29 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას აქვს შანსი, ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოუშვას. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან მელიას მათი თავდებობით გათავისუფლების საკითხი დადგეს.
ადვოკატმა დღეს მელია რუსთავის პენიტეცნიურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამინისტიის კანონში მოძალადე პირები არ აღმოჩდნენ.
სოფიო პაქსაძე