მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ეკომიგრანტები ბინებს მიიღებენ

ეკომიგრანტები ბინებს მიიღებენ

354
0

დღეიდან ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 10 აპრილიდან 1მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით.
პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა მაისის თვისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტს ბინები უკვე გადაეცა. 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.