მთავარი ინტერვიუ „საქართველოში სახეზეა ე.წ. „კულტურული ომი“; რომელიც, შესაძლოა „წმიდა ომში“ გადაიზარდოს“

„საქართველოში სახეზეა ე.წ. „კულტურული ომი“; რომელიც, შესაძლოა „წმიდა ომში“ გადაიზარდოს“

1785
0

ინტერვიუ პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან

– არაერთხელ შევხებივართ ისეთ თემას, როგორიცაა ნეოლიბერალური დისკურსის ბატონობა ქართულ მედიურ და პოლიტიკურ სივრცეში. ამჯერზე, მინდა განვიხილოთ, თუ რამდენადაა ის ორგანული ქართველი ხალხისთვის. რადგან წლებია, მემარცხენე ლიბერალიზმი გაიგივებულია ჩვენში, პროევრუპულობასთან. ნებისმიერი კითხვა კი, დასმული მაგ მიმართულებით პრორუსულად ინათლებოდა დღემდე. მოკლედ, შეუძლებელი იყო მაგ იდეოლოგიის მიმდევრებთან თანასწორი ჭიდილი. რადგან ღია იყო მათთვის ტელევიზიები, უმაღლესი თანამდებობები, პოპ-კულტურა და პირიქით, – ყველაფერი ეს დახურული, მაგათი მოწინააღმდეგებისთვის. სიმართლე გითხრა, ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო ნეოლიბერალიზმის ნაკლოვანებები და თვალთმაქცობა, მაგრამ ერის დიდ ნაწილს ვითომცდა ჯადოსნური სათვალე ეკეთა. რის გამოც შეუძლებელი იყო მხოლოდ TV_12-ს მეშვეობით განგემარტა, თუ რატომ არ იყავი მათი ჭკუით, ამ მეტადრე პროგრესული იდეოლოგიის მიმდევარი. ალტერნატიული აზრი საერთოდ აღარ ჟღერდა. ყველა მეინსტრიმული არხიდან ისმოდა ქადაგი, რომ ჩვეულებრივი ამბავია სუფრაჟისტობა, აგრესიული ფემინიზმი, „ჩაილდფრიდობა“, მამათმავლობა, ჯარში არწასვლა, თავისუფალი სიყვარული და ა.შ. რადგანაც ესაა თურმე ევროპული ცხოვრების წესი და ქართველები, ავანგარდში უნდა ვყოფილიყავით, რათა დაგვემტკიცებინა ევროკავშირსთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპელები ვართ ბუნებით.

– ჩაგეჭრები; პარალელურად, გაკვირვებით გვიყურებდნენ რა კავკასიის ხალხი, თურქები, სომხები და აზერბაიჯანელები. ჩვენი ძმები, აფხაზები და ოსები, ასევე ვერ მალავდნენ გაოცებას იმის გამო, თუ რა ტიპის სახელმწიფოში დაბრუნებას ვთავაზობდით ესოდენ მიამიტურად. თუმცაღა, დღეის მდგომარეობით ატმოსფერო აშკარად შეცვლილია; ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი ვოიაჟები და განცხადებები მოწმობს იმაზეც რომ, მიდის ფუნდამენტურ დონეებზე ამ იდეოლოგიის და მისი მიმდევარის ჩანაცვლება-გადაფასება. ასევე, სამეზობლოსთან ურთიერთობების გადაფორმატირება ეროვნული, და არამც კორპორატიული ევრო-ატლანტიკური ინტერსებიდან გამომდინარე.

ეს იმედს მიტოვებს, რომ მალე ისეთ ქართულ სახელმწიფოს ავაშენებთ, რომელიც მისაღები იქნება სოხუმისთვის და ცხინვალისთვის. რუსეთი კი, არ შეუშლის ხელს რეინტეგრაიასაც… მოკლედ, ამ და ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხობს პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი:

