“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
როგორც მან ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს და ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
„დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ასე წავიდა პროცესი, რომ ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია“, -განაცხადა უსუფაშვილმა.
სოფიო პაქსაძე