CBC “შავი ზღვის აუზი 2014-2020” ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო დახმარების ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარეობს პროექტი „გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე საზოგადოების ონლაინ წვდომის გაუმჯობესება – MARLITER“
რა არის MARLITER?
MARLITER არის პროექტი საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე შავი ზღვის აუზში. ეს არის შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (BSNN), ბულგარეთი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარე ნოსტრუმის“, კონსტანტა, რუმინეთი, „თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის“, საბერძნეთი, „ოდესის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის“, უკრაინა, და „შავი ზღვის ეკო აკადემიის“, ბათუმი, საქართველო ერთობლივი ძალისხმევა. აღნიშნული ხუთი პარტნიორი ერთად შრომობს შავი ზღვის აუზში საზღვაო ნარჩენების შემცირების საქმეში კოორდინაციის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის. პროექტის ერთერთი მიზანია შეიქმნას, გააქტიურდეს და ხელი შეეწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინსტრუმენტსა და მონაცემთა პროდუქტს. ეს მიღწეულ იქნა ინოვაციური ვებ პლათფორმის მეშვეობით. პროექტი მიმდინარეობა: 2018 წლის ივლისი-2021 წლის ივნისი
MARLITER-მა შავი ზღვის რეგიონისათვის შექმნა (შეიმუშავა) ინოვაციური ICT (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) ინსტრუმენტი იმ მიზნით, რომ საზღვაო გარემოთი დაინტერესებულმა მხარეებმა შეძლონ გააუმჯობესონ თანამშრომლობა როგორც სანაპიროზე, ასევე ღია ზღვაში მყარი ნარჩენების შემცირების სფეროში. ეს ინსტრუმენტული საშუალება ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://marliter.bsnn.org/ და აერთიანებს გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და ინფორმაციას პროექტის პარტნიორი ქვეყნებისათვის, ასევე რეგიონული დონის მონაცემთა ზოგიერთ პროდუქტს.
როგორც MARLITER-ის ძირითადი პროდუქტი, ეს ინტერაქტიული, მოხერხებული პორტალი ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებულ სხვადასხვა სახის საქმიანობას ფონური ინფორმაციის, ინსტრუმენტული კომპლექტების, სივრცული მონაცემთა ბაზების, პოლიტიკური რეკომენდაციების, ინტერნეტ სწავლების მასალებისა და თემატური მონაცემთა ბაზების, მოდელებისა და ნიმუშების უზრუნველყოფის გზით, რაც საზღვაო ნარჩენების საკითხებთან მიმართებაში მოქმედებს როგორც განვითარების, გავრცელებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის ბერკეტი.
ICT ინსტრუმენტი შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან. პირველი ნაწილი მომხმარებელს აწვდის ქვეყნის სპეციფიკურ ინფორმაციას საზღვაო ნარჩენების შესახებ, რაც წარმოდგენილია რეგიონის ინტერაქტიული რუკის სახით. უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ნაწილებში „ზღვის ნარჩენების მდგომარეობა“ და „მონიტორინგის სტატუსი“. ოფიციალური ეროვნული მონიტორინგისა და პროექტების ფარგლებში საზღვაო ნარჩენების წყაროებისა და მონიტორინგის მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ამ შესავალ ნაწილში.
მეორე ნაწილი შეიცავს თითოეული პარტნიორის მიერ მოწოდებულ GIS სხვადასხვა მონაცემებს. აქაც, მონაცემები წარმოდგენილია რეგიონის ინტერაქტიულ რუკაზე „სივრცითი მონაცემებისა“ და „ნაწილაკების მოძრაობის“ ნაწილებში. სივრცითი მონაცემები მოიცავს სხვადასხვა ეროვნული და რეგიონული დონის ბიოტიკური და აბიოტიკური ხასიათის სხვადასხვა ფორმატის ადვილად ხელმისაწვდომ მონაცემებს, რომლებიც რელევანტურია ნარჩენებით საზღვაო გარემოსა და ზღვის დაბინძურებისათვის. მონაცემთა თითოეულ ჯგუფს თან ახლავს დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა გეოგრაფიული და დროითი დაფარვა, ორიგინალური წყაროს მითითება და ბმული. მონაცემთა ჯგუფის ჩამოტვირთვა თავისუფლად შეიძლება. მოდელირება აჩვენებს, თუ სად მოხვდება ბოლოს პლასტიკატის ნარჩენები ათი წლის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა ქალაქებიდან ბუნებაში მათი გადაყრის შედეგად. პლასტიკატის ნაწილაკების პოტენციური გზის გავლის პროცესი მოცემულია ორთვიანი პერიოდულობით. ფერის ცვლილება მწვანიდან წითლამდე მიუთითებს ნაწილაკის კონკრეტულ ადგილამდე მიღწევის ალბათობას.
პოლიტიკური ინსტრუმენტების ნაკრები ეხმარება მომხმარებელს გაერკვიოს საზღვაო გარემოს დაბინძურებისა შემცირების ეფექტიანი პოლიტიკის აგებისა და შემუშავების პროცესში „კანონმდებლობის“, „დაინტერესებულ მხარეთა მონაცემთა ბაზისა“ და „რეკომენდაციების“ მიმოხილვის გზით. ამ ინსტრუმენტული ნაკრების მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მონაცემები და რესურსები მისთვის გასაგები ფორმატით და დაეხმაროს ადმინისტრაციებს, ბიზნესს, მეცნიერებს, ექსპერტებს ისეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელიც სარგებლობას მოუტანს საზღვაო გარემოს და მასზე დამოკიდებულ სხვადასხვა მომხმარებელს. მოწინავე პრაქტიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი რეკომენდაციები დაჯგუფებულია პარტნიორების მიერ მოწოდებული თემატიკის მიხედვით. ისინი უზრუნველყოფს სასარგებლო ეროვნული და რეგიონული გამოცდილების ხელმისაწვდომობას.
ICT ინსტრუმენტის სწავლების მოდული მოიცავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც შედგება ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული მთელი რიგი თემებისაგან საზღვაო გარემოს შესახებ. თითოეული თემა წარმოდგენილია მოკლე პრეზენტაციის ან ვიდეოს სახით. გარდა ამისა, აქ არის კითხვარები, დავალებები და რეკომენდაციები დახურულ და ღია სივრცეებში ჩასატარებელი მეცადინეობისთვის. მოდულის მასალების გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე როგორც მოკლე ონლაინ კურსების ან საკლასო კურსების ნაწილისა. მომავალში ისინი შეიძლება შეივსოს ახალი ამოცანებით და პარტნიორების ეროვნულ ენებზე თარგმანებით.
შესაძლებლობათა გაძლიერებისათვის მუშაობა უმთავრესად ითვალისწინებს MARLITER-ის ფარგლებში ჩასატარებელ ეროვნული და რეგიონული დონის ღონისძიებებს. ისინი კიდევ უფრო გამდიდრდება პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ტრენინგებისა, საზღვაო ნოტირორინგისა და ელექტრონული სწავლების კურსების საშუალებით.
ამავე პროექტის ფარგლებში ა.წ 7 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ‘შავი ზღვის ეკო-აკადემია“ ანხორციელებს შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში: აჭარარის არ, გურია და სამეგრელო-ზემო სვანეთში საჯარო სკოლების მონაწილეობით საზღვაი ნარჩენების მონიტორინგს.
მონიტორინგის მონაცემები აიტვირთება ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს პორტალზე.
მონიტორინგში ჩართულია საჯარო სკოლის 200 მოსწავლე და 20 მასწავლებელი.
მონიტორინგის პროცესის გაშუქება მოხდება ადგილობრივი მედიის მიერ.