მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

198
0

პოლიტიკური პარტია ,,გახარია საქართველოსთვისგანცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,აჭარა .უცვლელად გთავაზობთ.

,,დღეს რასაც ვხედავთ უკრაინაში არის გაგრძელება იმ აგრესიული პოლიტიკისა, რაც წლებისწინ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგეს არის რუსეთის ღია აგრესია და სრულ მასშტაბიანიომი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეხება არამხოლოდ უკრაინას და რეგიონს, არამედ მისიშედეგები განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგიიქნება  მომავალში.

დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის შეჩერება ყველა ეფექტიანი მექანიზმის გამოყენებით.

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს ამ ურთულეს პერიოდში!

მიგვაჩნია, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩვენიქვეყნის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლიანი მოქმედება გვევალება ყველასხელისუფლებასაცდა ოპოზიციასაც.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად ვართ კონსულტაციებისთვის ხელისუფლებასთან დაოპოზიციასთან ერთობლივ პოლიტიკურ ფორმატში და მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იყოს დახურული ფორმატი, რომელიც მიმართული იქნებაეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საერთო სახელმწიფოებრივი მიზნისკენ“-ნათქვამია განცხადებაში.