– მისი უწმინდესობაც, ილია II ხშირად ეხება ამ საკითხს. „მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი, ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას“. იმეორებს ის, ამ და მსგავსი პათოსით გაჟღენთილ სიტყვებს ლამის ყველა ქადაგებაში. ცდილობს საკრალურ ენაზე აგვიხსნას, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ნეოწარმარათული რწმენა ქართული სახელმწიფოსთვის. მემარცხენე ლიბარელური ინფექციის სახით, დეკადებია რომ ანადგურებს ქართველ ერს და რომლის პროვაიდერებად აქ, ე.წ. ევრო-ატლანტიკური პარტიები გვევლინება. სხვათა შორის მაგ მიზეზითაც, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ლატენტური კონფლიქტი საპატრიარქოსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის. ამიტომაც, ლოიალურადაა დღეს განწყობილი ეკლესია ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ. აქედან, პერმანენტული შეტევები სინოდზეც, „მიშისტური“ მსოფლაღქმის კონტიგენტის მხრიდან. აქვე, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ის, რომ იგივე დამოკიდებულება აქვთ ამ ძალებს, ისლამის მიმართაც. რომელიც, ფუნდამენტური ფასუულობების დაცვის კუთხით ზიარშია ქრისტიანობასთან და მის ბუნებრივ მოკავშირედ გვევლინება ამ მორალური რელევანტობის, აქსიოლოგიური დეკადენსის და მასობრივი ადამიანის ზეობის ხანაში. ასე რომ, გინდ მარცხნიდან, გინდ მარჯვნიდან მიუდექი, საქართველოში სახეზეა ე.წ. „კულტურული ომი“; რომელიც, შესაძლოა „წმიდა ომში“ გადაიზარდოს. სადაც, ერთ მხარეს ტრადიციულ-კონსერვატორული სეგმენტი, ასევე ქრისტიანთა და ისლამის მიმდევრები იქნება. მეორე მხარეს კი, მემარცხენე ლიბერალები, ევრო-ატლანტიკური პარტიების და მეინსტრიმული ტელევიზიების თაოსნობით. საქმე რაშია და, ნეოლიბერალებს თავისი ენა, მანტრები და რიტუალები გააჩნია, რომელიც ბოლო 50, ჩვენთან 30 წელია რაც დომინირებს. მეორე ბანაკი კი, თავისი – 3 000 წლოვანი ისტორიის და აბრაამისეული რელიგიების პრიზმაში უყურებს მათ, რბლად რომ ვთქვა როგორც „უცხოებს“ და ცოტა არ იყოს “untermensch”_ად მოიხსენიებს.  არ ვაზვიადებ, ხიდი ამ ორ ბანაკს შორის ჩატეხილია და უფსკრული ბაზისზე გადის, – აგრესიაც მატულობს. სამეზობლო მოგეხსენება როგორი გვყავს – მტაცებლები. ასეთ ვითარებაში კი, ეს ყველაფერი ჩირაღდნებით ცეკვას ემსგავსება დენთით სავსე კასრის ირგვლივ. პირადად ჩემთვის, მათთან მიმართებაში ეს კნინობითი ურთიერთობის ფორმა მიუღებელია და არც ვამართლებ ასეთ დამოიკიდებულებას, რადგან თავს კლასიკურ ლიბერალად მივიჩნევ. მაგრამ, კარგად მესმის რატომაცაა ზიზღნარევი გაუცხოება ესოდენ მძაფრი მათ მიმართ; საფუძველი აქ პირველ რიგში ისაა რომ, მემარცხენე ლიბერალების სახით, სახეზეა ქართული არქეტიპული არისტოკრატული სულის, მდაბიო ქიმერით ჩანაცვლების თავხედური მცდელობა. ანუ, როდესაც აშკარა უმცირესობაში მყოფი ჯგუფი ქართული სხეულით და „სოროსისეული“ ცნობიერებით, ცდილობს საკუთარი წარმოდგენების მიხედვით ქართული საზოგადოების უხეშ ტრანსფორმირებას. სიტყვაზე, ეს არც იქნეობდოა დიდად გამაღიზიანებელი, სასაცილოც კი შიგადაშიგ, იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ ბევრია ნეოლიბერალურ ბანაკში ფრიკი და სოციალურად უპასუხისმგებლო ელემენტი. მაგრამ, როდესაც მათ „სოციალური ინჟინერიისთვის“  ყველა ინსტრუმენტი გააჩნიათ, ქვეყნის მეინსტრიმული ტელევიზიების ჩათვლით და უხვად ფინანსდებიან ნაკადებით, რომელსაც ქართული სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ასევე, როცა მმართველი ძალა და ეკლესია დიდ ვერაფერს უპირისპირებს საკუთარი მედიაპლატფორმების და მწყობრი, ავთენტური, თანამედროვეობაზე მორგებული იდეოლოგიის სახით, აი ეს ვითარება უკვე ფრიად პრობლემატურია და კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადაზრდის მომასწავებელი.

გეთანხმები, რომ წლებია ისინი ერის საუთესო შვილების და ეკლესიის ნების საწინააღმდეგოდ ამკვიდრებენ საქართველოსთვის ყოვლად უცხო იდეოლოგიას.  ამასთან ერთად, ასაღებდნენ ევროპულად. იქაური რეალიების არცოდნის გამო კი, და სატელევიზიო დისკურსის სრული კონტროლის პირობებში, ბევრმა უნებლიეთ დაიჯერა მათი სწავლების უალტერნატივობა. იქნებ, უკეთ რომ ავუხსნათ მათ, თუ რა და საიდან გამომდინარეობს, კიდეც გადააფასონ რწმენა? ამაზე არტურ კლარკის ერთი გამონათქვამი მახსენდება, „ბოროტებს კი გაანადგურებ, მაგრამ რა ვუყოთ იმ კეთილ ხალხს, ვინც ილუზიების ტყვეობაში იმყოფება“ და აქაც ასე არ გამოდის?

– გამოდის; და რისი ღირსნი არიან, ანდა რა ვუყოთ იმ ათას მანიაკს, რომლებმაც ქვეყანა ნაციონალისტურ თრობაში ჩაძირეს, ყველამ ვიცით. მაგრამ, ათი ათასობით მათზე აყოლილ, დაბნეულ მოქალაქეს რაღა მოვუხერხოთ – იმათ, ვისაც ტვინი გამოურეცხეს წლების განმავლობაში ქართულმა ტელეარხებმა? აი აქ, მართლაც რომ მეტადრე რთულადაა საქმე. ალბათ, უნდა მოაქციო იგივე მეთოდიკით, რა მეთოდითაც მოაქციეს ისინი ამ ეკლექტური სწავლების მარწუხებში სააკაშვილის დროს. სხვა გზა არცაა ვგონებ, რადგან შეურაცხადებთან გვაქვს საქმე; არ არიან ისინი თავისუფალნი არც არჩევანში, არც ფიქრებში და მით უფრო, არც სამოქალაქო ხასიათის აქტივობებში და ეს კარგად სჩანს, ქართულ კონტექტს იმ მოწყვეტილ  პერფომანსებში, რაც თან სდევს მათ პოლიტიკას. აქედან, მტელი ეს შაპიტოების დარი კასკადი პარლამენტთან, ჰიპსტერული „ტუსოვკა“ ტელესახეებად, ამაზრზენი რუსოფობიური გამოხტომები ქვეყნის სტუმრების მიმართ და გაუთავებელი შაბაშები საპატრიარქოსთანაც. გონებრივად ქმედუუნარო კატეგორიაა-თქო, რომელსაც ვერ მოსთხოვ პასუხს სამართლებრივ ჭრილში. მხოლოდღა, ზემოქმედების ტექნოლოგიებით თუ ჩაუბეჭდავ ხელახლა ანბანურ ჭეშმარიტებებს და ელემენტარულ წარმოდგენებს მორალსა და სტუმარ-მასპინძლობის ქართულ წესებზე. არის რა თქმა უნდა მეორე, ე.წ. განმათლებელების გზა, მაგრამ ის ბერვად რთული და გრძელია. იმ ვითარებაში კი, როდესაც ჩვენს ირგვლივ ახალი კონფიგურაციები ლაგდება, ასეთი მე-V კოლონის არსებობა ქვეყნის შიგნით ეგზისტენციალური საფრთხის შემცვლელია. შესაბამისად, აღმზრდელობითი საქმიანობისთვის დრო აღარ გვრჩება. სხვათა შორის, გვაქვს მსგავსი მცდელობის მაგალითი ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის სახით. მაგრამ მწარედ გვახსოვს ისიც, თუ როგორ დაამთავრა ილია მართალმა სიცოცხელე, მაშინდელ „მიშისტებთან“, ანუ სოციალ-დემოკრატებთან ჭიდილში. აქაც იგივე მოხდება-თქო, ნეოლიბერალებთან ზედმეტი ლოლიავის შედეგად. რადგან, როგორც „ძაღლის კუდი არ გასწორდება“, არც ეს თანამედროვე ტროცკისტები გაითავისებენ ილიას გზას.

ძველები ამბოდნენ; არცოდნა კი არაა ცოდვაო, არამედ ცრუ ცოდნაო ცოდვაო და რადგან ილიას ფენომენს შევეხეთ, ბარემ ირაკლი კობახიძის სიტყვებით დავასრულოთ აზრი; კერძოდ, მან თქვა რომ – „ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები, ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში“. რის მერეც, ერთ-ერთ ნეოლიბერალური ჟურნალის ყდაზე ილიას სურათი მოთავსდა, ბატონი ირაკლის ამ გამონათქვამით. რედაქციის აზრი გასაგებია, – კობახიძე ამით შეურაცხოფას აყენებს ილიას_ო. საერთოდ, მოარული აზრია საქართველოში რომ ილია ჭავჭავაძე და ეს ქართველი ლიბერალები კავშირიში არიან ერთმანეთთან. მეტიც, მისი ერთგვარი სამართალმემკვიდრეები არიან, მაგრამ სინამდვილეში რამდენად კავშირშია ილიას ფილოსოფია ამათ მრწმასთან და საქმიანობასთან?

