მთავარი პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში

344
0

მინდა მკაფიოთ ვთქვა, რომ საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.

ჩვენ გავეცანით ჩვენი პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოსფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრომეტად ჩვენს ქვეყანას“-განაცხადა ღარიბაშვილმა.