5 ივლისის საქმზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
როგორც ადგილიდან ,,აჭარა პ.ს“-ის კორესპონდენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლე ჩახნაშვილმა ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 1 წელი და 3 თვე მიუსაჯეს, რასაც საპატიმროში გატარებული პერიოდი გამოაკლდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
გიორგი ნასყიდაშვილი – 1 წელი და 3 თვე;
გიორგი კახიანი – 1 წელი და 3 თვე;
რომეო კეკუტია – 1 წელი და 3 თვე;
უშანგი დათუნაშვილი – 1 წელი და 3 თვე;
ზაზა მჭედლიძე – 1 წელი და 3 თვე;
თემურ ხარაული – ერთი წელი და ერთი თვე;
ილია ქებაძე – ერთი წლით და 6 თვე;
უშანგი დათუნაშვილი – 5000 ლარიანი გირაო.