელის შენს უკან მდგარ ქალაქებსა, ქალებს და ბავშვებს. ეს თუ სახელმწიფო მოღვაწე და არა ენაგრძელი პოლიტიკანი ხარ! ეს რა თქმა უნდა მოკლედ, გაზეთის ფორმატის შესაბამისად თუ რა წინაპირობები უძღოდა კონფლიქტს. დავსძენდი უბრალოდ საკითხის ამოწურვისთის; საერთოდ ნებისმიერი ფაქტი კონტექსტში უნდა განიხილო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეული ფაქტი სრულ სურათს ვერ აჩვენებს. კიდეც აბნევს ცალკე აღებული ფაქტი თუ კონტექსტი და ტენდეცია არ გესმის. სწორედ რომ ამით სარგებლობენ ჩვენთან პარტიული და ნეოლიბერალური ტელევიზიები მანიპულაციებისთვის. ლამის, ტოტალურ ტყუილზე არიან გადასულები; ასე მაგალითად, ჩართავ რომელიმე ქართულ პარტიულ ტელევიზიას, მოუსმენ „ნაცების“, ან მათთან აფილირებული რომელიმე პარტიის სპიკერს და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მალეღა მოსკოვს აიღებს უკრაინული არმია, პუტინი კი ბუნკერში ცახცახებს. მაგრამ მტკნარი სიცრუეა ეს და სიმართლე სწორედ რომ საპირისპიროშია. აი თუნდაც, ვცადოთ და ერთად მოვახდინოთ ქართულ მეინსტრიმულ მედიაში გაბატონებული ნარატივის დეკოსტრუქცია; ასე მაგალითად, ვიღაც „ექსპერტმა“ სადღაც თქვა რომ პუტინი 2-3 დღეში აიღებდა კიევს და გეგმა ჩაუვარდა. აჰყვა სხვა „ექსპერტები“, სვხა ქართული მედიაპლატფორმებიც თუთიყუშებივით იმეორებენ ამ ფეიკს და უკვე მუშა-გლეხი, მაკლერი თუ კურტიზანი ქალი, პარტაქტივისტი და დიასახლისიც კი ღლიცინებს პუტინის გეგმაზე. მეტიც, გონება ადამიანის ისეა აწყობილი, რომ ერთ ისტორიას მოჰყვება მეორე და აი უკვე მასობრივი ცნობიერება აანონსებს სააკაშვილის დაბრუნებას პრეზიდენტად და რუსეთის ჩამოშლასაც კი ელის. მასობრივ ცნობიერებაში ეს ფეიკი აისახა ისე რომ, რუსეთი აგებს-თქო, ქალაქებს ვერ იღებს, რუსული ჯარი ბარდება უკრაინულს ტყვედ, მთელი დივიზიებით. ტექნიკა ამორტიზირებული, რუსული ოპოზიცია კრემლის მისადგომებთანაა, „ნაცები“ მართლები ყოფილან, ტალიავინი სტყუის, და ა.შ. დამატებით, როცა მთელი ქართული სოციალური ქსელი ოფიციალური კიევის ტარგეტული რეკლამის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და კანტი-კუნტად აფათქებულ რუსულ ტანკებს თუ ჩამოგდებულ ვერთმფრენებს აჩვენებენ, რუსული მხრიდან კი სიჩუმეა გასაგები მიზეზების გამო, რთულია არ დაიჯერო ზღაპრის. სინამდვილეში კი ხდება შემდეგი – არავინ იცოდა რა იყო პუტინის გეგმა არც მაშინ და არც დღეს. რამდენზეა საერთოდ გაჭიმული დროში, ეს ომი რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით. უმხსვილესი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი უკრანული საჯარისო დანაყოფები მოქცეულია ალყაში მარიუპოლთან, ქალაქების აღებასაც არავინ აპირებდა დაწყებით ეტაპზე და მით უფრო 2-3 დღეში. ასე მაგალითად ერიცუცქუნია გრანადის აღება, 1000 კაციანი ჯარით ამერეკელებს 2 კვირა დასჭირდათ, ერაყს 1 თვის განმავლობაში უტევდნენ და ეს 700 000-იანი კოალიციით და ა.