მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ინფორმაცია სოფლად /და არა მარტო სოფლად/ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!

ინფორმაცია სოფლად /და არა მარტო სოფლად/ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!

568
0

იცით თუ არა, რომ სოფლის მეურნეობა დიდი შესაძლებლობების მოედანია და აგრობიზნესი უდიდესი პერსპექტივაა ყველა მომავალი ფერმერისათვის?!.

სოფლად ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და შემოსავლიანი საქმეა. სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად ამ დარგით დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობა 20-25%-ით იზრდება. ტურისტისთვის მიმზიდველია ყველაფერი, რასაც საინტერესოდ შესთავაზებთ, აქ მთავარი მონდომება და მდიდარი ფანტაზიაა…

გიორგი ცეცხლაძე, ფერმერი: – მე, ძალიან მცირე მიწა გამაჩნია, მაგრამ ისე მოვაწყვე სიტუაცია, რომ ჩემ მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის წყალობით, ოჯახურ ბიუჯეტს ვავსებ მთლიანად. თავად ტურისტების მზარდან წამოსულმა მოთხოვნამ მოიტანა ის, რომ გავაფართოვე ეს სფერო. თუნდაც არ გქონდეს ბუნებრივი პირობები, რითაც შეიძლება ტურისტი მიიზიდო, სოფლადაც შესაძლებელია შენ თვითონ შექმნა შესაბამისი გარემო.

მოვუწოდებ არა მარტო ჩემი, არამედ სხვა სოფლების მცხოვრებლებსაც, რომ სოფლად ტურიზმის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს და ჩაერთონ ამ საქმიანობაში, ამით კიდევ უფრო გავძლიერდებით!