ახალ წელს ბევრი ადამიანი იმედითა და სიხარულით ელოდება და უკეთესი მომავლის იმედი აქვს. პარალელურად, დეკემბერი დიდი ხარჯების თვეცაა. როგორც წესი, საყვარელი ადამიანებისათვის, ჩვენი თანამშრომლებისა და ახლობლებისათვის საჩუქრებს ვყიდულობთ, სხვადასხვა წვეულებასა და შეკრებას ვესწრებით. ეს კი ფინანსურ სირთულეებს იწვევს.
ეზოტერიკოსები რამდენიმე მნიშვნელოვან რიტუალს ასახელებენ, რომლებიც, მათი თქმით, 2024 წლის სიმბოლოს – მწვანე ხის დრაკონს განსაკუთრებით მოეწონება და მომდევნო წელს ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ:
პირველი რიტუალი – შეეცადეთ, იშოვოთ ის მონეტები, რომლებიც მიმოქცევაში უკვე აღარაა და ლიმიტირებული რაოდენობით არსებობს. მაგალითად, ძველი 50-თეთრიანი, მოოქროვილი, მოვერცხლილი მონეტები. აღნიშნული მონეტები ნაჭრის პატარა ქისაში მოათავსეთ. უმჯობესია, ქისის ფერი მწვანე, ოქროსფერი, ლურჯი, ან ყავისფერი იყოს. ახალი წლის ღამეს მონეტებით სავსე პატარა ქისა ხელში დაიჭირეთ და წარმოიდგინეთ ყველა ის ოცნება, მიზანი, რომლებიც გსურთ, 2024 წელს განახორციელოთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს დაგეხმარებათ, რომ მომდევნო წელს ფინანსურად დაწინაურდეთ და საყვარელი საქმეები განახორციელოთ.
მეორე რიტუალი – აიღეთ ქაღალდის კუპიურა. უმჯობესია, თუ მწვანე, ან ლურჯი შეფერილობის იქნება. დააწერეთ 2024 წელი, გადაკეცეთ შუაზე და თქვით, რომ 2024 წელს გექნებათ ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ – კარიერული წინსვლა, ბონუსები, ხელფასის მომატება, სასურველი პროექტები, სესხის დაფარვა. ამის შემდეგ კუპიურა თქვენს საფულეში მოათავსეთ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ გზით ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ.
მესამე რიტუალი – შეგიძლიათ, ახალი წლის ღამეს პლასტიკური ბარათიც გამოიყენოთ, სურნელოვანი ეთერზეთები წაუსვათ და გაიმეოროთ: “ჩემი სიტყვის ძალითა და მწვანე დრაკონის ჯადოსნობით, მე ვაგონებ ამ ბარათს, რომ მუდმივად და შეუზღუდავი რაოდენობით, მხოლოდ სარგებლისთვის და ყველაზე ხელსაყრელი გზით მქონდეს თანხა.”
ეზოტერიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი ფორმის რიტუალებით ადამიანებს შეუძლიათ, ფინანსური წარმატება მოიზიდონ და მომავალ წელს ბევრი ოცნება და სურვილი აიხდინონ.