მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: X-კ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, –...

დავით ჩხარტიშვილი: X-კ), სტოიციზმის პრიზმაში გატარებული დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

10
0
  • სამწუხაროა დავით, რომ იძულებული გავხდით ტექნიკური მიზეზის გამო, გამორჩეულად საინტერესო და საკვანძო მომენტზე შეგვეწყვიტა საუბარი. კერძოდ, როდესაც ვიხილავდით ე.წ. „ღერძულ დროში“ წარმოშობილ ახალ ფასეულობათა სისტემას და ადამიანში კოგნიტიური რევოლუციის წყალობით გაჩენილ სწრაფვას „სრულყოფილების ვექტორისადმი“ …
  • რა გავა, ამჯერადაც ფორმატმა გვაიძულა  X ეპიზოდის, უკვე „ი“ ნაწილის უადგილო გაწყვეტა; ნუ, დაახლოებით ისე ჯემალ, როგორც მატერია აიძულებს ხოლმე სულს ჩატევას მიწიერი კანონების ზეწოლით „ფიზიკალისტურ“ ჩარჩოებში (იღიმის). მაგრამ, ხომ იქვე აღვუქვით მკითხველს, რომ მომდევნო, ანუ წინარე X ეპიზოდის ეპილოგს ექნება მეტადრე ეპიკური დასასრული და რომ გაეცემა პასუხი ისეთ კითხვებს, როგორიცაა ა) თუ რა მეთოდითაა შესაძლებელი შეიქმნას სანიმუშო ქართული სახელმწიფო, იმ ისტორიულ გაკვეთილებზე დაყრდნობით, რომლებზეც დანაპირებისამებრ ვაპირებ საუბარს. ბ) როგორი იყო ტრადიციონალისტურ-ქრისტიანული ევროპა იქამდე, სანამ გაბატონდებოდა ეს მეინსტრიმული მემარცხენე ლიბერალიზმი. გ) სინამდვილეში, რა ფენომენთან გვაქვს საქმე მაგ ღვთისმგმობელი სწავლების სახით და ა.შ. ასე რომ, დიდ პრობლემას ვერ ვხედავ საუბრის უნებლიე გაწელვაში და თან მოვუწოდებ მკითხველს, რომ არ მოდუნდეს, – რადგან წინ საზრისებით მეტადრე დატვირთული ჭვრეტითი გამოცდილება და ინტელექტუალური თავგადასავალი ელის. აი, რომლის შემდგომ კონვერტაციას აქტიურ სამოქალაქო მოქმედებაში ამჯერზე მე ველი მისგან!..
  • ხოდა, შენდამი მეგობრული შენიშვნა-გაფრთხილების სახით დავსძენდი მაშინ, რომ ეს დანამდვილებით მოხერხდება, თუ კვლავ არ დაუთმე ზედმეტი დრო განტოტებებს და ისტორიული მოვლენების გარემოზე მანიფესტირება-მორგებას …
  • ჯემალ (!), არა საკამათოდ გიპასუხებ ახლა, არამედ ცნობისთვის; ისტორიული ექსკურსების და პოლიტიკურ-სოციალური პუბლიცისტიკის „კანონიკაში“ ეგ პირიქით მისასალმებელია და დაუშვებელი მხოლოდ საპირისპიროა ამ ველზე. სახელდობრ, – „ისტორიზმის პრინციპის“ თანახმა, ისტორიული მოვლენების და პიროვნებების თანამედროვე ეპოქის ფასეულობითი სკალით შეფასებაა გაუმართლებელი. აბა, სხვა დანარჩენში სრული „გაშობილაა“ აქ (იცინის). ასე რომ, შენიშვნას მაგ სახით ვერ მივიღებ, – ა) რადგან იმ ყველაფრის ჩემეული ექსტრაპოლაცია გარემოზე, რასაც შენ მაგისტრალური ხაზიდან გადახვევებს უწოდებ, „მასშტაბირებაში“ მესაჭიროება და ჩათვალე რომ ოპტიკის ფუნქციას ასრულებს. ანუ, უბადლო ხელსაწყოა რა, – რომელიც ზრდის ან ამცირებს თანმდევ მოვლენებს, ძირითადი ხაზის უკეთ გამოკვეთის საჭიროებიდან გამოდინარე და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება მკითხველს. ბ) და მთავარი ჯემალ, – უშუალოდ ამ გაშლა-ინსტრუმენტალიზაციას რომ გაანებო თავი, ხომ უნდა იცოდეს მკითხველმა, კონკრეტულად რა კონტექსტი მალაპარაკებს. რადგან, პოსტმოდერნიზმს კი ვებრძვით „დიდი იდეის“ კრისტალიზაცია-შეთავაზებით, მაგრამ პოსტმოდენისტულ მეთოდებს ვიყენებთ თან, და მერწმუნე, – ეს საუკეთესო ტაქტიკაა მიმდინარე, მეტა-მოდერნის ხანაში. გ) თუმცა, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და უნდა გითხრა ისიც რომ, მშვენივრად გააზრებული მაქვს, – ნამდვილად დიდი რისკი არსებობს გზა-გზა წამოჭრილ „წვრილმანებზე“ ზედმეტი ფოკუსირების გამო „აბსტრაქციებში“ გაიხლართოს ავტორი და ა.შ. მაგრამ, გამოცდილებაც ხომ იმოდენა მაქვს ამასობაში მიღებული რომ მჯერა, – საბოლოოდ ფრიად და ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე უტილიტარისული მოძღვრება-მანიფესტი გამოგვივა.
