მთავარი პოლიტიკა ირაკლი კობახიძე – ბათუმის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე...

ირაკლი კობახიძე – ბათუმის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება

209
0

ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ბათუმში და რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზექართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბათუმის საკრებულოს არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე იქნება.

ხოლო რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებშიქართული ოცნებისკანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი.

,,როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავიგარდაბნის საარჩევნოოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიოკვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად 2 თვეში, ამა წლის 2 აპრილს.

დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებააღნიშნული ორი არჩევნებისათვისქართული ოცნებისკანდიდატების დასახელების შესახებ.

ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნებაირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიულიგანათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძოკომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორიშვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთრამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილისთანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავიგარდაბნისოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობისრიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის.

წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი შატაკიშვილს და რამაზ ჯინჭარაძეს არჩევნებში“-განაცხადაირაკლი კობახიძემ.