კიევს და იუნესკოს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ კიევის საკათედრო ტაძრიდან გაიტანენ ქრისტიანულ რელიქვიებს, მათ შორის წმინდა ნაწილებს, რომლებიც გადაეცემა იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის მიზეუმებს და ვატიკანს, მისი რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან გადარჩენის საფუძვლით.
საპასუხოდ, რუსეთის საგარეო დაზვერვაში, ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ
“რუსეთისთვის კიევის საკათედრო ტაძრის გადარჩენა, წარმოადგენს ღრმა სულიეერ განზომილებას, შესაბამისად სპეცოპერაციის ბოლომდე მიყვანის საკითხი ხდება უფრო მყარი.”
შეგახსენებთ: უკრაინის კულტურის იმდროინდელმა მინისტრმა ალექსანდრტკაჩენკომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან განაცხადა, რომ კიევის ცენტრშიმდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხისწინაშეა და მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, იუნესკოს, ჩაერიონ ამ სიტუაციაშიდა დაგვეხმარონ, გადავარჩინოთ წმინდა სოფიას ტაძარი განადგურებისგან! მისითქმით “ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი მსოფლიოს კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია და ტაძრის ნებისმიერი სახის დაზიანება ანგანადგურება მთელი კაცობრიობისთვის გამოუსწორებელი დანაკარგი იქნება.”
როგორც ცნობილია ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვისძალებმა, მიუხედავად მათი განცხადებებისა არ დაბომბეს უკრაინის უსაფრთხოებისსამსახურის ობიექტები, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ კიევის ცენტრში, რადგანსამიზნე ობიექტებთან ახლოს მოზაიკით შემკული, XI საუკუნის ფრესკებითმოხატული წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარია.