მთავარი სხვადასხვა საქართველოში მიმდინარე პროტესტს შვედეთში გამოეხმაურნენ ვიდეო

საქართველოში მიმდინარე პროტესტს შვედეთში გამოეხმაურნენ \ვიდეო\

20
0

ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა დღეს სტოკჰოლმში მდებარე საქართველოს საელჩოსთან და ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს.

აქციის მონაწილე ქართველ ემიგრანტებს უკრაინელი მეგობრებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს. ქართველმა ემიგრანტებმა აქციაზე ხაზი გაუსვეს შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ხუცურაულის გაუგებარ პოზიციას და ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნად მისი გადადგომაც მოითხოვეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არც ელჩი და არც საელჩოს რომელიმე თანამშრომელი აღნიშნულ აქციას არ გამოხმაურებია.

როგორც შვედეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები აცხადებენ საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.