შ. მაშასადამე, რომელი ჭკუათმყოფელი გათვლიდა გეგმას 2-3 დღეზე-თქო, 45 მილინიანი ქვეყნის მიმართ? მოკლედ, ის ბრძოლები, რომლებსაც ვხედავდით უკრაინული ქალაქების ქუჩებში, ცალკეული მოიერიშე დანაყოფების შეტევა იყო პლაცდარმების დასაკავებლად, რათა ძირითად არმიას დასაყრდენი ჰქონოდა და ა.შ. პუტინის ამოცანაა შუაში გახლიჩოს უკრაინა, საზღვარი გაასწოროს ზუსტად იმ პერიმეტრზე, სადაც უკრაინა პირობითად დასავლურ და აღმოსავლურ ნაწილებზე, 1939 წლიდან იყოფა. შემდეგ კი, როგორც ბოლომდე დაიცლება ქალაქები მშვიდობიანი მოსახლებისგან, ტაქტიკური იარაღი უკვე არა ასე, წერტილოვნად, არამედ მასობრივად გამოიყენოს. რასაც, მართლაც რომ 2-3- დღეში კიევის დაცემა და მთავრობის ცვლა მოჰყვება.
-მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გრძელდება. ამჟამად რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავიანთ პოზიციებზე დგანან. სადავო პუნქტებზე შეთანხმებას შესაძლოა რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე ვადა ან სულაც ორი კვირა დასჭირდეს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
პოდოლიანკის განცხადება არ მომისმენია, თუმცა Financial Times-მაც გამოაქვეყნა ვერსია, რომ რუსეთი და კიევი 15-პუნქტიან შეთანხმებასთან ახლოს არიან. იქ დაწერილი სავარაუდო შეთანხმების თანახმად, რუსეთმა თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს კიევის დაპირების სანაცვლოდ, რომ ნეიტრალური ქვეყანა იქნება. რომ რუსული ენა მიიღებს ოფიციალურ სტატუსს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, აბა რა გითხრათ, დღეს არც ერთი წყარო აღარაა სანდო, ისეთი ვითამცდა აკადემიური გამოცემა როგორიც, Financial Times-ია. ორიოდე დღის წინ მაგალითად, სწორედ რომ მაგათმა გამოაქვეყნეს რაღაც პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით, რომ რუსი დახმარებას სთხოვს ჩინეთს, მერე დაამატეს, რომ უარი მიიღო რუსმა ჩინეთისგან. თუმცა მალევე გამოვიდა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომეადგენელი და ტყუილში დაადანაშაულა გაზეთი. ზოგადად, უამრავი ფეიკი ვრცელდება ყველა მხრიდან, არავის დაიჯერება. ამიტომაც, მე პირადად ამ შემთხვევაში არ ვენდობოდი ამ მოლაპარაკებებზე გაზეთის და პოდოლიაკის მიერ გაჟღერებულ ამბებსაც. რადგანაც, ჯერ ერთი გასაიდუმლოებულია, მეორე ეს რომ ასე ყოფილიყო, თითქმის რუსეთის დანებებას ნიშნავს და ეს იმ დროს, როდესაც ნამდვილად არ აქვს მასე ცუდად საქმე. მაშინაც კი, თუ კიევი აღიარებს ყირიმს და ДНР-ს და ЛНР-ს ახლა, ომგამოვლილ რუსეთს ეს დიდს არაფერს აძლევს. ომამდე ყოფილიყო, იქნებ დათანხმებულიყო პუტინი, მაგრამ ახლა ნამდვილად არ იზამს ამას. ფსონები ბევრად მაღალია დღეს, ვიდრე უკრაინის ნეიტრალიტეტი და ბანდერა-შუხევიჩის დეჰეროიზაცია-თქო მანდ.
-პრეზიდენტ ზელენსკის ყველგან აღფრთოვანებით და ხანგრძლივი, მხურვალე ტაშით ხვდებიან, მაგრამ მან ჯერჯერობით ისევ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – ცის ჩაკეტვას რუსული თვითმფრინავებისთვის, რომელთა ბომბებიც უკვე 21 დღეა უკრაინაში უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან ადამიანებს, ბავშვებისა და ორსული ქალების ჩათვლით.
