ჟურნალ ხატიმამულის რედაქციამ მწერალ აკაკი მახარაძის წიგნების წარდგინება გამართა, ღონისძიებას ქალაქის ინტელიგენცია დაესწრო, დამსწრე საზოგადოება აკაკი მახარაძის 8 წიგნს გაეცნო, აღინიშნა ნაწარმოებთა მაღალი დონე, სიტყვით გამომსვლელებმა მწერლის იმ მაღალ ლიტერატურულ ღირებულებებზეც ისაუბრეს, რომლითაც მდიდარია აკაკი მახარაძის შემოქმედება, თითოეული მოთხრობა თუ რომანი აგებულია რეალურ ფაქტებზე, რაც ორმაგ ინტერესს სძენს ნაწარმოებებს, და რადგან მისი გმირებიც რეალური ადამიაანები არიან, ავტორი ადვილად აღწევს მიზანს – შემოიკრიბოს გემოვნებიანი მკითხველი და ამოგზაუროს იგი რეალურ და იდუმალებით სავსე სამყაროში. წარდგინება აკაკი მახარაძის დაბადების დღეს დაემთხვა, 4 თებერვალს მწერალს 61 წელი შეუსრულდა.