მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რა ხდება ამ დროისთვის მოსკოვში?

რა ხდება ამ დროისთვის მოსკოვში?

438
0

სამხედრო გადატრიალების მცდელობა რუსეთში
ბოლო 24 საათის მანძილზე მსოფლიო ყურადღება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეთმობა.
სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფების მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა, მას შემდეგ, რაც მათი ბაზების დაბომბვაში რუსეთის თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულა, რუსეთის რამოდენიმე ქალაქი აითო და მოსკოვისკენ გაემართა.

”ვაგნერის” მეთაურს აქვს 5 ძირითადი მოთხოვნა:
1. ჩავიდნენ თავდაცვის მინისტრი შოუგუ და რუსული ჯარების დაჯგუფების სარდალი გერასიმოვი დონეცკში;
2.მოუხადონ ბოდიში ვაგნერელებს დაბომბვისთვის;
3. მიაწოდონ ”ვაგნერს” იარაღი და ტყვია-წამალი;
4.დაბრუნდეს ”ვაგნერი” ფრონტის ხაზზე;
5. კიევზე შეტევის დაწყება.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა განცხადება ლ, სადაც ნათქვამია, რომ “თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დალაგებას ხელი შეუწყოს”.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე.
ასლან ბჟანიამ სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მოვუწოდა აფხაზეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მათ შორის სპეცოპერაციის ზონაში მყოფებს, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო ქმედებებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და მოუწოდა საქართველოს პრემიეს მინისტრს მოიწვიოს საგანგებო სხდომა. ამასთან დასძინა, რომ საქართველოს პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, და არანაირ სამხედრო მოქმედებებს ჩვენი მხრიდან ადგილი არ ექნება.
ამ წუთებში თბილისში მიმდინარეობს აქცია “ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან”, აქციის მონაწილეებმა მსვლელობით ტურისტულ უბნებში გადაინაცვლეს.
ამასობაბაში ბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, მთელი დღის მანძილზე პრიგოჟინთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ადგილი არ ექნება სისხლიან დაპირისპირებას, შეჩერდება შეიარაღებული დაჯგუფებების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე, შემდგომი დეესკალაციის და დაძაბულობის დასასრულებლად. თავის მხრივ ვაგნერის მებრძოლებმა მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები.