მთავარი პოლიტიკა ნონა მამულაშვილმა – ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტი დატოვა

ნონა მამულაშვილმა – ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტი დატოვა

811
0

ნონა მამულაშვილის თქმით, ,,ერთიან ნაციონალურმოძრაობასა და პარლამენტსტოვებს.

ამის შესახებ ნონა მამულაშვილი ,,FACEBOOK”-ზე წერს

მამულაშვილი აღნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაშიყველაზე სამარცხვინოა“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაკიპოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია“. 

მამულაშვილის განცხადებას ,,აჭარა პსუცვლელად გთავაზობთ:

,,მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს დანაციონალურ მოძრაობას

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პრო დასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეშიპოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯასაქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვსმოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი ხვედელიანისა Giorgi Khvedeliani და ბექაყორშიას მიერ თანამოაზრეებთან ერთად შექმნილ ინოვაციურ პლატფორმაგამზირსგამზირი • Gamziri

გიორგის პარტიაში ყოფნისას, ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გამოცდილება, მისი ხედვები იყო და რჩება ყველაზე საინტერესო ხედვებად, რაც გარშემო მომისმენია. ჩვენ ერთად, “გამზირისპლატფორმაზე მალედავიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს – “რეისი

გარდა ამისა, მე და გიორგი, ჩვენს ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთანერთად, ვმუშაობთ მასშტაბური, ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებადაც. რისი მიზანიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება“-ნათქვამია განცხადებაში.