მთავარი მედიცინა რა აინტერესებთ ქართველ პაციენტებს თურქეთის წამყვანი კლინიკების ექიმებისგან?! /ვიდეო/

რა აინტერესებთ ქართველ პაციენტებს თურქეთის წამყვანი კლინიკების ექიმებისგან?! /ვიდეო/

39
0

თურქეთის წამყვანი კლინიკების ექიმთა საქართველოში ვიზიტები და ქართველი პაციენტებისთვის კონსულტაციების გაწევა, სასიამოვნო ტრადიციად იქცაამჯერად სამსუნის კლინიკა მედიკანას ექიმი – ნეიროქირურგი, პროფესორი ენის ქურუოღლუ ბათუმს ეწვია და ადგილობრივი პაციენტები მიიღო… ჩვენ რა თქმა უნდა, ვისარგებლეთ შემთხვევით და ბატონ ენისს ქართველი პაციენტებისთვის საინტერესო რამდენიმე კითხვით მივმართეთ…

  • უპირველესად, მოგელსალმებით! ძალიან მიხარია, რომ ისევ ბათუმში ვარ. დაახლოებით 5 წელია რაც, ქალაქ სამსუნის „მედიკანას“ ჰო­ს­პ­ი­ტ­ა­ლ­ის სახელით კო­ნ­­ს­ულტაციებს ვუწევთ პაციენტებს საქართველოს სხ­ვ­ა­დასხვა რეგიონში, კე­რ­ძ­ოდ კი­ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვ­ენ ვზრუნავთ ბევრი პაციენტის ჯანმრთელობაზე როგორც სა­ქ­ა­რ­თ­ვ­ე­ლ­ოში, ას­ევე, სა­მსუნში, ჩვენს კლინიკაში. ვფიქრობ, ამ კუთხით ნა­მ­დ­ვ­­ილად დიდი ძა­ლ­ი­ს­ხმევა და შრომა გავწიეთ საქართველოსთვის.

 თავის ტვ­­­ინის ღრმა სტიმულაციის თერაპიის საშუალებით ვუ­მ­კ­უ­რ­ნ­ა­ლ­ე­თ არა ერთ, განსაკუთრებით კი მოძრაობის კოორდინაციის ისეთი და­რღვევების მქონე პა­­ციენტს, როგორიცაა პარკინსონი, დისტონია, ტრ­ე­მ­ორი, ზოგიერთ ისეთ პაციენტს, რო­მ­ლებ­თ­ან­აც არ შეიძლებოდა ქი­რ­უ­რგიული ჩარევა, ჩავუტარეთ მედიკამენტური თერაპია. გა­რდა ამისა, ჩვ­ენს ქართველ პაციენტებს ჩავუტარეთ ანევრიზმის ოპერაციები, ბე­ვ­რს გავუკეთეთ სქოლიოზის, თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციები, გვ­ყ­ავს რო­გ­ო­რ­ც მოზრდილი პაციენტები, ასევე ბავშვები, მათ შორის, ჩვ­ი­ლ­ები. ვუმკურნალეთ ბევრ პაციენტს, რომელთაც ჰქონდათ ხერხემლის სხ­ვადასხვა პრობლემა, როგორიცაა თიაქარი, სპინალური არხის შე­ვ­ი­წ­რ­ო­ება, კისრის თიაქარი, ზურგის თიაქარი, ხერხემლის მოტეხილობა და სხვა.

 საქართველო და ქართველი ხალხი განსაკუთრებით მიყვარს. ამ ად­ა­მ­ი­ა­ნ­ებმა იციან მადლიერება, ისინი ყოველთვის აფასებენ და აც­ნ­ო­ბ­ი­ე­რ­ე­ბ­ე­ნ ჩვენს ძალისხმევას, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ სწორ საქმეს ვე­მ­ს­ა­ხურებით და ასეც გავაგრძელებთ.

