მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მშვიდობით, ბატონო ნუგზარ!

მშვიდობით, ბატონო ნუგზარ!

1217
0
ტელეკომპანია ტვ12-აჭარა ღრმა მწუხარებით იუწყება ჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის თანამშრომლის, ჟურნალისტის, საზოგადო მოღვაწის, „რჩეული ქობულეთელის“, „ღირსების ორდენოსანის“, სწავლული აგრონომის, სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეკონომისტ–ორგანიზატორის, ზოოტექნიკოსის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ნუგზარ ოქროპირიძის გარდაცვალების გამო.
 ბატონი ნუგზარის საქმიანობას უკავშირდება ჩაქვის ციტრუსოვანთა და გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობების დაგეგმარება და მოწყობა.
 ნუგზარ ოქროპირიძე აქტიურად მონაწილეობდა სასოფლო-სამეურნეო დარგების პოპულარიზაციასა და განვითარებაში: მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა.
ეს არის მცირე ჩამონათვალი სოფლის მეურნეობის დარგებისა, რომელთა განვითარებისთვის ნუგზარ ოქროპირიძე დაუღალავად შრომობდა აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად. მას უდიდესი წვილი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.