დედა ენის კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხალას საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გულვარდ დავითაძის ხელმძღვანელობით, არა ერთი საბავშვო წიგნის ავტორს, პოეტ ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილს უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ნანული გვარიშვილის ახალი წიგნი „ცოდნის ბილიკები“ მიმოიხილეს და ავტორის ნააზრევი ლიტერატურული მონტაჟის სახით საინტერესოდ წარმოადგინეს.
სტუმარს მოსწავლეებთან ერთად სკოლის პედაგოგები და დირექტორი ლეილა ლორთქიფანიძე მიესალმნენ, დასასრულ ნანული გვარიშვილმა გულღია, თბილი მასპინძლობისთვის ღონისძიების მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
დეტალები იხ. ვიდეოსიუჟეტში