 დღეს ბათუმში გავსინჯე პაციენტები, რომლებსაც ოპერაცია გავუკეთე. შე­­დეგები ძალიან კარგია. მა­თი ბედნიერება მეც ძალიან მაბედნიერებს. თუ­მცა, ეს არ არის მხ­ო­ლ­ო­დ ჩემი ძალისხმევა. ქალბატონი ნანა სა­რ­ი­შ­ვ­ი­ლი განსაკუთრებით დიდ შრომას დებს ამ საქმეში. როგორც ვიცი, პა­ც­ი­ენტებს ძალიან ეხ­მ­ა­რ­ე­ბა ჩატარებული პროცედურების და­ფ­ი­ნ­ა­ნ­ს­ე­ბ­ი­ს ძიებაში. დიდი მა­დ­ლ­ობა მას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გა­დ­­ა­ვუხადო ბატონ ჯე­მ­ალ მეგრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვ­მ­ა­ს­პ­ი­ნ­ძ­ლობს და ყო­ვ­ე­ლ­ნ­ა­ი­რად გვეხმარება. მართლა ძალიან მახარებს აქ ყო­ფ­ნა, ამიტომ ჩემი შე­ს­ა­ლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ აქ­აური ხა­ლ­ხ­ი­ს­თ­ვ­ი­ს. ყველაფრისთვის დიდი მადლობა.

  •  როგორ ხდება პაციენტის შერჩევა ოპერაციისთვის, განსა­კუთ­რ­ე­ბ­ი­თ პა­რ­კინსონის დაავადების, ესენციური ტრემორისა და დი­ს­ტ­ო­ნ­ი­ის დროს?
  •  – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა შე­­­ვ­ა­ფ­ა­ს­ო­თ ექნება თუ არა შედეგი პაციენტს, ვისაც ტვინის ღრმა სტ­ი­მ­უ­­­ლ­აციის ოპერაცია ჩაუტარდება. ეს, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. ამიტომ, უპირველესად, პა­ც­ი­ე­ნ­­­­ტებს ძალიან დეტალურად ვიკვლევთ.

 დღესაც, კონსულტაციაზე, ბევრი პაციენტი მოვიდა. მათ შორის, იყვნენ ის­­­ეთებიც, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ნე­ი­რ­ო­ს­ტ­­ი­მ­უ­­ლატორის გამოყენება, თუმცა ჯერ არ მითქვამს, რომ მათ სჭ­ი­რ­დ­ე­ბ­ა­თ ნე­­იროსტიმულატორი, რადგან პაციენტმა ჯერ უნდა გაიაროს და­კ­ვ­ი­­­რ­ვ­­ების ეტაპი. პირველივე კონსულტაციაზე არ ვაკეთებთ კომენტარს ნე­­ი­­როსტიმულატორის აუცილებლობაზე.

 იშვიათად, ექსტრემალურ სიტუაციებში, შე­გ­ვ­ი­ძ­ლ­ია, განვიხილოთ ოპ­ე­­­რაციის საჭიროება იმ დასკვნის შესაბამისად, თუკი კონკრეტულ პა­ც­ი­ე­­­ნტს დადასტურებული აქვს პარკინსონი, წლების გა­ნმავლობაში აღ­ე­ნ­ი­­შ­ნება ტრემორი, მოძრაობის შენელება, სპაზმები, მა­გრამ პაციენტი, ას­ე­­ვე, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს – აი­ტანს თუ არა ოპ­ე­რაციას?  როგორია გულის, ფილტვების პო­ტ­ე­ნ­ც­ი­ა­ლი? როგორია მისი მო­რ­ა­ლ­უ­რ­ი და ფსიქოლოგიური მოტივაცია? სა­ჭიროა ამ ყველაფრის შეფასებაც, რაც რეალურად ყველაზე რთული ნა­წილია. შემდგომი პროცესი უფრო მა­რტივია. თუ და­ვ­რ­წ­მ­უ­ნ­დ­ი­თ, რომ პაციენტს ექნება შედეგი და ეს გა­მ­ო­კ­ვლევებითაც დასტურდება, შეგვიძლია გადავიდეთ ქირურგიულ ფა­ზ­აზე და ვუ­რ­ჩიოთ ოპერაციის გაკეთება.

 ოპერაცია დაახლოებით 1-2 სა­ა­თს გრძელდება. 5-6 დღის შემდეგ ვა­ა­ქ­ტ­ი­ურებთ ბატარეას და თანდათან ვამცირებთ მედიკამენტების დოზას.

 როგორც ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პაციენტის მო­ლ­ო­დ­ი­ნები. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება – პა­ც­ი­ე­ნ­ტ­ისთვის ამ სიტყვების თქმა, შეიძლება, არ იყოს მთლად სწორი. ამ­ი­ტ­ო­მ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისი მოლოდინები და ფს­იქოლოგიური მდ­გომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. შემდგომი ეტაპი ანუ ოპერაცია და  ბატარეის რეგულირების ფაზა ჩვ­ე­ნ­თ­ვის შედ­ა­რ­ე­ბ­ით მსუბუქია.

  • შესაძლოა თუ არა რაიმე სახის გართულებები პოსტოპერაციულ პე­რ­ი­ო­დში?
  •  რა თქმა უნდა, ნებისმიერ ოპერაციას შეიძლება ახლდეს გარ­თ­უ­ლ­ე­ბ­ე­ბი. მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება შე­ს­ა­ძ­ლ­ე­ბ­ლ­ობას გვაძლევს, უფრო მეტი ვიცოდეთ ამ გართულებებისა და პრ­ო­ბ­ლ­ემების შესახებ და შესაბამისად, შეგვიძლია, დროულად მივიღოთ სა­ჭ­ირო ზომები.

 ამ ოპერაციის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გა­ნ­ს­ა­კ­უ­თ­რებით ­არასასურველი გართულება არის ინფექცია. თუმცა ჩემს ოპ­ე­­რაციებში არასდროს მქონია რაიმე სერიოზული გართულება.

 ბატარეის ან ტვინის ლოკაციაზე ინფექციის განვითარება ძალიან პრ­ო­ბ­ლ­ემური სიტუაციაა. ზოგჯერ მდგომარეობა ბატარეის ამოღებამდეც კი მიდის. მაგრამ მადლობა უფალს, ეს მდგომარეობა ჩვენს პაც­ი­ე­ნ­ტ­ე­ბ­თ­ან არასდროს დამდგარა. ანუ არასდროს გვყოლია პაციენტი ინ­ფ­ე­ქ­ც­ი­ი­თ, რომელსაც ბატარეის ამოღება დასჭირდა. გარდა ამისა, შე­ს­ა­ძ­ლ­ე­ბ­ე­ლ­ია ადგილი ჰქონდეს სისხლდენას. ბოლოსდაბოლოს, ეს თავის ტვ­ი­ნ­ი­ს ოპერაციაა. მართალია, მცირე ჩარევებს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგად, შე­საძლოა, ტვინში სისხლდენა განვითარდეს. ასეთი გართულებებიც არ­ასდროს გვქონია.

 იმედი მაქვს, მსგავსი გართულებები არც არასდროს გვექნება. ეს არის ის ორი გართულება, რომელიც ყველაზე მეტად გვაშინებს – ინფექცია და სისხლდენა. სხვა გართულებები უფრო მარტივია და შესაძლებელია მა­თი მოგვარება ნეიროსტიმულატორის რეგულირებით.

ამ ოპერაციებს 14 წელია აქტიურად ვაკეთებ. რეალურად, ეს არ არის მხ­ო­­ლოდ მოძრაობის დარღვევები. გარდა ამისა, ჩვენთან აქტიურად ტა­რ­დ­ება სიმსივნეების, ანევრიზმის, ბავშვთა ნეიროქირურგიის და სქ­ო­ლ­ი­ო­ზის ოპერაციები.

  •  ორიოდ სიტყვით თავად ნეიროსტიმულატორის ანუ ბატარეის შეს­ა­ხ­ე­ბ­აც მოგვიყევ­ით­…
  •  უპირველესად ვიტყვი, რომ ნეიროსტიმულატორი ანუ ბატარეა ძა­ლ­ი­ან მოწინავე ტექნოლოგიაა, რომელიც დიდი შრომის და ძალისხმევის შე­დეგად შეიქმნა. ამჟამად მსოფლიოში სამი კომპანიაა, რომლებიც წლ­ე­ბია ამ საქმით არიან დაკავებული და დიდი გამოცდილებით და მა­ღ­ა­ლ­ი ხარისხით აწარმოებენ ბატარეებს. ჩვენს არც ერთ პაციენტს ბა­ტ­ა­რ­ე­ა­სთან დაკავშირებით არასდროს შექმნია პრობლემა.

 რა გვახსენდება, როდესაც ვამბობთ ბატარეას? შესაძლებელია და­მ­წ­ვ­რ­ო­ბ­ის მიღება? აფეთქება? ეს არის ძალიან ხშირად დასმული კითხვები. ამ მხრივ არასდროს არანაირი პრობლემა არ გვქონია. ისინი ადამიანის ორგანიზმში გამოიყენება ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ. ეს არ არის მა­რკეტში შეძენილი ბატარეის ადამიანის სხეულში განთავსება. რო­გ­ო­რ­ც გითხარით, არსებობს მხოლოდ სამი კომპანია, რომლებიც აწ­ა­რ­მ­ო­ე­ბ­ე­ნ ამ ბატარეებს სპეციალური ტექნოლოგიით.

 ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ბატარეებს, ასევე, აქვთ გარკვეული და­­დებითი და უარყოფითი მხარეები. მათი შეფასების შემდეგ ვირჩევთ ის­ეთს, რომელიც შედეგიანი იქნება პაციენტისთვის როგორც გა­მ­ო­ყ­ე­ნ­ე­ბ­ის, ასევე,  მისი მოლოდინის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. თუ­მ­ც­ა, ყველა ბატარეა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, აღიარებულია მთელ მს­ო­ფ­ლიოში.

 დღემდე არასდროს გვქონია პრობლემური სიტუაცია. ეს პროდუქცია ყვ­ელგან არ იწარმოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი გამოყენება ად­ამიანის ორგანიზმში შესაძლებელი ხდება წლების განმავლობაში ტე­სტირების გავლის შემდეგ. შეერთებულ შტატებში საჭიროა FDA-ს (Fo­od and Drug Administration) ნებართვა, საჭიროა ევროპული ნებ­ა­რ­თ­ვ­ე­ბ­ი.

  • როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის ბატარეა – დამუხტვადი და არადამუხტვადი. რა სხვაობა ან უპირატესობაა მათ შორის?
  • – არადამუხტვადი ბატარეები შეიძლება პაციენტმა გა­მოიყენოს დაახ­ლ­ო­ე­ბ­ით 4-დან 8 წლამდე, თუმცა ზოგიერთ შე­მ­თ­ხ­ვ­ე­ვ­ა­ში საჭირო ხდება იმ­პ­ულსების საკმაოდ გაზრდა. მაგალითად, თუ პა­ც­იენტს აღენიშნება ძლ­ი­ერი ტრემორი,  ძალიან მძიმეა, ან დაავადება არ­ი­ს ძალიან პრ­ო­გ­რ­ე­ს­ი­რ­ე­ბადი, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება იმ­პ­უ­ლ­ს­ე­ბ­ი­ს მიწოდების გა­ზ­რ­დ­ა სტანდარტულზე მეტად. ამ შემთხვევაში ბა­ტ­ა­რ­ე­ა შეიძლება ამ­ო­ი­წ­უ­­როს 2,5-3 წელიწადში. ზოგიერთ პაციენტში გა­მ­ო­ი­ყ­­ენება ძალიან და­ბ­ა­ლი სიხშირე და ბატარეა 8-9 წლის განმავლობაშიც ძლ­ებს. ანუ გასაგებ ენ­აზე რომ ვთქვათ, არადამუხტვადი ბატარეის მუშაობა და­მ­ო­კ­ი­დ­ე­ბ­უ­­ლია მის მო­ხ­მ­ა­რ­ე­ბ­­აზე, გამოყენებულ ძაბვასა და იმპულსების სი­ხ­შ­ი­რ­ე­ზე.

 რაც შეეხება დამუხტვად ბატარეებს, ჩვეულებრივ, საჭიროა მათი და­მ­უ­ხტვა 3 – 5 დღეში ან კვირაში ერთხელ ტელეფონის უკაბელო სატენის მს­გავსი მოწყობილობით. ეს ბატარეები შედარებით მცირე ზომისაა, თუ­მცა უფრო ხანგრძლივი გამოყენებისაა და 10-15 წლის განმავლობაში ძლ­ებს. თუმცა აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით. მისი დამუხტვა შე­ს­ა­ძ­ლ­ო­ა ცოტათი დამღლელი იყოს, მაგრამ დისტონიის მქონე პაც­ი­ე­ნ­ტ­ე­ბ­ი­ს­თ­ვ­ის, რომელთაც ესაჭიროებათ მაღალი სიხშირის იმპულსების მი­წ­ო­დ­ე­ბ­ა, უპირატესობას ამ ნეიროსტიმულატორს ვანიჭებთ.