გახსოვდეთო, „იგივე ხალხი უკრავს ტაშს თქვენს აყსაყდრებას, რაც ეშაფოტზე ასვლისასო“. მერედა, ბალზაკის არ იყოს, იმაზე გარყვნილი მეძავი, რაც საზოგადოებრივი აზრია არც მე მეგულება-თქო. ზელენსკი შოუბიზნესიდანაა მოსული, მთელი მისი ამალაც. ის მოსულია როგორც ალტერნატივა ულტრანაციონალისტების და მშვიდობის ლოზუნგებით, იმ პირობით რომ შეასრულებდა „მისნკის შეთანხმებას“ და ა.შ. მაგრამ, როგორც კი დაიწყო თავისი გეგმის განხორცილება დაუპირისპირდა იქაური ნაციონალისტები. აი ეს ბანდერას და შუხევიჩის ფანკლუბი, ჩირაღდნებიან ფაშისტურ მსვლელობებს რომ აწყობდნენ დღეგამოშვებით კიევში. მათ, ულტიმატუმი წამოუყენეს ზელენსკის, მისი ებრაული წარმოშობა გაუხსენეს და სიკვდილით დასჯაც კი უწინასწარმეტყველა მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, იაროშმა. თუ რა სტიგმაა ებრაული წარმოშობა უკრაინული ერის ქტონიკურ ნაწილში, მიხვდებით თუ დაგუგლავთ „ვოლინის ჟლეტას“. ეს, რომ უკეთ მიხვდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ასევე მაგალითად გეტყვით, რომ ჩვენი „ნაციონალები“ მათ ნაციონალისტებთან შედარებით საბავშვო ბაღია და „ერალაში“ ასასინთა კლუბთან მიმართებაში. რაღაც ეტაპზე ზელენსკი ფაქტობრივად მძევალი გახდა მაგ პარამილიტარისტული ძალების და შემდეგ, პრინციპით „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“ მათ ლეკალებითვე იმოძრავა. შედეგიც დაუყევნებლივ დადგა. უკრაინა მიწასთანაა გასწორებული არარეალური მოლოდინებისა, „ნიადაგობრივი“ მითის აღორძინების და მილიტარისტული სურვილების გამო. დღეს მას, არც ნატოში ღებულობენ, არც მოიერიშე თვითმფრინავებს აწვდიან და არც ტერიტორიას უთმობს სამხედრო ტვირთების გასატარებლად რამოდენიმე ევროპული ქვეყანა და ა.შ. თუმცაღა სატელევიზიო, პიარ ომში ქე იგებენ, ტიკ-ტოკის აუდიტორიაში განსაკუთრებით. მიზეზებიც ზედაპირზეა; აქედან, თინეიჯერებზე ორიენტირებული უპასუხისმგებლო იმორისტები ხელისუფლებაში, შაპიტო, ქართული „ნაციონალური“ დესანტითურთ და იქიდან ОУН-УПА-ს (უკრ. Українська повстанська армія) შერწყმა ვერტიკალში. დეგრადირებულია მოკლედ, ზოგადად უკრაინის პოლიტიკური და მედია ელიტა. კრიტიკული, გრძელვადიანი აზროვნება არ აღმოაჩნდათ ქვეყნისთვის სამწუხაროდ, რითიც მყისვე ისარგებლა ისეთმა მტაცებელმა მეზობელმა, როგორიც რუსეთია.
–რუსეთი არ ემორჩილება ჰააგის სამართალს, რა ბერკეტები რჩება ევროპის საბჭოს მის შესაჩერებლად?
არავითარი. საერთოდ დატოვა რუსეთმა ევროპის საბჭო და ეს უფრო ცუდი ამბავია საბჭოსთვის, ვიდრე რუსისთვის. თუ ასე გაგრძელდა, ეს ორგანიზაცია მალე საერთოდ არ იარსებებს. სხვათა შორის, ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, რომ ევროპის საბჭო დიდწილად დუბლირებს ევროკავშირის ფუნქციებს და სულ ტყუილა იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. არადა ევროკავშირის წევრების გარდა, მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოღაა მანდ გაწევრიანებული; რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა. ახლა კი, როდესაც რუსეთი გავიდა, თურქეთს კი საერთოდ აღარ აინტერესებს ევროპელების აზრი, შესაბამისად ევროპის საბჭოს აღმზრდელობითი მისიაც ქრება. კერძოდ ევროკვშირს რაც შეეხება, აქაც არაა მარტივად საქმე; უამრავი ქვეყანა იქ, რუსთან სეპარატულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ეფლირტავება, ახალ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს და აზრი სანქციებზე რბილად რომ ვთქვა გაყოფილია. ზოგიც, საერთოდ აშკარა მოკავშირეა პუტინის. იქაური მექანიზმები კი მოგეხსენებათ – სრულ კონსენსუს მოითხოვს ქვეყნებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარაციას არ სცდება ნებისმიერი მუქარა.
–მიიჩნევენ, რომ ზელენსკიმ უკრაინა აქცია რუსეთისა და ნატოს ომის პოლიგონად. ასევე, შეკითხვა დაისვა კიევის ნატოსგან დისტანცირებასთან დაკავშირებით – შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარ რიტორიკას ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების ტაქტიკისთვის იყენებდეს?
პირველ კითხვას რაც შეეხება, ასე გამოდის – ფაქტები, ჯიუტიაო. დროა შევეჩვიოთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას; ის რასაც ამბობენ ხოლმე მაღალი ტრიბუნებიდან, როდი შეესაბამება ნამდვილ ფიქრსა და მით უფრო ქმედებებს. და განა შტატები იგივეს არ აკეთებდა როცა ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებს ეხებოდა? სად იყო მაშინ საერთაშორისო სამართალი და სანქციების ქომაგები, როცა ხალიჩისებური დაბომბვა მიდიოდა იუგოსლავიის, ერაყის, ლიბიისა თუ ავღანეთის. რატომ დუმდნენ? მერედა წარმოიდგინეთ რომ ირლანდიამ მოითხოვოს ინგლისური ენის აგრძალვა, ОДКБ-ში გაწევრიანება, რაკეტების განლაგება დიდი ბრიტანეთის ყურის ძირში. ოლსტერში მაგალითად (ინგლისის მიერ დღემდე ოკუპირებულ ირლანდიურ ტერიტორიაზე), ღაიად ჩაერიოს – რას მოიმოქმედებდა დიდი ბრიტანთი? ანდა ისრალის მიერ მოკლული ირანელი მეცნიერები გაიხსენეთ და ა.შ. მთელი ეს საერთაშორისო სამართლის რიტირიკა, სასაცილოდ არ ეყოფოდათ იქაურ „ჯინგოისტებს“-თქო. მეორე კითხვას კი რაც შეეხება, თავად ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია იმის აღიარება, რომ „ნატოში შესვლა არ შეგვიძლია. ეს სიმართლეა და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას”. რაც ტაქტიკას შეეხება, დღეს ზელენსკის მხნე სატელევიზიო იმიჯის მიუხედავად არ ეტაქტიკება. რადგანაც, უკრაინის ყოფნა-არყოფნის და პირადად მისი ლიკვიდაციის საკითხი დგას დღის წესრიგში. დასავლეთიც, გარდა ანგლო-საქსონური სამყორისი აშკარად დაიღალა და სთავაზობს ზელენსკის მიიღოს რუსეთის პირობები. ასე მაგალითად, უკრაინის საპრეზიდენტო ოფისიდან გაჟონვის თანახმად, გერმანიის კანცლერმა შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც შესთავაზენ დანებებება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენეტმაც ღიად მოსთხოვა ზავის დადება რუსული პირობებით. მოკლედ, რთულად აქვს ზელენსკის საქმე, იმაზე რთულად ვიდრე აქ წარმოუდგენია მავანს, ნამდვილად აღარ ეთამაშება ტაქტიკობანა-მეთქი.
