მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი რაზე იმსჯელა მთავრობამ კერძო სექტორთან

რაზე იმსჯელა მთავრობამ კერძო სექტორთან [ვიდეო]

365
0

სულ ახლახან სასტუმრო „რედისონში“ დასრულდა მთავრობის წარმომადგენელთა სარეკომენდაციო ხასიათის შეხვედრა კერძო სექტორთან – მსხვილი სასტუმროებისა და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ კერძო სექტორის პრობლემების მოსმენა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების სტანდარტებსა და იმ პრევენციულ ზომებს, რომლებიც უნდა გატარდეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

შეხვედრის მეორე ნაწილი დახურული იყო ჟურნალისტებისთვის. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, იქმნება სპეციალური ცენტრი რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს შსს-ს შესაბამის ქვედანაყოფებთან.

https://youtu.be/bxaJCaUf8kg