მთავარი პოლიტიკა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა

160
0

ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რასაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

კარდინის თქმით, აღნიშნული პროგრესი იმის ნიშანია, რა იქნება მომავალში, როცა ეს ქვეყნები ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში კანონიერ ადგილს დაიკავებენ.

-“ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რასაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, რა იქნება მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ”, – წერს კარდინი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).