საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ნატო–საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძემიესალმა და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. სემინარის 65 მონაწილეს ნატო–სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემდავით ნარდაიამ ნატო– საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატო–ს როლზე საქართველოს, რეგიონისა დაგლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების საკითხებში. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების სამომავლო პერსეპქტივაზე, ნატო–ს მხარდაჭერის მნიშვნელობასა დადღემდე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიღწეულ შედეგებზე.
შეხვედრას მოდერაცია მცხეთა–მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამანბერიძემ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერდაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა დაჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ–ს საელჩოსთანერთად ახორციელებს.