  • თუ მასეა, ბოლომდე მოგყვები დავით; რადგან დავრწმუნდი, რომ ამ მეთოდოლოგიის გამართლების შემთხვევაში იმ ტიპის იდეა იშვება, რომელიც „რკინის კვერთხით“ მოიყვანს შესაბამისობაში „გრანტიჭამიების“ და მედუქნე-პოლიტიკანების მიერ ნაჯიჯგნ ქართულ პოლიტ_მედია ნიადაგს …
  • მასეა კი, და საბოლოოდ, – პერიპეტიების, გარეგნულად ჩიხური განტოტებების და ტექნიკური წუნის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს! რადგან სწორედ აი ეს „კერიგმა“/„რწმენის სიმბოლო“_ა საჭირო როგორც არც ერთი სხვა ალგორითმი სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე. ჰმ, რომ მოდუნებულმა მაღალჩინოსანმა და საზრის_არმქონე პასიონარმა ადრესატებმა, ერთიანი ძალისხმევით შეძლონ ახალი საქართველოს დაშენება ჩვენს მიერ შეთავაზებულ პლათფორმაზე … 
  • ხოდა ბარემ, ანატოლ ფრანსის “პინგვინების კუნძული“_დან ფრაგმენტსაც მოგაშველიებ, მკითხველზე ამ „მესიჯის“ უკეთ მიტანისთვის; იმდენად მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეს გზავნილი, რომ „ლოგოსის“ „მითოსით“ გამაგრება არ იქნებოდა ურიგო. „ხალხს ერთი იოტის_ოდენა ეჭვი არ ეპარებოდა, – რადგან მათი უცოდინრობა და ამ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ეჭვის საფუძვლის პოვნის საშუალებას არ აძლევდა მათ. ამიტომ, პინგვინებს აღარ გააჩნდათ ტრადიციები, ინტელექტუალური კულტურა და მაღალი ხელოვნება“_ო. ასე და ამგვარად, გვაფრთხილებდა კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი მასწავლებელი ანტიუტოპიით, თუ სად მიჰყავს ერები გონება_სუსტ დემაგოგებს, პსევდო_პატრიოტებს, „დუქან-დახლს“ და „ზურნის“ ჰანგებს. ვგონებ, ამ  ჩაწოდების განზოგადება-მორგება ქართულ რეალიებზე არ გაუჭირდება ერთგულ მკითხველს …
  • შესაბამისად, რთული აზროვენის მქონე და ესთეტ მკითხველებს ჯემალ. რომლებშიც, მაია ჩხაიძეს და მერი ცინცქილაძეს კიდევ ერთხელ გამოვყოფდი; რადგან წინარე „სთორის“ დრამატურგია მათზე პასუხად იყო მიბმული თავიდანვე. ასე რომ, იმ „ობივატელმა“ თუ პასიონარმა მკითხველმა, ანდა მაღალჩინოსნმა, „ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“ და ა.შ., – ამ მანდილოსნების მიერ, არსებული ფორმაციის და საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციის ერთობ უხეშ მეთოდოლოგიაზე გამოთქმული ეჭვის. ასევე, ცივილური გამოსავალს ძიების კუთხით დასმული ადეკვატური კითხვების გამო იხილა ეს ციკლი „по большому счету“ …
  • მაშინ, „by default“ მინიმუმ იდეის მომწოდებლები გამოდიან და თანაავტორობის დაკნინება კი, რაგინდ უნებლიე იყოს ის, არ არის კარგი საქმე. ბოლო-ბოლო, სწორად და დროულად დასმული კითხვები, უკვე პასუხსაც შეიცავს თუ ჩაეძიება გონიერი კაცი და ნამვდილად უმადურობა იქნებოდა ავტორ-მედიატორის მხრიდან, მათი უნიკალური როლის არ_მოხსენიება ხაზგასმით. ხოდა, ვისარგებლებ რა შემთხვევით და მეც მადლიერებით მოვიხსენიებ ამ გონება_გახსნილ მანდილოსნებს …
  • რაც კი, უშუალოდ შენს მიერ ამ მართლაც საუკეთესო ჩაწოდება-კითხვას შეეხება, არა მხოლოდ ერთგული მკითხველი, – არამედ ახლად_შემოერთებული, კომიქსებზე და ტიკ-ტოკში აღზრდილიც მიხვდებოდა ჯემალ, თუ რისი თქმა გინდა ანატოლ ფრანსის მეტაფორით. მაგიტომაც, ვგონებ ზედმეტია მაგ კუთხით განვრცობა. მაგრამ მაინც დავიზღვევ თავს, და ორიოდე აბზაცით_ღა დავსძენ კლასიკოსის კვალდაკვალ მათთვის, ვინც ახლად_შემოერთებულია და კარგად ვერ აუღო ალღო ჰიპერ_ტექსტს. გენერალ დე გოლის სიტყვებით დავუმარცვლავ, ასე ვთქვათ „იმპრნტინგისთვის“, ჯერ კიდევ ჩვენს ცნობიერების ნაკადში რომ არ_შემოსულან სათანადოდ, მათთავის-თქო. „საფრანგენთის მკაფიო იდეა გამაჩნია“_ო. ამბობდა ლეგენდარული გენერალი და მეც უბრალოდ გავიმეორებ პერსონალურად ამათთვის, რომ ჩვენც აქ, – მკაფიო იდეას ვთავაზობთ აუდიტორიას. მათზე შეთავაზებული „პურის და სანახოების“, „დუქნის“, კომიქსების, „პაპსას“, ტიკ-ტოკის, “вещизм”_ის, სამშობლოს და ქალაქის უმოწყალო მოღორების ნაცვლად და ა.შ. აი, სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა ჯემალ, სანამდე თემის არსებით განხილვაზე გადავიდოდე და შევუდგეთ მაშინ დაანონსებული საკითხის გაშლა-ინსტრუმენტალიზაციას. არადა შენი არ იყოს – ფორმატის გამო მორიგი წყვეტა გვექნება საუბრის. რაც, კომპოზიციურად გამართლებული როდია მართლაც, თუმცა დიდი არაფერი შავდება ამით. მით უფრო, როდესაც უახლოეს მომავალში, ციკლის ერთიან და წიგნის ფორმატში გამოცემას ვაპირებ. მთლიანობაში კი, – სხვაგვარად გამოჩნდება ტექნიკური მიზეზებით დანაწევრებული, ეს საუბრები. მოკლედ, შევჩერდით „დიდი იდეაზე“, რომელიც „ემანაციით“ განსხეულდა და თანამედროვე ტიპის ცივილიზაციის ფუნდამენტად იქცა. ანუ, იმ მომენტზე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ერთმანეთს დაშორდა „ტრანსცენდენტული“ და „საერო“, გაჩნდა „ვერტიკალი“, – „ზედა“ და „ქვედა“ სამყაროები, ელიტა და პლებსი, სიქველე და მანკიერება, გმირი და ანტიგმირი და ა.შ. ახლა კი, ევროპული საცივილიზაციო ტრადიციის შესაბამისად, რომელიც ავტორიტეტული მეცნიერების თვლსაზრისით პლატონის სწავლების ინტერპრეტაციაა დიდწილად. მეც პლატონით დავიწყებ ევროპული ცივილიზაციის მიმოხილვას, და თან სქემატურად რა თქმა უნდა; ვგონებ, გასაგებია რატომაც „საგზაო რუკის“ დარი თეზის-ანტითეზისებით შეკაზმული. რადგან, ისევ და ისევ საგაზეთო ფორმატის გამო გზამკვლევს ვთავაზობთ მკითხველს და არა აკადემიურ კვლევას ისტორია-კულტოროლოგიაში. იმ იმედით, რომ დაინტერესებული და სწორ გზაზე დაყენებული მკითხველი, შემდგომში თავად მოიკვლევს იმ „ნარატივებს“ კლასიკოსების ნაშრომებში, რომლებმაც ამ „სთრიმის“ შესაბამის დასკვნებამდე მომიყვანა.
  • დავსძენ; და ეს საჭიროა, რომ უკვე დამოუკიდებელ-ავტონომიურ რეჟიმში გაიღრმავ-გაითავისოს ცოდნა მკითხველმა, – აქ გაკაფული „ტოპოსის“ მიხედვით. რადგან, ჩვენი საერთო მიზანი – არა პროპაგნდით, არამედ „განმათლებლობით“ მიღწეული შედეგია. მაიცა დავით, – უფრო დეტალურად და ნაცნობი ბილიკით განვუმარტავ მასას; რომ არა უბრალოდ ცნობისთვის, ინფორმაციად მიიღოს ეს ჩვენი დიალოგი და ჩვეული ცხოვრება ძველი შაბლონებით გააგრძელოს, – ამისთვისაა უპირველეს ყოვლისა საჭირო! ჰმ, რთული მისიაა, მაგრამ გამოგვივა / ,,აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. 4 თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. 5 ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა. 6 ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი. 8 ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. 9 ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“ / მასეა ეს ოდითგანვე-თქო და მაგიტომაც გამოვა უცილობლად-მეთქი. აი ახლა კი ნახევრად_ხუმრობით „STOP“ და ერთი არასასიამოვნო ამბავი უნდა შეგაპარო. დავიხედე რა საათზე, გადავხედე ჩანაწერებს და შენი, ჩემი თუ პატივცემული აუდიტორიის სურვილის მიუხედავად, – როგორც „აჭარა_PS“_ის მთავარი რედაქტორი, იძულებული ვარ შევწყვიტო საუბარი, რადგან ყველანაირ ლიმიტს გადავაჭარბეთ ამჯერზეც …

(გაგრძელება იქნება)

საუბრა ჯემალ მეგრელიძე