მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რუმინეთსა და საქართველოს შორის პირველი საბორნე მიმოსვლა შედგა

რუმინეთსა და საქართველოს შორის პირველი საბორნე მიმოსვლა შედგა

492
0

42 საათიანი მგზავრობის შემდეგ თავის კლასში მსოფლიოში ყველაზე დიდმა (არისგინესის რეკორდსმენიც) გემმა დღეს საქართველო, კავკასიის რეგიონი და მთელიშუა აზიის ქვეყნები ევროპას ყველაზე მოკლე გზით დააკავშირა! გზით, რომელსაცალტერნატივა არ გააჩნია!

კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის 190 მეტრიანი სწრაფმავალი ბორანიVilnius- რეგულარულად იმოძრავებს, გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელადმხოლოდ 42 საათი დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს დამძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში დაისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით,  გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით, ასევე გემზე არის საბავშვო სათამაშო ოთახიც.

აღნიშნული ბორანი არის სატვირთოსამგზავრო ტიპის და მას, სატვირთოავტომობილების, კონტეინერების, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრთაგადაყვანის შესაძლებლობა აქვს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთანდასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.

     ფოთიკონსტანცას რეისები უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისა დარეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.

190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის– E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტიბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.