–საქართველოს მთავრობის პოზიციას რაც შეეხება, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის მინისტრები თანხმდებიან, რომ საჭიროა მეტი დახმარება საქართველოსთვისაც. თუმცა კონკრეტული ამ მხრივ არაფერი თქმულა. ჩვენ ისევ აფსაიდში ვრჩებით?
ღმერთმა ქნას, იმ სცენარში რაც ახლა უკრაინის ირგვლივ ტრიალებს აფსაიდში დავრჩეთ ბოლომდე. ახლა მთავარია, არ მოვხდეთ დიდი ქვეყნების ყურადღების ეპიცენტრში, გინდ ეს შტატები, გინდ რუსები, თუ სხვა იყოს. ეს ჩვენდაა საქართველო სამყაროს ცენტრი, თორემ დიდი მოთამაშებისთვის პაიკი, ხურდა, რომელიც შეიძლება გაცვალო, მოისროლო, გაყიდო ან უბრალოდ გატეხო და ნამცეცები მიისაკუთრო. ახლა, ჩვენი ეროვნული ინტერესია, არ დაუშვათ რუსული ინტერვენცია საქართველოში და მორჩა. მერწმუნედ, ძალზედ ბევრი ძალაა საქართველოს ბრძოლის პლაცდარმად გადაქცევაში დაინტერესებული როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაც დროული იყო, ვშიშობ იმდენად ადეკვატური, რომ მისი პრემიერობიდან ჩამოშორების მცდელობები იქნება გაათაგებული და უკვე თავად „ოცნებაში“ ჩაბუდებული მაქციებსგან წამოსული. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს მიღწევადი იყო მხოლოდ უარით მილიტარისტული რიტორიკაზე, უკრაინასთან ცრუ ანალოგიებზე, ყოფით რუსოფობიაზე და ევროატლანტიკური გეზის რადიკალურ-ლიბერალური ინტერპრეტაციაზე. მავანი იტყვის – „ნატოს ქვეყნებმა ამდენი სიკეთე მოგვიტანა, უკრაინაც სტრატეგიული პარტნიორია, გვეხმარებოდაო, ფული ჩადესო, ჯარი აგვიშენესო“ და ა.შ. ნუ დაუჯერებთ ამ ნეტარებს, რეალპოლიტიკის ანა-ბანას არმცოდნეებს. ბუდას მოსწონდა ერთი ამბის მოყოლა. სოფელში ხუთი სულელი დადიოდა. როდესაც ხალხმა დაინახა ისინი, გაუკვირდათ, რადგან სულელებს თავზე ნავი გადაჰქონდათ. და ნავი იყო უზარმაზარი; ხალხმა ჰკითხა: “რას აკეთებ?” სულელებმა უპასუხეს რომ არ შეუძლიათ ამ ნავის მიტოვება, რადგანაც გადასცურეს მასზე ერთი დიდი მდინარე და არ შეუძლიათ უმადურობის გამომჟღავნება. „ჩვენ მარადიულად ვართ დავალებული ნავის წინაშეო. ჩვენ მას თავზე მადლობის ნიშნად ვატარებთო“. ასე და ამგვარად ვართ ახლაც-მეთქი ჩვენ, მაგ ნატოსა და უკრაინის წინაშე-თქო. 30 წელია ქართული ისტებლიშმენტი იდეალური სამყაროს ჩარჩოებში აზროვნებდა. მაგრამ სამყარო არასდროს ყოფილა და იქნება მასეთი, დღეს ეს უბრალოდ გამძაფრდა და ყველასათვის ნათელი გახდა. დავსძენდი, 2010 წლის 6 სექტემბერს პუტინმა განაცხადა, რომ „ოდესმე საქართველომ, აფხაზეთმა და ოსეთმა ერთად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი სამომავლო ურთიერთობების ფორმა და არ ვიცი, იქნება თუ არა ეს ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი“. მე ეს მაშინ, როგორც მინიშნება აღვიქვი, რომ რუსეთისადმი მეგობრული საქართველო უფრო, ვიდრე საქართველო მტრულად განწყობილი, შეძლებს გახდეს მიმზიდველი მაგნიტი სეპარატისტული რეგიონებისთვის. სცენარი, რომელიც ამ მიმართულებით პუტინმა სანაცვლოდ შეუძლია შეგვთავაზოს, სავარაუდოდ, იგულისხმებს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. სავარაუდოდ ის შეგვთავაზებს რაღაც შუალედურს, „ფინლანდიზაციასა“ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას შორის – აი რაზე უნდა ვიფიროთ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად დღეს.
