ინდოეთში ოთხმა მამაკაცმა ვარანი გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა.
ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Vice ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა 29 მარტს, ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშთრაში, საჰიადრის ნაკრძალში მოხდა. კანონდამრღვევები ტყეში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
სამართალდაცავებმა 1-დან 5 აპრილამდე შუალედში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა, რამდენიმე ბრალდებულს მობილურ ტელეფონში ცხოველზე ძალადობის ვიდეო ჰქონდა.
“მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დაკავებულები 20-დან 30 წლამდე ასაკის კაცები არიან. დანაშაული მათ გართობის მიზნით ჩაიდინეს, არ იკვეთება რელიგიური ან შავი მაგიისრიტუალი“. – ავხადებს ნაკრძალის რეინჯერი ვიშალ მალი.