 – ისეთივე, როგორც ბორდელები ძვ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, გენერალ მაზნიაშვილის სახელთან. კლასიკურ „ფრეიმინგთან“ გვაქვს საქმე, ამ და მსგავს შემთხვევებში. „ტაბულას“ რედაქცია ცუღლუტობს და ცრუ ანალოგიების გაჩენას ცდილობს მკითხველში, ფაქტის სხვა კონტექსტში მოთავსების გზით. სიტყვაზე, ამით სცოდავს მთელი ეს სეგმენტი სააკაშვილის დროიდან მოყოლებული. ბოკერიასაც უყვარდა ილის უზარმაზარი სურათის ფონზე კეკლუცობა, მაგრამ სად ბოკერია და სად ილია. ხოდა, ასეთი რამეების შემხედვარე, საკითხში ჩაუხედავ, ათასობით გოგო-ბიჭს სჯეროდათ ამ „ეროვნული კარტინკის“, რომლის უკან სინამდვილეში არაფერი იდგა გარდა ტექნოლოგიისა. საერთოდ, ეს მათი მემარცხენე ლიბერალური სწავლება, ძალზე არაორგანულია საქართველოსთვის, და რომ არა ეს ულტრათანამედროვე ზემოქმედების ტექნოლოგიები, არ მგონია, ამ იდეოლოგის ფეხი მოეკიდა აქ. არაა ქართული ნიადაგი ნოყიერი ასეთი ფინაჩი სკოლისთვის და ალბათ ამიტომ მიიღო ესოდენ უცნაური, ქიმერისეული ფორმებიც. როდესაც გაერთიანებულია ერთ ნაკადში ის, რაც სხვაგან სამკვდრო-სასიცოცხლოდაა ერთმანეთზე გადაკიდებული. რაღაც უნიკალური ქართული ნაირსახეობა მივიღეთ-თქო, რომელიც არქაული ნაციონალიზმისგან, ნეოლიბარალიზმისგან, გენდერული თეორიების ნაირსახეობების ელემენტებისგან შედგება და ფოლკლორის დონეზე ჩვენში „მიშიზმად“ მოიხსენიება ჩვეულებისამებრ. ერთობლიობაში კი, მთელი ეს ეკლექტიკა ამოფარებულია ილიას სახელს, რაც უკვე ნონსენსია. მოკლედ, ისეა გადახლართული საპირისპირო პოლუსები აქ, გამადიდებელი ლუპით თუ არ შეხედე ყველაფერს, „ობივატელი“ სწორ სახელდებასაც კი ვერ ახერხებს მოვლენის. მაგრამ საფუძვლიანად რომ მიუდგე, არც გაიმტყუნებიან დიდად; იმ მიზეზით თუნდაც, რომ დეკადებია, საქართველოში არავინ ფიქრობს „ობივატელის“ მენტალურ ჰიგიენაზე. პირიქით, ასაზრდოებდნენ ყველა ტრიბუნიდან მათ ილუიზიებს, – ნატოს, ევროკავშირის, სექსუალური უმცირესობების, გენდერული ბალანსის and so on., ზღაპრებით. ილუზიები კი თავის მხრივ, ასეთ არჩევანს და ქცევას ბუნებრივად აპირობებს. მერედა, ყველა სცოდავდა ამ მიმართულებით. ალასანიას მაგალითი ავიღოთ; „ოცნების“ პერიოდში თავდაცვის მინისტრობისას, თუ როგორ ითხოვდა ის ოფიციალური ვაშინგტონის მოსაწონად, საქართველოში საწვრთნელი ბაზების გახსნას სირიელი მეამბოხეებისთვის. რომლებმაც პალმირა ააფეთქეს და ქრისტიანებს თავებს აჭრიდნენ. რისი თქმა მინდა და, თუ უმაღლეს დონეზე ესოდენი ბეცობა ფიქსირდებოდა შიგადაშიგ, რაღას უნდა ერჩოდე იმ ბნელ მოხალისეებს, სირიელ მეამბოხეებს რომ მიევლინენ დასახმარებლად აჭარიდან. ყველაფერი ურთიერთკავშირშია სოციალურ ველზე-თქო და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ განიხილავ. ახლა კი, განვაზოგადოთ ეს ორი, ალასანიას და „ტაბულას“ ფაქტი, და მთელ ქართულ მედია ველისთვის ივარგებს დასახასიათებლად. იმის გათვალისწინებით კი, რომ „ობივატელი“ სერიოზულ ლიტერატურასთან რბილად რომ ვთქვა მწყრალადაა, ტელევიზიის და ალასანიას დარი სოციალურუად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ფატორი ქე ხვდებით, რაოდენ ძლიერ მოქმედებს საშუალო სტატისტიკური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. პროპაგანდა შობა ამ ყველაფერს-თქო, რომელიც მმართველ პარტიას უბრალოდ არ გააჩნია და თუ გვხდება ამა თუ იმ ფორმით და პიარის სახით – „სამიზდატის“ დონეზეა… (გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე