მთავარი მედიცინა რა დასკვნა დადეს ამერიკელებმა კოვიდით სიკვდილიანობის შესახებ?!.

რა დასკვნა დადეს ამერიკელებმა კოვიდით სიკვდილიანობის შესახებ?!.

329
0

არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები, – ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების, როდესაც „დელტა“ ვარიანტი დომინანტური იყო, შესწავლისას აღმოჩნდა, რომ არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ, ჰოსპიტალიზების – 10-ჯერ, გარდაცვალების კი 11-ჯერ მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულების“,- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.

აშშ-ში ჩატარებული ორი სხვა კვლევაც ადასტურებს, რომ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ ძლიერ დაცვას გვთავაზობენ, თუნდაც უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებშიც.