მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ინფორმაცია სოფლად /და არა მარტო სოფლად/ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!

ინფორმაცია სოფლად /და არა მარტო სოფლად/ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!

562
0

იცით თუ არა, რომ სოფლის მეურნეობა დიდი შესაძლებლობების მოედანია და აგრობიზნესი უდიდესი პერსპექტივაა ყველა მომავალი ფერმერისათვის?!.

ჟოლოს ბიზნესის სწორად ორგანიზებით შეგიძლიათ მიაღწიოთ 65%-მდე მომგებიანობას. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა, მასზე ფასი სტაბილურად მაღალია და კარგი მოთხოვნით ხასიათდება. მოსავლის მიღება იწყება დარგვიდან მეორე წელს და სწრაფად ანაზღაურებს გაშენების დროს გაწეულ ხარჯებს.

მაია ბერაძე, ფერმერი: – 2018 წელს ოჯახისთვის დავიწყეთ ჟოლოს ბაღის მოშენება, პირველივე წელს მივიღეთ კარგი მოსავალი და გადავწყვიტეთ საქმიანობის გაფართოება უკვე ბიზნესის თვალსაზრისით. გამოვნახეთ დაახლოებით 700 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც დავრგით 800 ძირამდე ჟოლოს ნერგი და დღეს, უკვე წელიწადში ორჯერ ვიღებ 400-კილოგრამამდე მოსავალს, რაც ჩემი ოჯახისთვისაც საკმარისია და კარგ ფინანსურ შემოსავალსაც მაძლევს. სამომავლოდ, ვფიქრობ, კიდევ უფრო გავაფართოვო ეს მიმართულება.

მინდა ვურჩიო ყველას, რომ მომგებიანი საქმიანობაა და მოვუწოდებ, რომ განავითარონ ეს კულტურა, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და კარგ ფინანსურ სარგებელსაც იძლევა.