 არადამუხტვადი ბატარეა ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. ამიტომ მრ­ავალჯერადი დამუხტვის ბატარეებს ვამჯობინებთ. მაგრამ მათ აქვთ გა­დახურების პრობლემა დამუხტვისას. ეს შეიძლება ცოტათი შე­მ­ა­შ­ფ­ო­თ­ე­ბელი იყოს ზოგი ადამიანისთვის. გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს ბა­ტ­ა­რ­ეის დამუხტვა ავიწყდება, ამიტომ ის შესაძლოა გაითიშოს. და­უ­მ­უ­ხ­ტ­ა­ვი ბატარეა ისევე ითიშება, როგორც დაუმუხტავი ტელეფონი.

 აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ვაკეთებთ ბატარეის არჩევანს პა­ც­იენტის, მათი მდგომარეობისა და მათი კულტურული დონის მი­ხ­ე­დ­ვ­ით. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის და­ა­ვ­ა­დ­ე­ბ­ის ტიპი.

  • ინტერნეტით თუ სხვა გზებით მოძიებული ყველა წყარო იძლევა ინფორმაციას, რომ აღნიშნული ნეიროსტიმულატორების ხარისხი და მოხმარების ფუნქციები დღითი – დღე უმჯობესდება, იხვეწება ტექნოლოგიები და ა.შ. რა შეიცვალა ამ მხრივ თუნდაც ბოლო 5 წელიწადში და თუ პაციენტს ძველი ნეიროსტიმულატორის ახლით შეცვლა მოუნდება, რა გზები უნდა გაიაროს?
  •  ძალიან კარგი კითხვაა, სწორად აღნიშნეთ, რომ ნეიროსტიმულატორის ტექნოლოგია დღითი-დღე ვითარდება და უმჯობესდება. ეს უდავოა. ბატარეები, მათი კაბელები და ასევე ტვინის შიგნით განთავსებული კაბელებიც, რომლებსაც დაახლოებით 5 წელია ვიყენებთ, თავსებადია მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიასთან. ასეთი შეთავსება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას ტექნოლოგიის განვითარებისა და უფრო მაღალი ხარისხის, უფრო გამძლე ბატარეების შექმნის შემთხვევაში, შევცვალოთ იგი მარტივი პროცედურით, გავხსნათ მხოლოდ ის უბანი, სადაც ბატარეაა განთავსებული, რაც დაახლოებით 5-10-წუთიანი პროცედურაა.
  • ანალოგიური ოპერაციები საქართველოშიც ტარდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში სათანადო შედეგი ფაქტობრივად არ არის… რა ხდება, ექიმების კომპეტენციის პრობლემასთან გვაქვს საქმე თუ უხარისხო ნეიროსტიმულატორებია შემოტანილი?
  • როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია პა­ც­ი­ე­ნტის სწორად შერჩევა. აუცილებელია გულდასმით განისაზღვროს პა­ციენტი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ისარგებლოს ნეი­რ­ო­ს­ტ­ი­მ­უ­ლ­ა­ტორით. ეს პირველი.

 მეორეც, პაციენტის წარმატებით შერჩევის შემდეგ დგება ქირურგიული ეტ­აპი. ქირურგიული ეტაპისთვის, პაციენტის  ტვინში ბირთვებზე კა­რ­გ­ად დაკვირვებისთვის ასევე, საჭიროა ძალიან მაღალი ხარისხის მა­გ­ნ­ი­ტ­ო-რეზონანსული გამოსახულება.

 ოპერაციის დროს, მას შემდეგ, როცა უკვე სწორად განისაზღვრა უჯ­რ­ე­დ­უ­ლი სტრუქტურა, რომელსაც გამოვიყენებთ, ლოკაცია, სადაც გან­თ­ა­ვ­ს­დება ელექტროდი, ძალიან მნიშვნელოვანია გამოთვლები. აქ 1 მი­ლ­ი­მ­ეტრი ცდომილებაც კი არასასურველია. თუ ექიმი ოპერატორი არ არ­ი­ს გამოცდილი, თუ ვერ აკეთებს სწორ გათვლას და ვერ შეძლო ამ წე­რ­ტ­ი­ლის სწორად განსაზღვრა, პაციენტს არ ექნება შედეგი. პირიქით, შე­ს­ა­ძლებელია განსხვავებული რეაგირების მიღება პაციენტისგან. ამ­ი­ტ­ომ, ეს არის არა სწრაფად შესასრულებელი, არამედ წლების გა­ნ­მ­ა­ვ­ლ­ო­ბ­ა­შ­ი გამოცდილებით განვითარებული და დახვეწილი პროცედურა. და ჩვ­ენ თურქეთში, ამ პროცედურებს  დაახლოებით 15 წელია აქტიურად ვა­ტარებთ.

  • ბატონო ენის, მინდა, მოკლედ ვისაუბროთ ანევრიზმებზე. რა სახის დაავადებაა და რა კატეგორიის პაციენტებში გვხვდება ის?
  • ანევრიზმა არის დაავადება, რომელიც, ჩვეულებრივ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. თავის ტვინის ვენების შუა ნაწილში არის თხელი კუნთოვანი ფენა. ზოგჯერ ეს კუნთოვანი ფენა ადამიანს დაბადებიდანვე არ აქვს განვითარებული. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე მოქმედი ფაქტორები არის მაღალი არტერიული წნევა და ინტენსიური მწეველობა. არტერიული წნევის ზრდასთან ერთად, სისხლძარღვის კედლის ამ არეში, რომელსაც არ გააჩნია კუნთოვანი შრე, წარმოიქმნება ბუშტი, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის დასუსტებას და ზრდის გახეთქვის შესაძლებლობას. რაც თავისთავად იწვევს უეცარ  გართულებებს.

ანევრიზმის დადგენის ორი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია გენეტიკა. თუ ოჯახში არსებობს ანევრიზმის ისტორია, თუ მამას ან ბაბუას ჰქონდა ანევრიზმა ან სისხლდენა ანევრიზმის გამო, ბავშვებიც უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ. ანევრიზმის წარმოქმნაში განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს მოწევას, რადგან ის ძალიან ასუსტებს სისხლძარღვის კედელს.

ამიტომ, მოწევას კატეგორიულად არ ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან ის, შესაძლოა, გახდეს ანევრიზმის ხელშემწყობი. ასეთ პაციენტებში, ან მათთვის, ვისაც აწუხებს თავის ტკივილი ან ნებისმიერი სხვა დაავადება, საჭირო ხდება კომპიუტერული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება, რაც გვაძლევს ანევრიზმის გამოვლენის საშუალებას.

ყველაზე გავრცელებული კლინიკა, რომლითაც ანევრიზმის მქონე პაციენტი შემოდის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, არის გონების დაკარგვა და უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი.

როგორი თავის ტკივილი? როგორც პაციენტები აღწერენ, ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ განუცდიათ, აქვთ გაუსაძლისი თავის ტკივილი, ძლიერი პულსირება თავის არეში. ასეთი პაციენტებისთვის გადაუდებლად გადაღებული ტომოგრაფიიდან მაშინვე ცხადი ხდება სისხლდენის არსებობა.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ანევრიზმით, პაციენტს დაუყოვნებლივ უტარდება კატე ანგიოგრამა ან ინვაზიური ანუ ციფრული ანგიოგრამა ანევრიზმის გამოსავლენად, ან ქირურგიულად, მიკრო კლიფსებით, რომლებსაც ანევრიზმის კლიფსებს ვუწოდებთ, ვხურავთ ანევრიზმას. ან შეიძლება განხორციელდეს შეღწევა საზარდულიდან ანგიოგრამის მსგავსად და მოხდეს შევსება.

თუ დიაგნოზი დაისმება ადრეულ ეტაპზე, ანუ თუ ანევრიზმა გამოვლინდა სისხლდენის დაწყებამდე, მათი ოპერაციები და სხვა პროცედურები მართლაც ძალიან მარტივია. პაციენტს შეუძლია უფრო კომფორტულად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ თუ პაციენტი დაიგვიანებს სისხლდენის შემდეგ, თუ სწორი დიაგნოზი არ იქნება დასმული, თუ მიზეზი არ იქნება დადგენილი, ან თუ ანალიზები სწრაფად არ ჩატარდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სამუდამო ან დროებითი ინვალიდობა, ან შესაძლოა, ლეტალობაც.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. დიდი მადლობა ყველას. საქართველო ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა სარიშვილს და ბატონ ჯემალ მეგრელიძეს. მე ყოველთვის მზად ვარ და ყოველ ღონეს ვიხმარ ქართველი პაციენტების დასახმარებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ყურადღება! ბატონ ენისთან ვიზიტების დასაჯავშნად

სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:

ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით

საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს თურქეთის

წამყვან კლინიკათა ქსელებში. ტელ: 577 59 41 59