-ვის ეკისრება დაღვრილი სისხლი, ნატოს, ზელენსკის თუ რუსეთს თუ სამივეს ერთად?
ცნობილი სუფიური იგავია რომელიც ძალიან მიყვარს, იქ კითხულობს ერთი ოსტატი; ადამიანი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, მოედანზე ჩამოახრჩვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცამ მას ვერცხლის მონეტა მისცა და მან იყიდა დანა, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა; ან იმიტომ, რომ ვიღაცამ დაინახა რაც მან ჩაიდინა; თუ იმიტომ, რომ არავინ შეაჩერა? ან იქნებ იმიტომ, რომ მას ცუდი გენეტიკა აქვს? ძალზედ ბევრი მიზეზი და შემოქმედია-თქო მაგ ტრაგედიაში გარეული. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, და აი უკვე ალექსეი არესტოვიჩიც კი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მიერ ნატო-ს წევრობის კურსის კონსტიტუციით გამყარება იყოო; “პეტრო პოროშენკომ, როდესაც ეს შეიტანა, მისი პირადი წინასაარჩევნო პიარტექნოლოგია იყო. მან უკვე იცოდა, რომ ნატო არასდროს მიგვიღებდა. ახლა კი, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში უკანასკნელი წილი ეკისრებათ მათ, ვინც მიიღო და ხელი შეუწყო კონსტიტუციაში ამ ნორმის შეტანას”. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე უკეთ, ვერც ვერავინ იტყოდა და ახსნიდა, ვგონებ.
–რუსეთის მოკავშირეები არ ჩანან.
ალექსანდრე III-ს ეკუთვნის; “რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს – მისი არმია და საზღვაო ძალები”, მას მერე დიდად არაფერი შეცვლილა რუსის ფსიქტიპში. ისე კი ჩინეთი და ინდოეთიც და სხვა, არა დასავლური ქვეყნებიც უმაგრებენ მორალურად ზურგს. მეტი ამ ეტაპზე არ მგონია სჭირდებოდეს და თუ დაჭირდა დარწმუნებული ვარ, ჩინეთი არ აარიდებს მის სამოკავშირეო ვალდებულებებს თავს. დასტურად, აგერ თუნდაც ბაიდენსა და სი ძინპინის შორის, ორი დღის წინანდელი სატელეფონო საუბარია; ბაიდენი კი შეეცადა დაშინებას, მაგრამ ჩინეთის ლიდერმა მიუგო რომ, “თქვენ უკრაინაში აგზავნით იარაღს და სიკვდილს, ჩვენ კი იქ ათასობით ტონა ჰუმანიტარულ მარაგს ვაგზავნით”-ო. “მკაცრი და დაუყოვნებელი რეაგირებით” დაიმუქრა სი ძინპინი, „თუ შეერთებული შტატები შეეცდება ზიანი მიაყენოს ჩინეთს“-ო. ამრიგად, უკრაინაში მშვიდობაზე საუბრის ნაცვლად, მხარეებმა მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე ისაუბრეს ფაქტობრივად და ვინ ვისთან, რა ფორმებით იქნება ერთმანეთთან, რომ საქმე მაქამდე მივიდეს, ასეთი იმპრესიული საუბრის შემდეგ, თავად გასაჯეთ.
–რამდენ ხანში დაიშლება რუსეთი და მისი ეკონომიკა? ასევე, რას იტყვით აქ შემოსულ რუსული მოქალაქეების ნაკადზე?
ეს ქართული ფოლკლურული მოლოდინები, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 28 თებერვლის ერთ მიმართვას მახსენებს; „ჩვენ მარტონი არა ვართ, ევროპის მუშათა კლასმა უკვე აღიმაღლა ხმა ჩვენს სასარგებლოდ და ბოლშევიკური თავდამსხმელების წინააღმდეგ, საერთაშორისო დემოკრატია ვერ მოითმენს წითელი იმპერიალიზმის მიერ დემოკრატიულ საქართველოს ფეხ-ქვეშ გათელვას. ევროპიდან უკვე ვღებულობთ ნივთიერ დახმარებას და საფრანგეთის საზღვაო ძალები ჩვენ ჯარებთან შეთანხმებით იცავენ საქართველოს მიწა-წყალს“.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ნაკადს, ყოვლად მიუღებელია ის აღვირახსნილი ქსონოფობიური კამპანია, რაც იღვრება ქართული პარტიული ტელევიზიების მეშვეობით. სამხედრო პროპაგანდის ანაბანაა; რომ მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია უნდა მოახდინო; მაგალითისთვის, გსმენიათ ალბათ რუანდაში განვითარებული მოვლენებზე. იქაც, ყველაფერი რადიოგადაცემებით დაიწყო 90-ანებში. ტუტსის, რადიო მოიხსენებებდა როგორც ტარაკნებს, რამაც ისინი ხუტუს თვალში არაადამიენებად აქცია, და რასაც მათი ჟლეტა მოჰყვა. ეს პარტიული ქართული ტეევიზიები ზსუტად ამ მეთოდოლოგიას მიმართავენ – გაიხსენეთ რა ეპითეტებით ამკობენ რუს მოქალაქეებს. ეს ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ კუთხით, რადგანაც ძალზე დელიკატური თემაა. დავამატებდი უბრალოდ, რომ მთავრობის მცდელობა, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს დისკრიმინაციის პროპაგანდა „მიშისტური“ არხების მიერ არ მიმაჩნია საკმარისად, თუმცაღა თავს შევიკავებდი ახლა საჯაროდ, იმ მეთოდებზე საუბრისგან რაც საჭიროა რომ გატარდეს, მაგ პრობლემის აღმოსაფხვრელად. და პრობლემა მართლაც რომ დიდია და ეგზისტენციალურად საშიში ქართული სახელმწიფოსთვის.
-ოპოზიციის ქმედებების შეფასება.
ერთმნიშვნელოვნად, ანტისახლემწიფოებრივი.
–რა გველის წინ?
მიდის მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება. მე-17 საუკუნის ვესტფალიის ზავის, ვენის, იალტის და 90-იანების ლიბერალური ჰეგემონიის რღვევა, გადაფორმატირება მიმდნიარეობს. ჩვენ კი მოუმზადებელი შევხვდით, აყოლილი რა ამ ნეოლიბერალურ მანტრებს, დაგვავავიწყდა კაცობრიობის რეალური ისტორია და მოტივაცია. რომელმაც მყისვე და ასე უხეშად შეგვახსენა თავი. დავყაბულდით ზრაპრებს, არადა დიდი სახელმწიფოების თანაცხოვრების წესები არასოდეს ყოფილა ალტრუისტთა კლუბის განაწესი, როგორც ამას ენჯეოშიკები გვასწავლიან ყველა ქართული პარტიული მედიაპლატფორმიდან. საქართველოშიც მალევე დაიწყება ძალიან ცუდი პროცესები, თუ იმძლავრა მიშიზმმა. მის ჩახშობას კი, ჯერ პირი არ უჩანს, რადგანაც „ოცნება“- ა, კონცეპტუალურ დონეებზე პაექრობას ვერ „ნაციონალებს“ უწევს. მათი დისკურსიდანაც კი ვერ გამოდის ბოლომდე. ცალკეული პირები, თუგინდ უმაღლესი შრეებიდან, ასეთ რთულ მისიას, კომპეტენტური გუნდის გარეშე ვერ გაუმკლავდება – საჭიროა, არასამთავრობოები, ტელევიზიები, ახალი დოქტრინა და საკუთრივ, „ოცნების“ რიგების განწმენდა „მიშისტებისგან“, მეტი ratio-ც.