მთავარი პოლიტიკა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – სოლიდარობა უკრაინას, იმედია, რუსეთი არ გამოიყენებს იმ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – სოლიდარობა უკრაინას, იმედია, რუსეთი არ გამოიყენებს იმ აგრესიას, რაც საქართველოს მიმართ 2008-წელს გამოიყენა

240
0

,,ჩემი სრული სოლიდარობა უკრაინას. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა 2008-წელს  საქართველოს მიმართ,“,  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არმოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა.

ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში…“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.