მახვილაურის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. შენობა სრულად არის ადაპტირებული. მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას ახორციელებს, რომელთაგან 10 წელს დასრულდება. ასევე. მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.