მთავარი მედიცინა საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა /ვიდეო/

საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა /ვიდეო/

254
0

covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია -WHO-ს მხარდაჭერით, აჭარის ა/რ მასშატბით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან იმართებოდა, დღეს დასრულდა. დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს, აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი ესწრებოდა.

საინფორმაციო შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, მედდებთან, მიზნობრივ ჯგუფებთნა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელთა მიზანი იყო ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინაციის მიმღებლობის გაზრდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო სემინარების და ორგანიზებული ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებით. აჭარაში ამ დროისთვის სულ – 173 180 ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა – 66 833. პროცენტულად: ერთი დოზით – მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %, ხოლო ორი დოზით 24.7 %-ია აცრილი.