მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს

197
0

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე ასევე პანდემიაზე ,მან აღნიშნა, რომ პანდემია ყველაზე კარგად გვიჩენებს, ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები და  ახლა სიძულვილის დრო არ არის, ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ პანდემიის დასამარცხებლად .

ის მიმართავს ხელისუფლებას , რომ ვაქციანაცია გახდეს აუცილებელი სხვადასხვა გზებით , ასვე ფიქრობს , რომ  მედიას შეუძლია პოპულარუაზაცია გაუწიოს ვაქცინციას ,ახლა  ეს ყველაზე აუცილებელია პრობლემის დასაძლევად რადგან, მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ასევე სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საპატრიარქოს, რომ მრევლს  ვაქცინაციის უფლება მისცეს.

პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, ყურადღება მიაქციონ რეალურ პრობლემებს და არა იმას, რაც ამ ეტაპზე აუცილებლობას არ მოითხოვს.

“მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მკაცრი ზომები იყოს მიღებული, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტების შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანისთვის.” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა .