მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ზეიმი პრეზიდენტის თანდასწრებით პრეზიდენტის „გარეშე“

ზეიმი პრეზიდენტის თანდასწრებით პრეზიდენტის „გარეშე“

130
0

15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა.

ღონისძიებას  სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. 

  • მმართველმა გუნდმა ჩანიშნა დიდი ზეიმი, სადაც განსაზღვრული იყვნენ მონაწილეები. ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, მთელი საქართველო, მათ შორის ხელმოცარულები ოპოზიციიდან, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, გიშუნდელი ზეიმი განკუთვნილი იყო იმ ხალხისთვის, ვინც მხარს უჭერდა და გვერდში ედგა ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი ამ სიაში არ ეწერა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, “თუ არადა, ხალხში იქნება”.